საკითხავიუკატეგორიო

“ზოლიანი ბანანების” თაობა

9dab605cb066

ბევრი უფროსისგან გამიგია “შენ თაობას მოსაგონარი არაფერი არ აქვს,მთელი დღე კომპიუტერს უზიხართ და წიგნისკენ გახედვაც არ გინდათ”,ამიტომ გადავწყვიტე რამოდენიმე ბავშობის ეპიზოდი გავიხსენო და ასევე თქვენც გააგხსენოთ ტკბილი მოგონებები და არამარტო ტკბილი

მახსოვს როცა პატარა ვიყავი “ზოლიან ბანანებს” ვუყურებდი,5 წუთიანი გადაცემა იყო და ისიც მახსოვს რომ 7 საათზე გადიოდა,მოუთმენლად ველოდი და 5 წუთის გამო ნახევარი საათი ვიცდიდი,მეორე დღეს კი ბავშვები ერთმანეთს ვუყვებოდით.მახსოვს მულტფილმი გრენდაიზერი და ბავშურ სამყაროში ყველაზე ცნობილი ფრაზა “გრენდაიზერ წინ!”,ვთამაშობდით ეზოში “გრენდაიზერობანას” და ვინც მოიგებდა ის იყო მაგარი.შემდეგ შემოვიდა პატარა ქაღალდებზე დაბეჭდილი ფეხბურთლები და ვისაც ყველაზე მეტი ფეხბურთელის ბარათი ჰქონდა ის ტრაბახობდა,იყო ერთმანეთში გაცვლა და ასევე თამაშიც,შემდეგ ეს ქაღალდი შეიცვალა პოკემონის პლასტმასებით,ბავშვებს წიგნებზე უფრო მძიმე პოკემონების კოლექცია დაჰქონდათ სკოლაში და ვისაც პიკაჩუ ან რაიჩუ ყავდა ეამაყებოდა.მახსოვს როცა “დენდი” და “სეგა” შემოვიდა,მაგ დროს პოკემონები ვიღას ახსოვდა,ყველა თვალებს ითხრიდა ყველასთვის საყვარელ თამაშზე – სუპერ მარიოზე,მოდიოდა ახალი წლის ღამე ანუ კარებთან საჩუქრები და სახლში 5-10 წუთით წინ გადაწეული საათები.ასევე იყო და ეხლაც არის “ლოვე” საღეჭი რეზინები,”შოკიც” მახსოვს.”დენდი” ან “სეგა” ვიღას ახსოვდა როცა “სონი 1” შემოვიდა,ვისაც სონი ქონდა ყველა იმასთან იკრიბებოდა და რიგრიგობით ჯდებოდნენ ბავშვები,ცოტა ხნის მერე “სონი 2″-მა გადაფარა ყველაფერი და იმაზე იყო მთელი ჩხუბი და გაუგებრობა თუ ვინ იქნებოდა პირველი რიგში,”სონი 2”-დან უცბად პენტიუმზე გადავიდა ხალხი,მაგ დროს 10-11 წლის ვიყავი და არც ვიცოდი რა იყო მაუსი ან კლავიატურა,ეხლა კი 4-5 წლის ბავშვები ჩემზე უკეთ და ბევრზე უკეთ “მართავს” ამ კომპიუტერს..რა მოხდა მერე?

