გართობა

10 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აატირა

image

გამარჯობათ, ამ სტატიაში მე განახებთ 10 ფოტოს, რომლებმაც მსოფლიო აატირა.

 

1. დედა ევედრება პოლიციელს, რომ დაუბრუნონ შვილი, რომელიც დაპატიმრებული იქნა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. სმხ. კორეა 1987 წ. 18 დეკემბერი

image

 

2. კრისტიან ფერნანდესი, რომელსაც 12 წლის ასაკში, 2011 წელს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მან თავისი 2 წლის ძმა წიგნების კარადას რამდენჯერმე შეახეთქა და ასე მოკლა.

გაგაცნობთ საქმის მასალებს:

დანაშაული რომელზეც ვისაუბრებთ ჩადენილია 2011 წლის მარტში. კრისტიანი დედამ მარტო დატოვა სახლში 2 წლის ძმის მისახედად. ფერნანდესმა რატომღაც გადაწყვიტა ძმის მოკვლა, სასტიკად ცემა და რამოდენიმეჯერ მიარტყმევინა თავი წიგნების კარადას. (ძიების მონაცემებით და ექსპერტიზის დასკვნებით ირკვევა, ბავშვი 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა თავის ქალის ტრამვის, ტვინში სისხლჩაქცევების და შინაგანი სისხლდენის გამო, ასევე მას აღენიშნებოდა სხვა ტრამვებიც სხეულის სხვა ნაწილებზე) სამართალდამცავი ორგანოების აქტიური მუშაობით გაირკვა, რომ ეს პირველი ფაქტი არ ყოფილა კრისტიანის მიერ ძმის ცემის, მას რამოდენიმე თვით ადრე ფეხიც ქონდა მოტეხილი და რატომღაც დედამ ამის შესახებ არსად განაცხადა, მან სოციალური მუსაკებიც მოატყუა და მათ განუცხადა, რომ ბავშვმა ფეხი ფეხბურთის მოედანზე თამაშისას მიტეხაო. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც დედამ როგორც კი სისხლიანი ბავშვი დაინახა სასწრაფო დხმარების გამოძახების მაგივრად მას სისხლი მობანა სახიდან და ყინულით სცადა მისი მოსულიერება. როგორც აღმოჩნდა ამ პროცედურამ 6 საათი გასტანა და რომ არა დედის ასეთი გულგრილობა 2 წლის დევიდი ძმის უსასტიკეს ქმედებას ცოცხალი გადაურჩებოდა. ჩემთვის ახლაც აუხსნელია, თუ რატომ შეიძლება 12 წლის ბავშვს თავში აზრად მოუვიდეს საკუთარი ძმის მკვლელობა, თანაც ასეთი საშინელი სისასტიკით, თუმცა ამის მიზეზები ალბათ მის მძიმე წარსულსი და ფსიქიკურ ტრამვებში უნდა ვეძებოთ, იგი დედამისს 12 წლის ასაკში შეეძინა, ორივე მათგანი სპეციალურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ სანამ დედამისს – ბიანელა სუზანას 14 წელი არ შეუსრულდა, ამის შემდეგ კი ქუჩა-ქუჩა დახეტიალობდნენ, სანამ ბებიამ არ შეიფარა, რომელიც იმ დროისათვის 34 წლის იყო და ნარკოტიკებისაგან გასათავისუფლებლად მკურნალობის კურსს გადიოდა. სასამართლო დოკუმენტებით ასევე დგინდება, რომ მას დედა ხშირად ცემდა და შეურწყოფას აყენებდა ადრეული ასაკიდანვე, ასევე მისმა მამინაცვალმა ოჯახის თვალწინ დაიხვრიტა თავი, ციხეს რომ გადარჩენოდა ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით. ფერნანდესი პროკურატურის მოთხოვნით ორმა სასამართლო ექსპერტმა შეამოწმა გამოეძიების მსვლელობისას და მათი დასკვნით იგი ემოციურად განუვითარებელია, თუმცა ეს არცაა გასაკვირი მისი ცხოვრების გამო, მიუედავად ამ გარემოებისა იგი მაინც ფსიქიკურად ჯანმრთელად ჩათვალეს. ფლორიდის შტატის მთავარმა პროკურორმა კი სასამართლოს რეკომენდაცია მისცა მაქსიმალური სასჯელით დაესაჯათ კრისტიანი, მან განაცხადა : “ჩვენ უნდა დავიცვა საზოგადოება ამ ახალგაზრდისაგან !!! საზოგადოებას აქვს უფლება იყოს დაცული მისგან !!!”

image

3. ჩრდილო კორეის მკვიდრი (ავტობუსში) ემშვიდობება თავის მომტირალ ძმას სამხრეთ კორეიდან, საოჯახო შეხვედრის შემდეგ მთა კუმანგთან. ისინი ერთმანეთს ომმა დააშორა. 2010 წლის 31 ოქტომბერი.

image

4. 1958 წლის 6 თებერვალი კატასტროფა რომელმაც შეიწირა მანჩესტერის ფეხბურთელები.

 

image

 

5.საბჭოთა ტყვეობიდან დაბრუნებული გერმანელი ჯარისკაცისა და მისი ქალიშვილის შეხვედრა. მამამ ქალიშვილი ბოლოს 12 წლის წინ ნახა, როდესაც ის 1 წლის იყო. 1956 წელი.

 

image

6. ვარშავის გეტოს ამ ცნობილ ფოტოზე აჯანყების ჩახშობისას სს-ის ჯარისკაცებმა შეპყრობილ ებრაელებს თავშესაფარი იძულებით დაატოვებინეს, შემდეგ კი უმშლაგპლატცზე შეყარეს დეპორტაციისთვის. ვარშავის გეტო იყო უდიდესი ებრაელთა კონცენტრირებული დასახლება შექმნილი ნაცისტური გერმანიის მთავრობის მიერ მეორე მსოფლიო ომში ჰოლოკოსტის დროს. მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში შიმშილით, ავადმყოფობითა და საკონცენტრაციო თუ გასანადგურებელ ბანაკებში დეპორტაციებით გეტოს მოსახლეობა სავარაუდო 450.000-დან 37.000-მდე დავარდა.

 

image

7. ომის გზაზე.

 

image

8. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი…
ცნობისათვის მეორე მსოფლიო ომში 800 000 ათასი ქართველიდან 350 000 შინ ოჯახში ვერ დაბრუნდა.. რაც დრო გადის ისინი სულ უფრო ცოტანი რჩებიან.

image

9. ბარაკ ობამა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი უკანასკნელი ბუნებრივი კატასტროფის დროს დაზარალებულ ქალბატონთან.

image

10. პატარა გოგონა და მისი ძაღლი.

image

 

 

წყარო : http://intermedia.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button