არქივი

ტელეპათია

c72124970170

ტელეპათია– აზრების და გრძნობების გადაცემა და მიღება, ნაკლებად გამოკვლეული საინფორმაციო-ენერგეტიკული არხით.

ცნობილია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ტვინს ისეთი ძალის სპეციფიკური ტალღის გამოსხივება ძალუძს, რომლის დაფიქსირებაც დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეიძლება, მაგ., დედას უგვრძნია შვილის გარდაცვალება ბრძოლის ველზე ან სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი. (მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს ტელეპათი, რომელიც შეძლებს გონების სურვილისამებრ გაკონტროლებას. მიჩნეულია, რომ ადამიანი დიდი საფრთხის, შიშის, უბედურების, ბედნიერებისა თუ სიხარულის ჟამს ავტომატურად გზავნის ტელეპათიურ შეტყობინებებს, რომელსაც, ძირითადად, უახლოესი ადამიანები მანძილისა და დროის მიუხედავად გრძნობენ)

befad1cab0e5

სამყაროს გარს ერტყმის გარკვეული საინფორმაციო ველი, რომელიც მსჭვალავს ყოველივეს, როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს და უსულო საგნებსაც კი.ამგვარი საინფორმაციო საწყისები ადამიანს ქვეცნობიერშიც აქვს. მაგ., ცნობილი მომნთვინიერებელი დუროვი საწვრთვნელ ცხოველებს სურვილებს ტელეპატიური გზით გადასცემდა. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც არა მარტო ბრძანებების გაცემა, არამედ ცხოველებიც და ადამიანებიც შორ მანძილზე ახერხებდნენ აზრების წაკითხვას, ცოლ-ქმარი ევროპაში მოგზაურობის დროს, სახიფათო ადგილების გავლის ან რაიმე სახიფათო მოსალოდნელს საკუთარი ძაღლის ყეფით იგებდა. საერთოდ ცხოველები და უმეტესწილად დელფინები რეფლექსებით გრძნობენ ხიფათს ან რამე აუცილებლობას, გორილამ წვრთნის შედეგად 600-მდე სიმბოლო ისწავლა. “ხშირად არქეოლოგიის მიერ მოპოვებულ პარატა ნამსხვრევში მეტი მასალა მოიპოვება ფარაონთა ცხოვრებიდან, ვიდრე წარსულის მკვლევართა მთელი არმიიდან” – ამბობდა ფრანგი გეოლოგი პროფესორი დენტონი. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ რომ დედუქციური ფაქტების შემცველი არგუმენტებიდან ყველანაირი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი. ამიტომ ისტორიკოსები და შემფასებლები უნდა ახარისხებდნენ და მიჯნავდნენ ერთმანეთისგან, პირველად, ღრმად სარწმუნო ანგარიშგასაწევ და საერთოდ სანდო და ნაკლებადსანდო ფაქტებს.
ინფორმაციის წაკითხვა ნებისმიერი ნივთიდან შეიძლება, მაგრამ არის აქტიური ნივთები – ფოტოსურათი, ბეჭედი, თმა, ცხვირსახოცი და სხვა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მინერალებს, რადგან ძვირფას ქვებს ღვთიური თვისება გააჩნიათ. პროფესიონალი ტელეპათეები ამტკიცებდნენ, რომ კითხვის პროცესი საკმაოდ ადვილი და მარტივია, მხოლოდ კონტაქტია საკმარისი.

20b3628279ad

1919 წელს მექსიკის სანაპიროზე იპოვეს ბოთლში ჩადებული წერილი, მასში ნათქვამი იყო, რომ ბარათი დაწერა ინგლისის გემის “ლუზიტანიას” მგზავრმა. ეს გემი 1915 წელს გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა. იგი სავსე იყო მგზავრებით და საბრძოლო მასალით. ყველანი დაიღუპნენ. წერილი დაღუპული მგზავრის ნათესავებს გადასცეს, ბოთლი კი დოქტორ პაჰენშტეხერს, რათა მას პარაფსიქოლოგიური ცდები ჩაეტარებიანა. დოქტორმა პატარა მარია ჰიპნოზის მდგომარეობაში შეიყვანა და ბოთლი მიაწოდა, გოგონამ ზუსტად აღწერა გემის ჩაძირვის წვრილმანი დეტალებიც. მეორე შემთხვევაში გოგონას მიაწოდეს ნიაგარას ჩანჩქერთან ნაყიდი პატარა გულსაბმევი. მან ამ შემთხვევაში ზუსტად აღწერა და თქვა: “მე ფაბრიკაში ვიმყოფები ვხედავ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც ევროპულ სამოსში არიან გამოწყობილი. სპეციალურ დაზგებზე სხვადასხვა სიდიდის საგნებს ამუშავებენ, ვხედავ მარგალიტებს, სამკაულებს… მესმის დიდი ჩანჩქერის ხმა.
შემდეგი ცდის ჩატარებისას გოგონას მექსიკელი გენერლის კარლოს დომინგესის ქუდიდან მოჭრილი ტყავის პატარა ნაჭერი მისცეს, ეს ქუდი იმ ღამეს ეხურა, როდესაც პრეზიდენტი კარნასი მოკლეს. მარიამ თხრობა დაიწყო:”ბნელი ღამე, ძლიერი წვიმა. დაახლოებით სამი საათია. ორიოდე ნაბიჯის წინ ხმაურია, ყვირილი, წყელვა-კრულვა მესმის. სროლის ხმაც გაისმა, მას ესპანურ ენაზე გაცემული ბრძანება მოჰყვა. მაგრამ ტყვიამფრქვევები და ზარბაზნები არსადაა. როგორც ჩანს ფეხოსანთა ღამეული შეტევაა,-ჩემს წინ მაღალი მამაკაცი წაიქცა, მის დამახინჯებულ სახეს იარაღის ცეცხლი ანათებს, მისი კვნესა მაშინებს, აი კვნესა შეწყდა. მის გაყინულ სხეულს გაქცეული მამაკაცები აწყდებიან, მეშინია, ეს საშინელებაა. შემდგომში თვითმხილველმა გენერალმა დომინგესმა დაადასტურა აღწერილი სურათის სიზუსტე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button