კულტურა
აღმოჩენა კავთისხევში
კავთისხევში არქეოლოგებს ელოდებიან. კასპის რაიონის სოფელში 9 მილიონი წლის წინანდელი ცხენის ძვლები იპოვეს. ამ აღმოჩენამ შესაძლოა დედამიწის ქერქის ისტორია შეცვალოს.
ჩონჩხის ფრაგმენტები სპეციალისტებმა კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს შენიშნეს. წინასწარი დასკვნის მიხედვით, რაიონში 9 მილიონი წლის წინ ზღვის სანაპირო ზოლი იყო. სანაპიროზე კი მრავალფეროვანი ფაუნა ბინადრობდა. მათ შორის ახლადაღმოჩენილი ცხენის გადაშენებული სახეობა ჰიპარიონი, პატარა ზომის ირმები, ანტილოპა, ხმელეთის კუ, მტაცებელი მგელი, ღორების წინაპარი, აფთარი და მღრნელები, სულ გადაშენებული ფაუნის ისტორიას 9 ახალი აღმოჩენა შეემატა.
წყარო: ტელეკომპანია “იმედი”