არქივი

რა იქნებოდა…

c81f59faf632

ალბად ამ თემას ბევრი ადამიანი სერიოზულად ვერც აღიქვამს, რადგან მრავლად უნახავს ჰოლივუდური ფილმები სადაც, ფილმის შემქმნელებს, უცხოპლანეტელები ხშირად ადამიანების დამხმარედ გამოჰყავთ, მაგრამ ჰოლივუდური “ამბები” ჩემს სხვა პოსტებში შეგიძლიად წაიკითხოთ, ეს პოსტი კი სულ სხვა თემას ეხება…

სამყაროში უამრავი გალაქტიკა არსებობს, ხოლო თითოეულ მათგანში მილიარდობით ვარსკვლავი, ვარსკვლავების უმრავლესობას თავისი სისტემა გააჩნია, ეს კი პლანეტათა რიცხვს უსასრულობამდე ზრდის, ამის ფონზე იმის შანსი რომ სამყარაში “ობლად” ვართ, თითქმის არ არსებობს…

f194ebfa3488

მაგრამ რა მოხდება თუკი ადამიანები კონტაქტში შევლენ უცხო ცივილიზაციასთან, ამას დაზუსტებით ალბად ვერავინ იტყვის, სანამ ადამიანები მართლა არ შევლენ კონტაქტში უცხოპლანეტელებთან. არსებობს უამრავი მოსაზრება თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ალბად ყველაზე ლოგიკურია დედამიწის კოლონიზაციის სცენარი. მაგალითებისთვის შეგვიძლია “დედამიწური” ისტორიაც მოვიშველიოთ. აქამდე ორი ცივილიზაციის შეხვედრა, რომელთაგან ერთერთი შედარებით განვითარებული იყო, ყოველთვის ძლიერი ცივილიზაციის მიერ სუსტი ცივილიზაციის განადგურებით, ან უკეთეს შემთხვევაში კოლონიზაციით მთავრდებოდა. თუნდაც გავიხსენოთ ევროპელთა მიერ ამერიკის კოლონიზაცია, მაშინ ევროპული ქვეყნებიდან არცერთს მოსვლია თავში აზრი რომ დახმარებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას განვითარებაში, ამის მაგივრად მათ თავიაანთი ძალაუფლების გავითარება მოინდომეს, რასაც რათქმაუნდა ადგილობრივი ამერიკელები შეეწირნენ. ამ მაგალითით თუ ვიმსჯელებთ თუკი დედამიწზე მოაღწევს უცხო ცივილიზაცია, მაშინ ადამიანებმა მხოლოდ თავდაცვაზე უნდა იფიქრონ, ან იმის იმედი იქონიონ რომ განდიდების მანია მხოლოდ ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.

როგორ იმოქმედებს მსოფლიოს მოსახლეობა, გაერთიანდება თუ არა ის საერთო მოწინააღმდეგის წინაშე, დაივიწყებს განსხავებებს კანის ფერში? პოლიტუკურ თუ რელიგიურ შეხედულებებში? თუ გავიხსენებთ, მსგავს შემთხვევას უკვე ჰქონდა ადგილი გასულ საუკუნეში, რომ არა ნაცისტური გერმანია და მისგან მომავალი საფრთხე, ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ინგლისი და რუსეთი ალბათ ვერასოდეს შეძლებდნენ ერთიმეორისთვის “მოკავშირე” ეწოდებინათ, ნიშნავს თუ არა ეს რომ უცხო ცივილიზაციის თავდასხმის შემთხვევაში მსოფლიო შეძლებს გაერთიანებას? ამასაც ვერავინ იტყვის დანამდვილებით, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ რთულ დამოკიდებულებას განსხვავებული რასის და რელიგიის ადამიანებს შორის, მაშინ არსებობს იმის შანსიც, რომ კაცობრიობამ ვერ მოახერხოს ერთად დადგომა.

ჩავთვალოთ რომ ადამიანებმა შეძლეს უთანხმოებების დავიწყება, მაშინ რა მოხდება? ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ჩამოყალიბდედბა ერთიანი რესპუბლიკა – “მსოფლიო რესპუბლიკა”, მიუხედავად იმისა რომ ეს დღეისთვის ალბად წარმოუდგენელია, კაცობრიობას უბრალოდ მეტი გზა აღარ ექნება, ძალაუფლების ცენტრი სავარაუდოდ მოქცეული იქნება განვითარებულ რეგიონში, ჩრდ. ამერიკა ან ევროპა.

მაგრამ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ უცხოპლანეტელებს მოუნდებათ დედამიწის კოლონიზაცია…

5d89204a8075

ცნობლმა ფიზიკოს-თეორიტიკოსმა, სტივენ ჰოკინგმა ცოტა ხნის წინ განაცხადა რომ უცხოპლანეტელებს უბრალოდ მიზეზი აღარ აქვთ იმისთვის რომ დედამიწას შეუტიონ, ალბად ის მათთვის მიმზიდველი აღარ არის, რადგან მათ აქამდე არ განახორციელეს შეტევა.

ჰოკინგმა ისაუბრა იმ თეორიაზეც, თითქოს უცხოპლანეტელები იმდენად განვითარებულები არიან გონებრივად, რომ ისინი ყოველგვარ დამპყრობლურ და ტირანულ გრძნობებზე “მაღლა დგანან”, მან ამ თემაზე ირონიული კომენტარიც გააკეთა: “უცხოპლანეტელები რომც ჩამოსულიყვნენ დედამიწაზე ჩვენს გასაფრთხილებლად რომ უფრო ფრთხილად მოვქცეოდით ჩვენს პლანეტას, ისინი “ჩამოსვლის” შემდეგ, ცოტა ხანში იტყოდნენ: უი, ჩვენ დავაგვიანეთ!”

მოდით ცოტა ვიოცნებოთ და ჩავთვალოთ რომ დედამიწას ეწვივნენ მეგობრული უცხოპლანეტელები, რომლებსაც მხოლოდ იმის სურვილი აქვთ რომ დაეხმარონ ადამიანებს განვითარებაში, მაშინ კაცობრიობა უდიდეს ნახტომს გააკეთებდა ისტორიაში. როგორც ტექნოლოგიურს ასევე გონებრივს, რის შედეგადაც რეალობა მიუახლოვდებოდა იმ ფილმებს რომლებიც ასე უხვადაა და კაცობრიობას გვაჩვენებს როგორც კოსმოსის მბრძანებელს.

პოპულალურ მედიაში უცხოპლანეტელები ერთერთი ყველაზე პოპულალური და გაყიდვადი თემაა, რამდენიმე მაგალითი რომლებიც ღირსია იმის რომ მათ შესახებ იცოდეთ.

დამოუკიდებლობის დღე

კოვბოები და უცხოპლანეტელები

სამყაროთა ომი

ბრძოლის ველი: ლოს ანჯელესი

Crysis (1,2)

Mass Effect (1,2,3)

FIn

მსგავსი ამბები

Back to top button