“ზოლიან ბანანებზე” გაზრდილი სიხარულით სავსე ბავშვები უცებ მონსტრებად გადაიქცნენ,რატომღაც ისეთი გაგება წამოვიდა რომ ვინც უფრო მეტ შენიშვნას მიიღებდა გაკვეთილზე უფრო მაგარი ბიჭი იყო,ვინც უფრო მაგრად გააბრაზებდა მასწავლებელს მით უფრო მეტ პატივს სცემდნენ მას.წავიდა სკოლის ტუალეტებში სიგარეტის მოწევა,დანების ტრიალი და “კაი ბიჭობა”,სკოლებში აიკრძალა რელიგიის გაკვეთილები რადგან სხვა რელიგიის მქონე ბავშვებს უხერხულად არ ეგრძნოთ თავი,ბავშვები ისე იზრდებოდნენ წიგნს არც ეკარებოდნენ,რატომღაც ეგონათ რომ სწავლა სიცხვილი იყო,ვინც წიგნს კითხულობდა დასცინოდნენ და ვინც გაკვეთილებს სწავლობდა ის „შკოლნიკი“ იყო,სინამდვილეში კი ის უფრო დასაცინი იყო ვინც სკოლის ტუალეტში ჩუმად ეწეოდა სიგარეტს და პატარა ხმაურზეც სიგარეტს აქრობდნენ,,რადგან წიგნს შევეხე მინდა გავიხსენო როგორ შემოვიდა ყველასთვის საყვარელი წიგნი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“,იყო მთელი რეკლამები და ტყუილები „წიგნი რომელმაც ბავშვებს კითხვა შეაყვარა“ იმ დროს პატარა ვიყავი და ამ ფრაზის მეც მჯდეროდა,ეს ფრაზა კი წესიერ და განათლებულ ხალხში საჭირო არც იყო რადგან წიგნი ჰარი პოტერმა კი არა სულ სხვა რაღაცამ უნდა შეგაყვაროს,ეხლა რომ ვიხსენებ მაგონდება რომ წიგნებს არავინ კითხულობდა,ალბათ ამისთვის იყო საჭირო ეს ფრაზა,თუმცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა არამგონია რომ მთლად იმდროინდელი თაობის უწიგნურობას შეეწუხებინა,მას თავისი ბიზნესი უფრო აწუხებდა და ფრაზაც გენიალური ამოირჩია.რათქმაუნდა უწიგნური თაობა დღესაც არის,ბავშვებს რა უნდა მოკითხო როცა უფროსები არიან უწიგნურები და ბავშვშვს „მშვენიერ“ მაგალითს აძლევენ..მგონი ვხვდები ბავშვებს რატომაც შესძულდათ წიგნი,ეს მშობლების ბრალია,ბევრისგან გამიგია „წიგნს არ წაიკითხავ და კომპიუტერს არ ჩართავ“ ბავშვები მხოლოდ კომპიუტერის გამო კითხულობდნენ წიგნებს და სძულდათ ის რადგან სწორედ ეს წიგნი იყო რომ კომპიტერთან ჯდომაში უშლიდა ხელს.

მერე… არ ვიცი რა მოხდა მაგრამ თითქოს რაღაც ვირუსი შემოიყარა,ბავშვებს აღარც „სონი 1“ ახსოვდათ არც პენტიუმი,წიგნი ხომ ისედაც სძულდათ,ეს ვირუსი უფრო მეტად უწიგნურ ბავშვებს ემოობასკენ უბიძგებდა,მათთვის ყველაზე ძვირფასი გახდა ემოობა,სადაც გაიხედავდი ყველგან ემოს ხედავდი,მიკვირდა ჩემხელა ბავშვების,ასეთი რამ არავის უსწავლია ჩვენთვის და ნეტა საიდან მოდის ეს ყველაფერი?ამაზე პასუხი არ არსებობს,წავიდა “როკორების” და “რეპერების” დაპირისპირება,რომელი ჯობია, 2pac თუ led zeppelin? იყო ერთმანეთში კამათი და უაზრო კითხვები,ხალხმა რეალობაში არც ემოობა იცოდა,არც როკერობა და არც რეპერობა,იცოდნენ რომ 2pac იყო ზანგი და led zeppelin სატანისტები.გავიდა დრო და ემოების მაგივრად მომრავლდნენ გოთები რომლებმაც სიამრთლე გითხრათ თავინთ თავს ვერ გაუგეს და მე რომ ვერ გავუგე ან სხვა ვინმემ გასაკვირი არც არის..ამ ყველაფერს დაემთხვა geoclass,ვისაც არ ქონდა “ოდნო”,ქონდა “geoclass”,ერთ მშვენიერ დღესაც geoclass-ზე გამოჩნდა რამოდენიმე გოგოს სურათი რომელსაც ესვა პომადა და ტუჩები კამერისკენ ქონდა მოშვერილი,გავიდა 2-3 დღე და ყველას ესეთი სურათი ედო,აბსოლიტურად ყველა გოგოს.უცბად ოდნოს გაკეთება უფასო გახდა და აბსოლიტურად ყველას ჰქონდა ოდნო,იღებდნენ სურათებს ჩანჩქერებთან,კლდეებზე და რავი სად აღარ,მოკლედ 1 ოდნოს სურათის გამო ხალხი ლამის თავს სწირავდა,თან ის იყო სასაცილო რომ ყველას ერთნაირი ტანსაცმელი ეცვა და სურათებშიც რადენჯერ მინახია სხვადასხვა ადამინი რომელსაც ერთნაირად აცვია,ამას “მოდა” დაარქვეს,მოკლედ ერთი თუ ჩაიცმევდა ჩაჩაჩულ შარვალს მერე ყველა იცვამდა,ერთი თუ გაიკეთებდა ზოლებიან კაშნეს მერე ყველა იკეთებდა ანუ მიბაძვას დაარქვეს მოდა,ნუ მაინც ის იყო ყველაზე მააგრი როცა გოგოებს საფხულში ჩექმები ეცვათ (მაგ დროს ყველაზე მომგებიანი ბიზნესი ფეხის მაზის გაყიდვა იყო)..გავიდა რამოდენიმეთვე და გამოჩნდა ახალი “ნარკოტიკი” ინტერნეტ სივრცეში,ალაბთ ყველა მიხვდით რასაც ვგულისხმობ,ეს Facebook გახლავთ,თავიდან არავინ აზრზე არ იყო რა არის ეს ფეისბუქი,იყო ასეთი კომენტარები: “ფეისბუქი ბანძია,ოდნო ჯობია”,”ვერაფერი გავუგე ამ ფეისბუქს,მეგობრებიც ვერ დავიმატე”.მოკლედ ხალხი ამ ახალ ნარკოტიკზე რთულად თუ ადვილად მაინც გადავიდა,ზოგი “ფერმის” გამო და ზოგიც “მოდის” გამო,იგივე ხალხი რომელსაც ფეისბუქი არ მოწონდა მერე ამბობდა: “თქვე ბანძებო ოდნოში რა გინდათ?გოიმები” ხალხს დაავიწყდა რომ სანამ სხვას უწოდებნენ “გოიმს” თითონაც “გოიმები” იყვნენ.

