გასართობისაკითხავი

trip-hop

td44z
Trip-hop – მუსიკის ეს სტილი 90-იან წლებში ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში.მისი თავდაპირველი მიმდევრები იყვნენ ჯგუფები Massive Attack და Portishead ბრისტოლიდან, აქედან მომდინარეობდა ამ სტილის პირვანდელი სახელწოდება “ბრისტონის ტალღა” ან “ბრისტონის საუნდი”. ტერმინი ტრიპ-ჰოპი პირველად გამოყენებულ იყო ბრიტანულ მუსიკალურ ჟურნალში Mixmag – ში.ტრიპ-ჰოპი აერთიანებს თავისში ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის, როკის, ჯაზის, დაბასა და სოულის ელემენტებს. მისი ჟღერადობის ძირითადი მახასიათებლებია : ნელი ტემპი, ჩახშული ბრეიკბიტები, გამოკვეთილი ბას – პარტიები, მიდრეკილება ძველი პლასტინებიდან აღებული ბგერების მიმართ,მას დაკრავს ბნელი დეპრესიული ელფერი. თანამედროვე შემსრულებლები ხშირად იყენებენ ტრიპ-ჰოპის ელემენტებს სხვადასხვა სტილის ელემენტებთან ერთად. მაგ. : სინტი-პოპი (Goldfrapp, Jay-Jay Johanson, I AM X), ალტერნატიული როკი (Garbage, Curve, Tapping The Vein), EBM (Ego Likeness, Crystalline Effect), ინდასტრიალი (Collide, Unwoman), dream pop (Violet Indiana, Rya, Hungry Lucy).

სტილები:
Futuristic trip-hop
trip-hop- ის ქვემიმართულება. დამახასიათებელია ვოკალის დეკლამატიურობით. მიმდევრობის წარმომადგენლები: Recoil (პროექტის შემქმნელი -alan uilder,Depeche Mode-ს ყოფილი წევრი)

Ambient trip-hop
ევოლუციის შედეგად trip-hop- ის ზოგიერთი ჯგუფი გადავიდა უფრო რბილ და სასიამოვნო მუსიკის ფორმაზე. ამ მიმართულების ჯგუფებად შეიძლება ჩაითვალოს: Laika, Blue Foundation და Halou.

Dark trip wave
Dark trip wave-ის მიმდევრებისათვის დამახასიათებელია ექსპერიმენტატორობა მუსიკაში.ამ ტერმინს საკმაოდ გავრცელებული და დიდი მაშტაბის მუსიკისთვის იყენებენმ, ასე რომ შეგვიძლია dark trip wave ჟანრადაც მივიჩნიოთ.

წყარო: forum.ge

Portishead – Gloomy Sunday

Massive Attack – Live With Me

Blue Foundation – Equilibrium

Every Time I Look In Your Eyes – Bang Gang

Hungry Lucy – Storm

trip-hop-ის ქართული გვერდი facebook-ზე

მსგავსი ამბები

Back to top button