უცნაური

გაამოთ… დივანი და სავარძლები

y1ru2
შოკოლადის, ჩიპსებისა და სხვა სასუსნავის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვის ნაცვლად, ახალგაზრდა ამერიკელ დედას უცნაური მადა აღმოაჩნდა: იგი საყოფაცხოვრებო ნივთებს ეტანება. ადელი რეგულარულად ჭამს ხალიჩებს, პაკეტებს, დივანებსა და სავარძლებსაც კი

ადელ ედვარდსი განსაკუთრებით დივანებს ეტანება. როგორც მისი “ბოიფრენდი” ამბობს, დღე ისე არ გავა, ქალმა დივანს მოზრდილი ნატეხი არ ჩამოაღრღნას და არ შეჭამოს. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მას 8 დივანი და 5 სავარძელი აქვს შეჭმული.

მან უკვე მიმართა ექიმებს, რომლებმაც გააფრთხილეს, რომ ამ გატაცებამ, შესაძლოა, მისი სიცოცხლე ადრეულ ასაკში შეიწიროს, მაგრამ ქალმა აღიარა, რომ არ შეუძლია, წინ აღუდგეს ჭამის სურვილს, როცა დივანსა და სავარძლებს ხედავს.

“ხუთი წლის ვიყავი, როცა პირველად გავსინჯე ბალიში და მომეწონა. ახლა ჩემთვის საყოფაცხოვრებო ნივთებს განსაკუთრებული გემო აქვს. თქვენ ამას ვერასდროს გაიგებთ”,-ამბობს ადელი, რომელიც ბოლო თვეში რვაჯერ წაიყვანეს სახლიდან სასწრაფო დახმარების მანქანით, რათა მისთვის ამორეცხვა ჩაეტარებინათ.

ადელის “ბოიფრენდს”, რომელიც ქალთან ცხოვრობს, 5 წლის ბავშვის გაზრდა, ფაქტობრივად, მარტოს უწევს. “ვხედავ, რომ არამარტო ჩვენს ერთად ყოფნას ვკარგავთ, თვითონ ადელის სიცოცხლესაც ემუქრება საფრთხე. ყველაზე მეტად არ მინდა, ჩემს შვილს ვუთხრა, რომ დედამისი დივანებისა და სავარძლების ჭამისგან დაიღუპა”,-ამბობს მარკი.

წყარო: presa.ge

მსგავსი ამბები

Back to top button