ახალი ამბებიგასართობისასარგებლო

Google+ უკვე 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ითვლის

ვისაც არ გაგიგიათ Google-მ ახალი სოციალური ქსელი შემოგვთავაზა და პოსტიც სწორედ მას ეძღვნება…

სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო Google+ ის შესახებ ცნობების გავრცელება, ამას წინ უძღოდა Google-ს სოციალური პროექტი +1 ღილაკი რომელიც Facebook-ის Like ღილაკის პირდაპირი კონკურენტია.

ამ დროისთვის Google-მ შემოგვთავაზა ახალი პროექტი Google+ რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელებში არსებულ ყველა ფუნქციასა და რესუსრსს და გვაძლევს სოციალურ ქსელს ახალი სახით, დიზაინით და შესაძლებლობებით.

მის სიკარგეებსა თუ მანკიერ მხარეებზე სხვა პოსტში ვისაუბრებ ახლა კი მომხმარებლების რაოდენობის ზრდას მივხედოთ.

Google-ს ახალი სოციალური ქსელი შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე სწრაფად მზარდ პლატფორმად, გასულ 32 საათში  მომხმარებელთა რაოდენობა 10 მილიონამდე გაიზარდა.

ეს მართლაც არაჩვეულებრივი ზრდაა ნებისმიერი დიდ კომპანიისთვისაც.  ასეთი სწრაფად მზარდი არცერთი ქსელი არ ყოფილა.

ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ Google+ ზე დარეგისტრირება სულაც არაა ყველასთვის შესაძლებელი და იქ მოსახვედრად მეგობარმა მოწვევა უნდა გამოგიგზავნოთ.

ვნახოთ კიდევ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ახალი სოციალური ქსელი.

მომდევნო პოსტებში განვიხილავ ქსელის ფუნქციებს, რამოდენიმე აქამდე უცნობ შესაძლებლობებს და პატარა ხრიკებს.

წყარო: http://blog.cst.ge/

 

ასევე იხილეთ ვიდეო:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close