საკითხავისასარგებლოსურათები

black jack (ნაწილი 2)

d99ab24b9f29

წარმოგიდგენთ black jack-ის შემდეგ პოსტს რომელშიც გასწავლით წესებს და დათვლის ხერხებს…

წესები black jack.

თამაშში black jack მონაწილეობს ერთიდან ექვსამდე ჩვეულებრივი 52 კარტიანი კალოდა სულ 312 კარტი რომელიც წარმოადგენს “დიდ კალოდას”.დილერი კარტს არიგებს სპეციალური ყუთიდან სახელად “შაბო” ან “შოე”.

კარტების მნიშვნელობები.
დამა,კაროლი და ვალეტი ნიშნავს-10 ქულას.ტუზი მოთამაშის სურვილით არის როგორც 11 ასევე 1 ქულა.დანარჩენი კარტები კი შესაბამისია მათი რანგის (2 დან 10 მდე).

თამაშის მიზანი.
ხშირად ჩვენ გვხვდება სტერეოტიპი, რომ აუცილებელია შევაგროვოთ 21 ქულა, მაგრამ ესე არ არის, მოგება გამომდინარეა იქიდან თუ რა კარტი უკავია დილერს.21 ქულას თუ გადააცილეთ ნიშნავს, რომ დაიწვით ანუ ეგრევე წააგეთ.ტუზი და ხატული კარტი ჯამში შეადგენს 21 მაგრამ სხვა კარტებისგან განსხვავებით მას მეტი მოგების შანსი აქვს უფრო სწორად გარანტირებული მოგება ანუ black jack.

მოთამაშეების რაოდენობა.
ყველა მოთამაშე რომელიც ზის მაგიდის გარშემო თამაშობს სამორინეს წინაამდეგ, რომელიც დილერის სახითაა.მოთამაშეების რაოდენობა განსაზღვრულია ბოკსების რაოდენობით ( ბოკსი-ნიშნავს მაგიდაზე განლაგებულ მარტკუთხედებს რომლების რაოდენობიდან გამომდინარე მაგიაზე ჯდებიან მოთამაშეები). ერთ მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს რამოდენიმე ბოკსზე ერთად.

ქულების მაქსიმუმ რაოდენობა.
ყველა მაგიდაზე სადაც black jack-ს თამაშობენ დაყენებულია ცხრილი სადაც მითითებულია ქულების ჩამოსვლის მაქსიმუმი.მაგალითად ასეთი ($5 – $100, $25 – $500, $25 – $1000).

d312cea0a9cb

მთავარი შეცდომები black jack-ში რაც არ უნდა გავაკეთოთ!!!

1.ყველაზე დიდი შეცდომა მოთამაშის.
ყველაზე დიდი შეცდომაა ორი ათიანის (ორი ნახატის ასევე) გაყოფა ანუ სპლიტი (სპლიტი როდესაც ქულების რაოდენობა ლუწია შეგიძლიათ გაყოთ კარტი ორად ანუ ქულების რაოდენობა გაიყოფა და შეგიძლით მოითხოვოთ კარტი)20 ქულა არის სავსებით დამაკმაყოფილებელი თუ მაინც დასპლიტეთ თქვენი მოგების შანსი 45%-ით შემცირდება.

2.ყველაზე ხშირი შეცდომა მოთამაშის.
ყველაზე ხშირ შეცდომათ ითვლება თამაშის შეწყვეტა იმ დროს როდესაც გვიჭირავს 12-16 ქულამდე კარტი და დილერს კი 7 ან 6. მოთამაშის მდგომარეობა გასაგებია იგი ბრთხილობს და ელოდება იმას, რომ დილერი ზედმეტ კარტს აიღებს და გადაავსებს, მაგრამ იცოდეთ ეს მცდარი სტერეოტიპია მაგალითად გვიჭირავს 16 და აღარ ვიღებთ დამატებით კარტს დილერს კი უკავია 7 მეორე კარტი რათქმაუნდა არ ჩანს. მოთამაშე ფიქრობს რომ არ მოვა ის კარტი რომელიც მას აწყობს. მოდით დავფიქრდეთ რა აწყობს 16 რო გაზარდოს შანსები, ტუზი,2,3,4,5. ხუთი კარტი ანუ 52 იან კალოდაში 20 კარტი გაწყობს. ეს არის 52 დან 38% რომელიც სავსებით მისაღებია გასარისკად ამიტომ არ დაუშვათ ეს შეცდომა.

3.შეცდომა თამაშისას.
ყველაზე დიდი შეცდომა რომელსაც ფსიქოლოგიურად ვუშვებთ არის იმის გაფიქრება რომ დღეს არაა ჩემი დღე და არ მიმართლებს ან დღეს ჩემი დღეა და მოდი ვითამაშებ მთელი დღე და მოვიგებ ეს სრული უაზრობაა.თუ თქვენ მოიგეთ ისეთი თანხა რომელის წაგებაც უკვე ძალიან დიდი შეცდომა იქნება უნდა შთააგონოთ თქვენ თავს რომ გაჩერდეთ თამაში შეწყვიტოთ.უნდა დაფიქრდეთ ეხა მე მაქ 5000$ ჯიბეში კიდე ერთი 3 თამაში ვაი და წავაგე ხელცარიელი მივდივარ.იცოდეთ თამაშში არ გაჩერება იწვევს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას თამაშებზე და ამიტომ გირჩევთ ისწავლოთ “სტოპი”.

47080f166f66

თუ თქვენ გსურთ დათვლა და მოგების შანსების გაზრდა წაიკითხეთ…
1.შევისწავლოთ ბაზური სტრატეგია…
თუ გნებავთ დათვლა და ისე მოგება მაშინ თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ბაზური სტრატეგია (რომელიც მოცემულია პოსტში რამოდენიმე სურათი) იგი კარგად უნდა შეისწავლოთ და ისე მიუჯდეთ black jack-ის მაგიდას თუ თქვენ ვერ ახერხებთ დამახსოვრებას მაშინ შეგილიათ ამობეჭდოთ სტრატეგია და იქონიოთ თან ამას კანონი არ კრძალავს და სამორინეშიც ვერ დაგიშლიან (კანონის ფარგლებში).

2.თანაფარდობის ჰიპოტეზა.
ძალიან კარგი თვისება მოთამაშის არის ცოდნა გასული კარტების თვლის.ესეთ მოთამაშეებს ეძახიან მრიცხველებს (შოჩიკებს) ისინი ითვლიან ნახმარ კარტებს და იქიდან გამომდინარე ხვდებიან თუ რა იქნება შემდეგში.მოდით განვიხილოთ მარტივი მოდელი დაყრდნობილი იმაზე რომ სხვა და სხვა რანგის კარტები კალოდიდან გამოდიან ერთმანეთის მიყოლებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ ალბათობა იმისა, რომ გამოჩენა კარტების დაზუსტებული რანგით (მაგალითად ტუზი და რვიანი) ტოლია 1/13,ათიანები-4/13(რათქმაუნდა ათიანებში ვგულისხმობ როგორც ათიანებს ასევე ნახატებს).

ეხლა კი წარმოგიდგენთ რამოდენიმე ბაზურ სტრატეგიას ვისაც სურს შეისწავლოს…

bd06f41deb4d

c3e68a4175a3

4292df929d08

სულ ეს არის იმედია მოგეწონათ გისურვებთ მოგებას..

მსგავსი ამბები

Back to top button