გამოგონებასურათები

10 ყველაზე უჩვეულო სადგური მსოფლიოში


სადგური – არის ქალაქის კარიპჭე, ადგილი რომლის მიხედვითაც ჩამოსულ სტუმრებს ექმნებათ პირველი შთაბეჭდილება იმ ქალაქზე(ქვეყანაზე). ამ პოსტში მე შემოგთავაზებთ 10 ყველაზე უჩვეულო სადგურს.

1. ჰონკონგის წყლის კარიპჭე
ჰონკონგის ახალი საზღვაო სადგური (პორტი) ააშენეს იმ ადგილას სადაც 10 წლის წინათ იყო აეროპორტი. გათვლილია რომ ეს სადგური მოემსახურება დიდ ტურისტულ ლაინერებს. ამ ულამაზესი შენობის არქიტექტორი არის შესანიშნავი არქიტექტორი- სერ ნორმან ფოსტერ.

2. ჰონკონგის სახმელეთო კარიპჭე

მალე თქვენ შეგეძლებათ მოხვდეთ ჰონკონგში ახალი ხიდით, რომელიც თავის მხრივ წარმოდგენილი იქნება, როგორც: აეროპორტი, რკინიგზის სადგური და ავტოფარეხი.

3. გარეთ-სკვერი, შიგნით-სადგური
სან-ფრანცისკოში(ამერიკა) რკინიგზის სადგური მდებარეობს ქალაქის ცენტრში. ეს ძალიან მოხერხებულია სატრანსპორტო კუთხით, მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედოთ ის დიდ ადგილს იკავებს. მაგრამ უკვე 2014 წელს ყველაფერი შეიცვლება. არა, ეს სადგური დარჩება თავის ადგილას, ის გადაიქცევა მრავალფუნქციონალურ კომპლექსად რომლის ჭერზეც იქნება სკვერი.

4. რკინიგზის სადგური ლიონის აეროპორტთან

ეს უნიკალური რკინიგზის შენობა ლიონის აეროპორტში გავს დიდ ჩიტს რომელიც აფრენას აპირებს.

5. მწვანე პლატფორმა ოკლენდში

ოკლენდის რკინიგზის სადგურის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ მათ არ ჭირდებოდათ სკვერი სახურავზე. მათ გააშენეს “მდელო” პირდაპირ სადგურში. ამისათვის მათ დაჭირდათ 1250 კვადრატული მეტრი ბალახი.

6. ესპანეთის რკინიგზის ჯუნგლები

მადრიდის სარკინიგზო სადგურში Atocha Station თვლიან, რომ “მდელო” “ბანძებისთვისაა”. რადგან აქ პირდაპირ ტროპიკული მცენარეები გააშენეს რომლებიც იზრდებიან და ნაყოფსაძ ისხამენ.

7. მესტიის აეროპორტი: პატარა ქართული სასწაული

იმისათვის რომ, ავაგოთ უნიკალური სადგური არ არის სავალდებულო ის იყოს მაშტაბური და ძვირადღირებული. საქართველოს მაღალმთიან ქალაქ მესტიაში რამოდენიმე თვეში ააშენეს პატარა აეროპორტი. მაგრამ ამის მიუხედავად მას აქვს უნიკალური არქიტექტურა- მისი ფორმები მოგვაგონებს სვანურ კოშკებს.

8. ცივი სადგური ესპანეთში

ესპანეთის საზღვაო ქალაქი უელვა არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზღვაო კურორტი. ამ მიზეზის გამო მას შეაერთებს მადრიდთან ჩქაროსნული რკინიგზა. და უელვაში აშენდება ახხალი რკინიგზის სადგური – გარედან ძალიან ადვილი, მაგრამ ძნელი არსით. სადგურის განსაკუთრებული ფორმა შექმნილია იმისათვის, რომ დაიჭიროს ზღვის ჭავლი და ამით შექმნას ბუნებრი კონდიციონირება სუფთა ჰაერით.

9. კოსმოსადგური ამერიკაში

ამერიკაში უკვე ორი წელია რაც შენდება კოსმოსადგური. და ის განკუთვნილია კერძო სუბორბიტალურ გაფრენებზე.

10. ხიდი-სადგური უელსში(დიდი ბრიტანეთი)

რკინიგზა ყოფს ყელსის ქალაქ ნიუპორტს ორ თითქმის ტოლ ნაწილად. და მათი დამაკავშირებელი ხიდები არც თუ ისე ბევრია. უფრო ძნელი იყო იმათთვის ვინც ჩამოდიოდა რკინიგზით. გადმოსვლა შეიძლებოდა ქალაქის ერთ მხარეს. მაგრამ ახალმა სადგურმა გადაწყვიტა ეს პრობლემა. ის ასრულებს ორ ფუნქციას სადგურის და ხიდის რომელიც აერთებს ქალაქის ორ ნაწილს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close