არქივი

მამამ ვიდეოთამაშებით შეპყრობილი შვილები წაიყვანა საომარი მოქმედებების რეალურ ზონებში

cf89db3977ca
მამამ ვიდეოთამაშებით შეპყრობილი შვილები წაიყვანა საომარი მოქმედებების რეალურ ზონებში. ნამდვილი ომი სწრაფად აფხიზლებს ადამიანს.

cf545ab31cb4
შვედმა ჟურნალისტმა გადაწყვიტა თავისი ორი ომის თემაზე შექმნილი ვიდეოთამაშებით შეპყრობილი ახალგაზრდა შვილებისთვის ეჩვენებინა, თუ რა არის ნამდვილი ომი. მან ისინი წაიყვანა სირიაში და ისრაელში, რომ მათთვის ეჩვენებინა საშინელი რეალობა, რომელიც არსებობს ომით გადანგურებულ რეგიონებში და გაეგებინებინა მათთვის, თუ რისთვის არსებობს ნამდვილი იარაღი. მოგზაურობა გაგრძელდა 10 დღე და როდესაც ვაჟები დაბრუნდნენ მოგზაურობიდან სრულიად შეიცვალნენ.

ამ გასეირნების იდეა წარმოიშვა სასადილო მაგიდის წინ შარშან, როდესაც 11 წლის ლეო და 10 წლის ფრენკი ემუდარებოდნენ მამას, კარლ მაგნუს ჰელგეგრენს ეყიდა მათთვის Call of Duty-ს ბოლო ნაწილი. მამა ძალიან შეძრწუნებული იყო იმ ფაქტით, რომ ვაჟებს ასე უყვარდათ ეს პოპულარული შუთერი და კითხა მათ, იგებენ თუ არა რეალურ ეფექტს, რომელსაც ომი ახდენს ხალხზე.
13b0607bdf0f
ამის შემდეგ კარლ-მაგნუსმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც ბიჭებს ასწავლიდა აუცილებელ გაკვეთილს. მან თავის შვილებთან გარიგება დადო; რომ თუკი ისინი გაყვებოდნენ კარლს საომარი მოქმედებების ზონაში და ცოტაოდენ დროს გაატარებდნენ საომარი მოქმედებებით დაზარებულებთან, მაშინ დაბრუნებისას ის მათ უყიდიდა ნებისმიერ თამაშს.

“მე მათთვის მინდოდა მეჩვენებინა ომის ნეგატიური შედეგები, რომლებიც მაშინ ჩნდებიან, როდესაც იარაღები ჩუმდებიან”, -თქვა ჰელგეგრენმა.
cf89db3977ca
ლეომ და ფრენკიმ თავდაპირველად მამას არ დაუჯერეს, მაგრამ როდესაც გაიაზრეს, რომ კარლი არ ხუმრობდა, დათანხმდნენ გარიგებას. ბიჭების დედამ ელიზამ არცისე დიდი სიხარულით დაუჭირა მხარი მამის წამოწყებას, რადგან ბიჭებზე ნერვიულობდა. “როდესაც მე მას ჩემი იდეის შესახებ პირველად მოვუყევი, ის დიდხანს ყოყმანობდა, ხოლო შემდეგ იკითხა: ეს უსაფრთხოა?” თქვა ჰელგეგრენმა. “მაგრამ შემდეგ მან თქვა, რომ წამოვა ჩვენთან ერთად, რომ იყოს ბავშვებთან ერთად. ასე, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ ჩვენი შვილებისთვის”.

ჰელგეგრენი რომელიც მუშაობდა ჟურნალისტად ახლო აღმოსავლეთში, თავდაპირველად უნდოდა ერაყში გამგზავრება ან ავღანეთში, მაგრამ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იქ ძალიან სახიფათოა, ამიტომაც მან თავისი არჩევანი შეაჩერა “ყველაზე ახლო ომზე, რომელთანაც მიღწევა შეიძლება ტურისტული მგზავრობისას”. ოთხი ადამიანისგან შემდგარმა ოჯახმა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო 10-დღიანი ტური ისრაელიდან სირიის ოკუპირებულ ნაწილებამდე. მათი პირველი გაჩერება გახდა იერუსალიმი, სადაც ისინი გაჩერდნენ ერთ ებრაულ ოჯახთან, ასე, რომ ბიჭებს შეექმნათ გარკვეული წარმოდგენა ადგილობრივი კულტურის შესახებ. 10 დღის შემდეგ ოჯახი დაბრუნდა შვედეთში ჯანმრთელები და უვნებლები და გაკვეთილიც კარგად ქონდათ ნასწავლი ბიჭებს. პირველად მათ შეატყობინეს მამას, რომ არ აინტერესებთ თამაშები. თამაშების ნაცვლად მათ ინტერესი გაეზარდათ სირიაში და ისრაელში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციებისადმი.

მსგავსი ამბები

Back to top button