არქივი

“რკინის ლედის” “საიდუმლო იარაღი”

845d01593651

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ჩანთა საქველმოქმედო მიზნებისთვის აუქციონზე გაყიდეს.

ჩანთა 40.000 დოლარად კვიპროსელმა მოქალაქემ შეიძინა. ეს აქსესუარი ტეტჩერს არაერთხელ სჭერია ხელში რონალდ რეიგანთან და მიხეილ გორბაჩოვთან მოლაპარაკების დროს.

7679521a3b84

ტეტჩერი Asprey-ს ფირმის ჩანთას 30 წლის განმავლობაში ატარებდა. აუქციონის ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ ჩანთა 160.000 დოლარად გაიყიდებოდა. კარიკატურისტები ტეტჩერის ხშირად ხატავენ ამ ჩანთით. მინისტრების თქმით, მთავრობის სხდომის დაწყებისას ტეტჩერი თავის ჩანთას მაგიდაზე წინ იდებდა. დისკუსიის დროს კი იქიდან სახელმწიფო დოკუმენტებს იღებდა, “ჩანთა მისი საიდუმლო იარაღი იყო. ის ამ ჩანთიდან იღებდა დოკუმენტებს, რომლებსაც კამათში არგუმენტის სახით იყენებდა” – იხსენებს ტეტჩEრის ხელისუფლების ყოფილი მინისტრი ლორდი ბეიკერი.

წყარო: ჟურნალი “გზა”

100000860086738.1732.1631588392

მსგავსი ამბები

Back to top button