საკითხავისურათები

ანგლო-საქსების ინგლისი

1993a46c7789

ვაგრძელებ ისტორიულ ფაქტებზე პოსტების დადებას წარმოგიდგენთ ანგლო-საქსების ისტორიას

დაახლოებით 400 წელს დანიიდან და ჩრდილოეთ გერმანიიდან წამოვიდნენ ტომები ანგლები, საქსები და იუტები.
მოგვციანებით ისინი ანგლო საქსების სახელით გახდნენ ცნობილნი ხოლო მათ მიერ დაპყრობილ მიწებს “ანგლები მიწა” ანუ ინგლისი ეწოდა. დაახლოები 600 წელს ინგლისი 7 სამეფოდ დაიყო რომელთაც მეომარი მეფეები მართავდნენ.

ტანები გლეხები და მონები

ანგლო-საქსები მეფეების ქვეშევრდომლები იყვნენ დიდებულები (რომელთაც ტანებს უწოდებდნენ), გლეხები და მონები. ტანები და გლეხები თავისუფლები იყვნენ, მაგრამ თავიანთი მეფისთვის უნდა ებრძოლათ. მონები კი ბატონების საკუთრება იყო.

56bcaa1e453f

დამარხული განძი

ზოგჯერ ანგლო-საქსების მეფეს გემში კრძალავდნენ თავის განძთან ერთად. ანგლო-საქსების გემებში არაერთი ჩაჩქანი,იარაღი, და ძვირფასი ქვები იყო ნაპოვნი.

ჩაჩქანა ნაპოვნია ერთ-ერთი მეფის გემში.
fe7e58417e7b

ცხოვრება სოფლად

ანგლო-საქსთა უმრავლესობა სოფლებში ცხოვრობდა, მაგრამ მათი უმეტესობა შემდეგ პატარა ქალაქბად იქცა. კაცები მინდორში შრომობდნენ, ნადირობდნენ, თევსაობდნენე და ეგრე არჩენდნენ ოჯახს. ქალები კი საჭმლებს ამზადებდენენ რეცხვადნენ სახლს უვლიდნენ ბავშვებს ზრდიდნენ და პირუტყვს უვლიდნენ.

b9263da86951

დანებთან ბრძოლა

დაახლოებით 800 წელს ინგლისში დანები (დანიელი ვიკინგები) შეიჭრნენ. 874 წელს მათ ვესექსის გარდა ყველა სამეფო დაიპყრეს. ვესექსების მეფემ ალფრედმა დანიელები განდევნა და სასექსი,კენტი და მერსია წაართვა და ვესექსს მიუერთა.

ანგლო საქსები და დანები

924 წელს ალფერდის შვილიშილი სრულიად ინგლისის მეფე გახდა, მაგრამ 1013 წელს ქვეყანაში ისევ დანები შემოიჭრნენ.დანიელი მეფეები ინგლისს 30 წლის განმავლობაში მართავდნენ, სანამ ანგლო-საქსებმა თავიანთ ქვეყანაზე კონტროლი არ აღადგინეს.

1ae070efbaf7

ანგლო საქსების დასასრული

1042 წელს ინგლისის მეფე ედუარდ აღმსარებელი გახდა. ის ძალიან ღვთისმოშიშე ადამიანი იყო. მისი ბრძანებით აღადგინეს უესტმინსტერის სააბატო. 1066 ედუარდის სიკვდილის შემდეგ მეფის გვირგვინი ჰაროლდ ვესექსესს გადაეცა, მაგრამ მალე ჰაროლდი ინგლისში შემოჭრილმა ნორმანებმა ჩამოაგდეს.

ანგლო-საქსთა დამწერლობა
636f5be4db3b

მნიშვნელოვანი თარიღები

410-520 ანგლები,საქსები და იუტები ინგლისში სახლდებიან
600 წ. ინგლისი შვიდ სამეფოდ იყოფა
867-874 დანები თავს ესხმიან ინგლისს
924-939 ინგლისს ათელსთენები მართავენ
1013-1042 ინგლისს დანიელი მეფეები მართავენ
1042-1066 ედუარდ აღმსარებელი ინგლისის მეფეა
1066 წ. ნორმანები ინგლისს იპყრობენ

მსგავსი ამბები

Back to top button