არქივი

კრისტალების გამოქვაბული

ea06716d8219

განვაგრძობ ჩემი პოსტების სერიას ბუნების მიერ შექმნილ უცნაურ ადგლებზე!
ამ ადგილის სურათები ერთხელ უკვე იდო უცნაურზე , მაგრამ არანირი ინფორმაცია არ იყო და ჩემის აზრით ურიგო არ იქნებოდა გაგეგოთ რაიმე მის შესახებ. 

ამ არაჩვეულებრივ ადგილას , არასდროს , ერთი წამითაც კი მზე არ ანათებს , მაგრამ ეს ადგილი მაინც ინარჩუნებს მაღალ ტემპერატურას , რომელიც 60 გრადუსს აღწევს. ეს არ არის ყველაზე უცნაური კრისტალების გამოქვაბულში.

მექსიკაში , ჩიუაუაში ორი მეშახტე ცდილობდა გაეთხარა გვირაბი მიტოვებულ შახტაში Nacia. უცბად მათ აღმოაჩინეს გამოქვაბული , რომელიც მოცული იყო კრისტალებით . ძველად აქ ქვანახშირს და ვერცხლს მოიპოვებდნენ და პერიოდულად მეშახტეები ნახულობდნენ პატარა გამოქვაბულებს სადაც გამჭვირვალე სელენიტის კრისტალები იყო, მაგრამ ამხელა მოცულობის შახტა არ უნახავთ.

db311abcd487

ამის შემდეგ იპოვეს კიდევ ერთი გამოქვაბული , რომელსაც სიმბოლურად ხმლების გამოქვაბული დაარქვეს. მართლაც სელენიტის კრისტალები უზარმაზარი ხმლების ფორმას მოგვაგონებენ.

მეცნიერებისთვის კი ყველაფერი დღესავით ნათელია , თუ რატომ არის აქ ასეთი მაღალი ტემპერატურა და ასეთი კრისტალები. საქმე იმაშია , რომ ამ გამოქვაბულის ქვეშიდან გამოდის ჰიდროთერმული სითხე , ამის გამოა აქ ასეთი მაღალი ტემპერატურა და იგი აძლევს ამ კრისტალებს ასეთ ფორმას.

ეს უნიკალური კრისტალები არ დაიშალა მხოლოდ და მხოლოდ შესაფერისი გარემოსა და ტემპერატურის გამო. ტემპერატურა თითქმის არ იცვლება , 58 დან 60 გრადუსამდე და თბილი მინერალური წყლის დახმარებით ჰიდროთერმული სითხე გადაიქცა სელენიტად , რომელიც მინას გავს და გამოიყურება ძალიან უცნაურად.

ყველაზე დიდი ადამიანიც კი , აქ ძალიან პატარაა , რადგან კრისტალების გამოქვაბულში არის ეგზემპლარები , რომელთა სიგრძე 11 მეტრია , წონა კი 50 ტონასაც აღწევს.

ზოგ გამბედავ ადამიანს სურდა სუვენირად დაეტოვებინა პატარა ნაწილი ამ კრისტალებისა და რაც შეიძლება დიდხანს რჩებოდნენ გამოქვაბულში , მიუხედავად იმისა , რომ ეს სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. ადამიანი აქ მაქსიმუმ 10 წუთი გაჩერდეს , შემდეგ მისი სიცოცხლე საფრთხეშია , რადგან აქ ძალიან მაღალიტემპერატურა და ასევე 100% _იანი სინესტეა. გამოქვაბულში შესვლა აკრძალულია სპეციალური აღჭურვილობის გარეშე.

შახტის მფლობელებმა დაკეტეს გამოქვაბული ყველასგან , რადგან არავინ მოიპაროს და დააზიანოს კრისტალები. მკითხავებისთვის სელენიტი ნამდვილი აღმოჩენაა , ისინი მისგან ათასნაირ თალისმანს აკეთებენ. დაცვის სისტემა რომ არა , გამოქვაბულისგან ბევრი აღარაფერი დარჩებოდა , იმედია ამ გამოქვაბულს კიდევ დიდი ხანი დაიცავენ და შეგვინახავენ ისე , როგორიც არის.

სურათები:

f00a33de5ff1

e8116c13f69a

3bc7a5ddbfe2

7996f727064e

880149fe161e

ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button