უცნაური

ბანქოს ხანგრძლივი ისტორია და სიმბოლოები

83a6d2696ed1

მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის აზარტული თამაშები მათი ყოველდღიურობის ნაწილია. აზარტი ერთგვარ სენსაციასაც კი წარმოადგენს, რომელსაც ზოგიერთები გაუმდიდრებია მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მისი მოტრფიალე უამრავი ადამიანი ცარიელ-ტარიელი დაუტოვებია. ამ “სენის” ერთ-ერთი ნაწილი ბანქოს თამაშიცაა

6ae165681583

თანამედროვე ბანქოს დასტა ხანგრძლივი და რთული განვითარების შედეგია. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ვერსია, რომ ბანქო ნაკლებად ცნობილმა მხატვარმა ვინმე ჟიკომინ გრინგონერმა საფრანგეთის მეფე კარლ მეოთხის (ისტორიაში შეშლილი კარლის სახითაა ცნობილი) გასამხიარულებლად გამოიგონა.მაგრამ ეს მხოლოდ ჰიპოტეზაა, რომელსაც მტკიცე საფუძველი არ გააჩნია

83a6d2696ed1

ბანქოს შესახებ პირველი დოკმუნენტური მასალა 1379 წლით თარიღდება.დოკუმენტში ნათქვამია: “ბანქოთი თამაში სარაცინის ქვეყნიდან შემოიტანეს, იქურები მას “ნიაბს” უწოდებდნენ”. როგორც ჩანს იმ დროს თამაშს ერთგვარი სამხედრო დატვირთვა ქონდა, რადგან “ნაიბი” არბულად “კაპიტანს”, “უფროსს” ნიშნავს. თანამედროვე ბანქოსგან განსხვავებით, არაბულ ბანქოზე მხოლოდ ციფრები იყო გამოსახული, რადგან ისლამის კანონის თანახმად, ადამიანების ფიგურების გამოსახვა იკრძალებოდა. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, თანამედროვე ბანქო თავიდან კი არ შექმნეს, არამედ, თუნდაც პრიმიტიული, მაგრამ უკვე არსებული სრულყვეს.

386bafd5e4b5

ევროპის ქვეყნებში ბანქო სწრაფად გავრცელდა და სწორედ ეს გასართობი გახდა აზარტული თამაშების ფუძემდებელი.ევროპის ქვეყნების ხელისუფალნი აკრძალვის მიზნით, საკმაოდ მკაცრ ზომებს იღებდნენ. მაგალითად, XVII საუკუნეში მიღებული კანონების თანახმად, იმ ადამიანს, ვისაც ბანქოს აღმოუჩენდნენ, თითებზე მათრახით სცემდნენ და თითებსაც უმტრევდნენ მოგვიანებით კი, ელისაბედ I-ის მეფობის ბოლოს ნებადართულ და აკრძალულ თამაშებს შორის ერთგვარი ზღვარი დაიდო

e8d6223ba75f

პირველი ბანქო, რომლითაც ევროპაში თამაშობდნენ ძალიან ძვირი ღირდა, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა ლითოგრაფიული ბეჭდვა და ბანქოს ხელით ხატავდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპაში თანამედროვე ბანქო თავიდან კი არ გამოიგონეს, არამედ უკვე არსებული სრულყვეს, ის ქვეყანა კი, საიდანაც ბანქოს აზარტული თამაშები მოდის, XV საუკუნის საფრანგეთია.

3a25a513870d

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბანქოს დასტა სავსეა სიმბოლოებით. ითვლება, რომ აგური, გული, ყვავი და ჯვარი რაინდის
საბრძოლო აღჭურვილობის სიმბოლოებია: ყვავი შუბის სიმბოლოა, აგური – დროშისა და გერბის, გული – ფარს, ჯვარი კი ხმალს აღნიშნავს. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ბანქოს დასტის რაოდენობა შემთხვევითობა არაა. მაგალითად, წელიწადში 52 კვირაა, დასტაშიც სწორედ ამდენი ბანქოა. აგური, გული, ყვავი და ჯვარი წელიწადის ოთხ დროს აღნიშნავს.

მსგავსი ამბები

Back to top button