მტვრის ქარიშხალი
ძლიერი ქარებისა და ხანგრძლივი მშრალი ამინდის თანხვედრამ შესაძლოა მტვრის ან ქვიშის დიდი ქარიშხალი წარმოშვას. ამგვარი რამ ხდება მებისმიერ უდაბნოში და რეგოინში, სადაც მცენარეობა მწირია. მტვრის ნაწილაკები, რომელთა ზომა ქვიშის მარცვლების ზომაზე თითქმის 10-ჯერ ნაკლებია, ჰაერში უფრო დიდხანს რჩება; გაცილებით შორ მანძილზე, ათასობით კილომეტრზე გადაადგილდება და ჰაერში თითქმის 3000 მეტრამდე ადის. მტვრის ზოგი ქარიშხალი ისეთი ძლიერია, რომ კოსმოსიდანაც ჩანს.
საჰარის უდაბნოს მტვრის ქარიშხალი, კოსმოსიდან.
ჰაერში დატრიალებული მტვერი და ქიმიური ნივთიერებები ჯამრთელობისთვის საშიშია. ასევე ის საზიანოა მარჯნის რიფებისთვის. ასეთი ქარიშხალი ხილვადობას აუარესებს და ის თვითმფრინავებისთვის საშიშია. მტვერს მანქანის ძრავები გამოყავს მწყობრიდან და ტრანსპორტის მოძრაობას უშლის ხელს.
დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მტვრის ქარიშხალი წარმოშიბის ადგილის ახლომახლო უბნებს სრულიად მოულოდნელად ატყდება. წვიმის ზონაში მოხვედრილი მტვერი მიწაზე ტალახის სახით ჩამოდის (თბილისში რომ უკვირდათ ტალახიანი წვიმა მოვიდა, და მალე 2012-იც მოვაო :D)
1983 წელს ძლიერი ცივი ფრონტის მიერ მოტანილი მტვერი მელბურნთან (ავსტრალია) ციხე-კოშკივით აღიმართა და ქალაქი დაფარა. ქარიშხლის ჩადგომის შემდეგ ქალაქიდან დაახლოებით 1000 ტონა მტვრის გატანა გახდა საჭირო.
2001 წელს ბეიჯინის (ჩინეთი) თავზე დაბინძურებულ ჰაერს მტვერი შეერია და სქელ ნისლად ჩამოწვა. მტვრის სისქისა და ტიპის მიხედვით ცა ხან მოყვითალო ფერის იყო, ხან მოწითალო, ხანაც მოყავისფრო.
განსუს პროვინციის (გობის უდაბნოს მახლობლად) ერთ-ერთ სოფელს მტვრის უდიდესი ქარიშხალი დაატყდა. ამგვარი მოვლენა ხშირია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, სადაც ქვიშიანი ნიადაგია. პროვინციაში სოფლის მეურნეობის არასწორი დაგეგმვა ფართომასჭტაბიან ეროზიასა და არემარის კიდევ უფრო გაუდაბნოებას იწვევს. 2006 წლის განმავლობაში, რეგიონს მტვრის ქარიშხალმა 9-ჯერ გადაუარა. ამ ადგილებიდან მტვერი ზოგჯერ იაპონიას, კორეას და ამრეკისაცა კი აღწევს.
ამ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ დაატყდა თავს არიზონას მტვრის ქარიშხალი.
იმედია მოგეწონათ.