აფექთებული კონტეინერი და მსხვერპლი…
2008 წელს კვიპროსში დააკავეს გემი რომლის ბორტზეც ინახებოდა დიდი რაოდენობით ასაფექთებელი ნივთიერება, გემის ეკიპაჟი დაპატიმრებული იქნა ხოლო არალეგალური ტვირთი ჩამორთმეული. ჩამორთმეული ასაფეთქებელი ნივთიერებები კვიპროსის მთავრობამ დალუქა კონტეინერებში და ქალაქ ლიმასოლის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე შეინახა.
კვიპროსის მდებარეობის გამო ქვეყანაში ყოველთვის მაღალი ტემპერატურა და ტენიანობაა, განსაკუთრებით ზაფხულში. სამხედრო პირები რომლების მსახურობდნენ იმ ბაზაზე სადაც ინახებოდა ასაფეთქებლები ამჩნევდნენ რომ დროთა განმავლობაში კონტეინერები იბერებოდა (სიცხის გამო), მაგრამ ამას მთავრობის რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია.
2011 წლის 10 ივლისს კონტეინერები აფეთქდა და 18 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. ამ მოვლენის გამო, 2011 წლის 12 ივლისს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში, გაიმართა მშვიდობიანი აქცია, სადაც ხალხმა პატივი მიაგო გარდაცვლილების სულებს, აქციის ნაწილი კერძოდ ოპოზიცია ითხოვდა პრეზიდენტის და მის მიერ დანიშნული მინისტრების გადადგომას და ამ ყველაფერში მათ ადანაშაულებდნენ. ამ მიტინგზე მეც ვიმყოფებოდი და სურათების გადაღებაც მოვახერხე…
გიორგი ნადირაძე.