ეხლა კი თინეიჯერები ანუ “ზოლიანი ბანანების” თაობა ახალ მოდას აყვა რომელსაც ათეისტობა ეწოდება,ნუ ეხლა ისეთი ათეისტები არიან განსაცდელში ღმერთის სჯერათ და ისეთი მორწმუნეა ზოგი რომელსაც ღმერთის სწამს მაგრამ რატომღაც მხოლოდ განსააცდელში ახსენდება..მოდაში არ არის მაგრამ აქტუალურია სატანისტობა და სექტანტობა,ალაბთ მალე ესც შემოვა მოდაში მაგრამ იმედი მაქვს რომ ამასაც გადავიტანთ როგორც ემოები გადავიტანეთ,მოკლედ ვცდილობთ ვიყოთ თანამედროვეები მაგრამ რატომღაც “ზოლიანი ბანანების” თაობას ახალი პრობლემები შეხვდა,ახალი წესები რაც მიუღებელია.იგულისხმება პარკში ჯდომის წესები,ეს წესები კი თანამედროეობისგან ძალიან შორს არის,ნუ ის მთლად შორს იყო როცა პარკში ნაგავს ყრიდით,ბავშვებს საქანელებს უმტვრევდით და სკამებს აფუჭებდით,ალბათ თანამედროვეობისთვის ეს წესები აუცილებელია..

ამიტომ მინდა უფროსებს შევახსენო რომ ჩვენ “ზოლიანი ბანანების” თაობას ბევრი რამ გვაქ მოსაგონარი,თუნდაც ის როგორ თამაშობდით ჩვენთან ერთად სუპერ მარიოს,როცა პირველი “ხუთიანი” მოვიტანეთ სკოლიდან როგორ გიხაროდათ ჩვენთან ერთად,როგორ გვყიდულობდით პოკემონებს და იცოდით რომ ახალწელზე ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი “სონი 1” იქნებოდა,თუმცა სიმართლე რომ ითქვას მაგ “სონი 1” თქვენთვის უფრო ყიდულობდით ვიდრე ჩვენთვის,დიდების დიდი მინუსი ის არის რომ როცა შვილი რაღაცას ხუმრობს სერიოზულად უდგებით და როცა თქვენი შვილი სერიოზულად რამეს გადაწყვეტს მაშინ დასცნით.ის რომ ჩვენ არაფერი გვაქ მოსაგოანრი ეგრე არ არის რადგან ჩვენც გვაქ გავლილი რაღაც ისეთი მომენტები რომლებიც ძვირფასია ჩვენთვის…

 

100001108967378.1923.875278685

მსგავსი ამბები

Back to top button