ახალი ამბებისასარგებლო

Google+ მოწვევა და Virus საჩუქრად

931e1f7fefd1

    ” Kaspersky Lab”-მა დააფიქსირა   Google+ ახალ პოლულარულ  სოციალურ ქსელში  ყალბი მოსაწვევებით მიწვევის შემთხვევები. ხაკერებმა ისარგებლეს ახალი ქსელის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით და გამოიყენეს მომხმარებელთა პირადი მონაცემების მოსაპარად.

სქემა მუშაობს შემდეგნაირად: მომხმარებელს ეგზავნება ასეთი ტიპის მოსაწვევი

მოსაწვევი

     ბმულზე დაკლიკების შემდეგ მომხმარებელი ხვდება google****.redirectme.net საიტზე,საიდანაც ხდება ცნობილი Trojan Banker პროგრამის ჩატვირთვა.

აღნიშნულ პროგრამას ხაკერები იყენებენ სხვადასხვა სახის საბანკო სისტემების, ელექტრონული ფულისა და საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციის მოსაპარად პერსონალური კომპიუტერიდან.

მოწვევაში ასევე არის ბმული Google Docs დოკუმენტზე. იგი გვთავაზობს მის საშუალებით მოვიწვიოთ ჩვენი მეგობრები,რომლებიც შემდგომში ასევე გახდებიან ხაკერების მსხვერპლნი.
ისე რომ გაფრთხილდით ხალხნო და ჯამაათნო:) და არ მოხვდეთ მსხვერპლის როლში.

P.S.  ეს ჩემი პირველი პოსტია და იმედია მოგეწონებათ. მსურველებს გამოუგზავნი Google+  მოსაწვევებს. აუცილებელი პირობაა GMAIL ფოსტის მისამართი.

   პატივისცემით,
    mishutka

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close