საკითხავი

ხელოვანთა ღიმილი

o7br6
უცნაური, სასაცილო და დაუჯერებელი ამბები, მსოფლიოში ცნობილი ხელოვანებს არაერთხელ გადახდენიათ თავს. დღეს ამ ადამიანების შესახებ, ბევრი მხოლოდ და მხოლოდ მათი შემოქმედების მიხედვით მსჯელობს. არადა, ეს ადამიანები ჩვეულებრივი მოკვდავები იყვნენ თავიანთი პრობლემებით, სიხარულითა თუ პირადი ისტორიებით.

სახელგანთქმული მხატვარი – რემბრანდტი, ერთი პერიოდი უსახსრობის გამო გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. რადაც არ უნდა დაჯდომოდა ფული უნდა ეშოვა და ამისთვის ძალზე ეშმაკური,თან იოლი ხერხი მოიგონა. იგი მოულოდნელად გაქრა ამსტერდამიდან, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მეღლეს ხმა გაავრცელებინა საკუთარი გარდაცვალების შესახებ.

მაშინვე მიაშურეს ძაძით მოსილ მხატვრის მეუღლეს. ყველას სურდა შეეძინა რაიმე ტილო ან ნახატი.ფასები სულ მაღლა და მაღლა იწევდა და ცოტა ხანში სოლიდურ ფასად ბევრი ნამუშევარი გაიყიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ამსტერდამის ქუჩებში მკვდრად გამოცხადებული მხატვარი გამოჩნდა. რემბრანდტის ოინმა ყველა გაამხიარულა.

ცნობილი გერმანელი პოეტი და იუმორისტი – მორი საფირი ერთ ლიტერატორს შეეკამათა, რომელმაც გესლიანად მიუგო:

– თქვენ, ბატონო საფირ , ფულისთვის წერთ მე კი მხოლოდ ღირსებისთვის.
– ყოველი ჩვენგანი წერს იმისთვის რაც აკლია, – მიუგო საფირმა.

დიდმა ამერიკელმა მწერალმა, მარკ ტვენმა სასტუმროს შთაბეჭდილებათა წიგნი გადაათვალიერა და ბოლო სტრიქონი ამოიკითხა:

“ბარონი ფონ ბლანკი მსახურით”. ამის ქვემოთ თვითონ ჩაწერა:”მარკ ტვენი ჩემოდნით”.

გერმანელმა მწერალმა თეოდორ ფონსტანემ ახალგაზრდობაში, როცა ჯერ კიდევ აფთიაქარი იყო , ოთახი დაიქირავა. პირველ დღეს საუზმის შემდეგ დიასახლისს თავაზიანი ღიმილით მიმართა:

– ქალბატონო შულცე, დღეს დილით რომ გამიმასპინძლდით, თუ ის ყავაა, მაშინ ხვალ ჩაი მომიტანეთ, ხოლო თუ ჩაი იყო მაშინ ხვალ ყავას მოვითხოვ”.

მარკ ტვენი პირველი ლექციის ჩატარების წინ შიშით იყო შეპყრობილი, მაგრამ მან პირველივე წინადადებით აღაფრთოვანა მსმენელები. ეს ცნობილი პირველი წინადადება ასე ჟღერდა:

“იულიუს ცეზარი მოკვდა, შექსპირი მოკვდა, ნაპოლეონი მოკვდა და მეც ვერ ვგრძნობ თავს მთლად ჯანმრთელად”.

გოეთე ვაიმარის პარკში სეირნობდა. ვიწრო ბილიკზე სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა შეხვდა კრიტიკოსი.

იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა:

– მე სულელებს გზას არ ვუთმობ!
– მე კი პირიქით, – ღიმილით მიუგო პოეტმა და განზე გადგა.

წყარო: presa.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close