საკითხავისურათები

მონათვაჭრობა

d523421f8b86

წარმოგიდგენთ პოსტს მონათვაჭრობაზე და ასევე რასიზმზე…

96b0c4d4ed1b

მონათვაჭრობა იწყება

პორტუგალიელებს აფრიკის დასავლეთში კოლონიები ჰქონდათ. სწორედ პორტუგალიელებმა დაიწყეს მეტოქე ტომების მიერ დატყვევებული აფრიკელების შესყიდვა. ტყვეებს ერთმანეთთან ჯაჭვებით აბამდნენ და სანაპიროსკენ მიჰყავდათ. აქ ისინი გემებზე აჰყავდათ და ამერიკაში გზავნიდნენ სადაც მათ მონებათ ყიდდნენ.

8752662f7cd0

ვაჭრობის სამუთხედი

მე-17 საუკუნეში დსაწყისისთვის მონათვაჭრობას მრავალი ევროპული ქვეყანა შეუერთდა. მათი გემები სამსაფეხურიან მოგზაურობას ახრციელებდნენ, რომლის მარშრუტსაც სამკუთხედის ფორმა ჰქონდა. თავდაპირველად გემებს ევროპიდან აფრიკაში იარაღი ჩაჰქონდა. აფრიკაში ამ საქონელს მონებზე ცვლიდდნენ და ამერიკაში მიჰყავდათ. აქ მონებს შაქარზე,თამბაქოზე და ბამბაზე ცვლიდნენ, რის შემდეგაც გემები ევროპაში ბრუნდებოდნენ.

მონათვაჭართა გემები

გემებზე, რომლებითაც მონები გადაჰყავდათ საშინელი პირობები იყო. მონები რვა კვირიანი მოგზაურობის დროს სიბნელეში და სიმჭიდროვეში ჰყავდათ. ამიტომ ადვილად ვრცელდებოდა დაავადებები და მონების ნახევარი გემზე იღუპებოდა.

4fdbb145444b

მონების შრომა

მონების უმრავლესობა ვესტ ინდოეთისა და სამხრეთ ამერიკის პლანტაციებში შრომობდა, დანარჩენებს კი აშშ-ში ბამბისა და თამბაქოს პლანტაციებში გზავნიდნენ. იშვიათი იყო ბატონი, რომელიც თავის მონებს ლმობიერად ექცეოდა. მონებს როგორც წესი, სასტიკად ეპყრობოდნენ და მთელი დღის განმავლობაში შეომას აიძულებდნენ.

c4659ae4ddb3

მონების აჯანყებები

ყველაზე გამბედავი მონები თავიდანვე ბოტონების წინააღმდეგ აჯანყებებს აწყობდნენ, მაგრამ უმეტესად ეს აჯანყებების სასტიკად იხშობოდა. მიუხედავათ ამისა 1791 წელს ჰაიტიზე აჯანყება მოეწყო აჯანყების წინამძღვარი ტუსენ ლუვერტური ჰაიტის მართველი გახდა.

031326a022a0

მონათვაჭრობის დასასრული

1780 წლისთვის მრავალი ევროპელი უკმაყოფილო იყო მონათვაჭრობით. 1792 წელს დანიამ პირველმა შეწყვიტა მონების ყიდვა-გაყოდვა.მომდევნო 40 წლის განმავლობაში ევროპაში მონათ ვაჭრობა შეწყდა.
1804 წელს აშშ-ში ჩრდილოეთ შტატებში მონათ ვაჭრობა აკრძალეს, მაგრამ სამხრეთ შტატებში მონებს კიდე 60 წელი იყენებდნენ. თანდათან მონათვაჭრობა მთლიან ამერიკაში უკანონოდ იქცა. უკნასკნელად მონებს თავისუფლება 1888 წელს უბოძეს.

მნიშვნელოვანი თარიღები

1680-1780 მონათვაჭრობის პიკი
1792 დანია მონათვაჭრობაშ წყვეტს.
1804 მონათვაჭრობის აკრძალვა აშშ-ს ჩრდილოეთ შტატებში
1865 მონათვაჭრობის აკრძალვა აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე
1888 მონათვაჭრობის დასასრული ამერიკის ორივე კონტინენტზე

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close