TECH & მეცნიერებაუცნაური

განსაცვიფრებელი ბავშვთა ოთახები

c049ac76938214d04d344761
ვაგრძელებ კრეატიული ბავშვთა ოთახების თემას. ოთახის დიზაინის შექმნაში ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ მისთვის თემატიკის შერჩევა. ჯერ ერთი, თემატიკა იდეებს გიკარნახებთ, დიზაინის რა ნივთები და როგორი ფერისა თუ ფორმის ავეჯი განათავსოთ ოთახში; მეორეც, ოთახი იქნება თემატურად შეკრული, ერთიანი; და მესამე, ბავშისთვის ასეთი ოთახი უფრო სახალისო და საინტერესოა, ამასთან ავითარებს ფანტაზიას და, შესაბამისად, გონებასაც.
კრეატიული საძინებელი ოთახები შექმნილია მოსიყვარულე მშობლების მიერ თავიანთი შვილებისათვის.
გთავაზობთ ბავშვთა ოთახების ფოტო კოლექციის საინტერესო და ორიგინალურ ინტერიერს…
შესაძლებელია, ზოგიერთი მათგანი განახორციელებს იდეას რეალიზაციისათვისაც კი;

14d04d344761
საბავშვო ოთახის მოწყობისას ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რათა არც ბავშვის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი და კვადრატული მეტრებიც ფუჭად არ დაიკარგოს; რაც მათავარია ბავშვისთვის სასიამოვნო იყოს საკუთარ ოთახში დროის გატარება. ამასთან იგი უნდა დაიგეგმოს ბავშის სწრაფი ზრდის ფაქტის გათვალისწინებით ისეთნაირად, რათა მისი შეცვლა ადვილი იყოს დროთა განმავლობაში.
db68b47df0ed
ბავშვთა ოთახისათვის არ არის დასაშვები მეორადი ინსოლაციის გამოყენება – ამ ოთახს უნდა ჰქონდეს გარეთ გამავალი ფანჯრები. ამასთანავე სასურველია, თუ ეს ფანჯრები ჩრდილოეთით არ იქნება მიქცეული. ჯერ ერთი, საწერი მაგიდა მაქსიმალურად დიდხანს უნდა ნათდებოდეს ბუნებრივი განათებით, რაც აუცილებელია ბავშვის თვალებისათვის; მეორეც, მზის სხივები კლავს მავნე ბაქტერიებს, რაც ასევე ერთობ მნიშნელოვანია საბავშვო ოთახში ჯანსაღი კლიმატის შესაქმნელად.
6ec2e9fdd7d0
თუ თქვენი შვილისათვის აუცილებელია კომპიუტერით სარგებლობა, დაუდგით მას ე.წ. დესქთოფ კომპიუტერი და არა ნოუთბუქი. უკიდურეს შემთხვევაში, ნოუთბუქს შეუერთეთ ცალკე კლავიატურა, რათა მასზე კრიფოს ბავშვმა და შეძლოს მონიტორისგან დისტანციით ჯდომა.
c775159dfe59
სასკოლო ასაკის ნებისმიერ ბავშვს ესაჭიროება სულ მცირე ოთხი ზონა:საძინებელი (საწოლი), სამეცადინო (მაგიდა სკამით), სათავსო(გარდერობი, კომოდი, კარადა) და გასართობი (ადგილი თამაშისათვის).
ab622f6838cb
ბავშვთა ოთახისათვის მთავარია საკამრისი სინათლე . პირველ რიგში, აუცილებელია ძირითადი განათება, რომელიც მთელ ოთახს გაანათებს. ასევე აუცილებლად კარგად უნდა ნათდებოდეს სამუშაო მაგიდა, უნდა გამოვიყენოთ გამოიყენოთ მაგიდის სანათები ან ბრები.
450f880cbed2
ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრების, ანუ ბავშვთა ოთახისათვის ფერების შერჩევისას აუცილებლად უნდა ვთქვათ უარი შემდეგ ფერებზე, ან შევზღუდოთ მათი რაოდენობა სხვა ფერებთან კომბინაციის ხარჯზე. ეს ფერებია: 1) წითელი (რომელიც აღმგზნებად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე), 2) ნაცრისფერი–შავი (მოწყენილობისა და დეპრესიისაკენ უბიძგებს) და 3) ცისფერი (ამშვიდებს, მაგრამ დიდი დოზებით ისიც დეპრესიის მაპროვოცირებელია). უნდა მოვერიდოთ დომინანტ, ძალიან მკვეთრი ფერების გამოყენებას.

ასევე მთავარია ბავშვთა ოთახის , კედლის საფარის დეკორაცია. ყველაზე ფართოდაა გავრცელებული შპალერი. მაგრამ უნდა შევარჩიოთ შპალერი, რომ იყოს რეცხვადი და “მსუნთქავი”.

ასევე ბავშვთა ოთახში არ კარგავს ეფექტურობას ფოტოშპალერი. განსაკუთრებით კარგად გამოიყენება თნეიჯერების ოთახში,

4be7cb5f1b6a
ბავშვისათვის ფაქტიურად აუცილებელია ხალიჩა , თუკი ოთახში ბავშვმა უნდა ითამაშოს . უნდა შევიძინოთ ხალიცა, რომლის წმენდა და მოვლა ყოველდღიურად ადვილი იქნება, რადგან საბავშვო ოთახში მისი სისუფთავის მუდმივი დაცვა აუცილებელი იქნება.
არ დავიზაროთ, ბოლოს და ბოილოს საქმე ეხება ჩვენს შვილებს და მათ ჯანმრთელობას !!!
f22c0ce81fa4

7f2c0e812644
6f990d6eb4a2
9e0acdece032
d1ed92985352
d196dd5fe307
070bd6e4edd6
ee68dc2336ab
fd9b2a5ccc97
96878ae287bc
7fbd04d6f1f6
69030b88d0ee
050b8476af73
154bf7695bee
cd41e6863b7d
7302af8461d8
1f05131afd30
67e5062f2a70
1f8f11f47469
49d5109a64ae
bc4da245fec5
e4d2bcaf102f

blogerlady

age: 14
Back to top button