მეგობარს… (ნაწილი 2)
*მადლობა იმისთვის რომ იცი, რა არის საჭირო, და ეკეთებ კიდეც… სულერთია, სალბუნს მადებ, მხარში მიდგები თუ, უბრალოდ პეშვით წყალს მაწვდი… და იმისთვისაც მადლობელი ვარ, რომ ზუსტად ხვდები, როდის მაცალო ჩემთვის ყოფნა. {სარა ნელსონი}
*კაცმა რომ თქვას მეგობარი- ეს ბუნების საოცრებაა. {რალფ ემერსონი}
*სიმდიდრე კარგია, ჯანმრთელობა უკეთესი; ოღონდ იმას ვერ შეედრება, როცა ბევრ მეგობარს გულწრფელად უყვარხარ.{ევრიპიდე}
* ერთგული მეგობარი ნებისმიერ ქონებაზე მეტი სიმდიდრეა.{ჰერცოგი დე ლა როშფუკო}
*მტრები უეჭველად დავიმსახურე, მეგობრების ღირსი როგორ გავხდი-ეს ვერ გამიგია{უოლტ უიტმენი}
*ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში.{ბენ ჯონსონი}
*ყველა იმისგან, რაც კი სიბრძნეს ბედნიერების წყაროდ მიუჩნევია, მეგობრობის ნიჭი უმთავრესია.{ეპიკურე}
*სადაც არ უნდა იყო შენი სამყარო მაინც შენივე მეგობრებია {უილიამ ჯეიმსი}
*მეგობრობა სწორედ იმ ბადეს ქსოვს ჯიუტად, ოდესმე მთელ მსოფლიოს რომ გადაფარავს.{პემ ბრაუნი}
*მუდამ ასეთი მემახსოვრები: გაღიმებული, მოღიღინე, მხიარული;მუდამ ჩემს გვერდზე, მუდამ კეთილი… ჩემი ყველა სადარდებლის მოზიარე.{ჯეინ სუონი}
*ფულით ბევრი რამის ყიდვა შეიძლება- ავისაც და კარგისაც, მაგრამ მთელი სამყაროს საგანძური მეგობარს ვერ გაყიდინებს და ვერც მისი დაკარგვის ტკივილს დაგიამებს. {ჯ.დ. ფრენთისი{
*შენი სიყვარულის და სითბოს მარაგს ცხრა კლიტულში ნუ გამოკეტავ-მეგობრებს სიცოცხლეშივე მიესალბუნე, სიტყვით გაამხნევე და შეაქე კიდეც, სანამ შენი ნათქვამის გაგონებაც შეუძლიათ და გათავისებაც {ჰენრი ბიჩერი}
*უმეგობროდ შეიძლება გაძლო კიდეც, მაგრამ თუ მეგობარი გყოლია, მას ვერასოდეს დაივიწყებ. {სენეკა}
*ბევრი მეგობარი მყოლია, რომელიც დრომ თუ მანძილმა, ავბედობამ თუ სიკვდილმა დამაკარგვინა- მათ ხსოვნას ვუფრთხილდები- წიგნში ჩადებული გამხმარი ყვავილივით, ამ ხსოვნით ვზომავ დროს, თუმცა ბევრთან ჩემს ურთიერთობას, ჭკნობა ჯერაც არ შეჰპარვია…{პემ ბრაუნი}
*ამქვეყნად იმაზე საამო საცქერი არაფერი, როგორ შეაბერდება ხოლმე ერთმანეთს ორი მეგობარი, და როგორ არ ბეზრდებათ ერთმანეთში სულ ახალ-ახლის შემჩნევა და აღმოჩენა… { ფილიპს ბრუკსი}
* ჭეშმარიტი მეგობრობა მაშინ იბადება, როცა ორ ადამიანს ერთად დუმილი სიამოვნებს. { დეივ ტაისონ ჯენტრი}
წყარო: ჰელენ ექსლის სასაჩუქრე წიგნი