გამოგონება

კონდიციონერი

5748d3d3957d

ამ პოსტში გიამბობთ კონდიციონერის შექმნის ისტორიას…

«კონდიციონერი» თანამედროვე გაგებით არის ისეთი ხელსაწყო რომელიც გამოიყენება შენობაში მოცემული ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მისი განსაზღვრება ცნობილია უკვე დიდი ხნის განმავლობაში. საინტერესოა ის რომ პირველად სიტყვა კონდიციონერი ნახსენები იქნა ჯერ კიდევ 1815 წელს. სწორედ მაშინ როდესაც ფრანგი ჟან შაბანესმა მიიღო ბრიტანეთის პატენტი «საცხოვრებელ და სხვა შენობებში ჰაერის კონდიციონირების და ტემპერატურის მოწესრიგების» მეთოდზე. მაგრამ ამ იდეის პრაქტიკულ ხორცშესხმას დიდი ხანი დასჭირდა. მხოლოდ 1902 წელს ამერიკელმა ინჟინერ-გამომგონებელმა უილის ქერიერმა ააწყო სამრეწველო მაცივარ მანქანა ბრუნკლინის ტიპოგრაფიისათვის ნიუ-იორკში. ყველაზე საინტერესოა, ის რომ პირველი კონდიციონერი ემსახურებოდა არა მუშა პერსონალის კომფორტს, არამედ ტენიანობასთან ბრძოლას, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებდა ბეჭდვის ხარისხზე. ყველა თანამედროვე ფანჯრის და სპლიტ-სისტემების «მარხულ» წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს პირველი ოთახის კონდიციონერი, რომელიც გამოუშვა კომპანია General Electric-მა ჯერ კიდევ 1929 წელს. რადგანაც ამ სისტემაში მაცივარ აგენტად გამოიყენებოდა ადამიანისათვის საშიში ნივთიერება ამიაკი, რომლის ორთქლი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, კონდიციონერის კომპრესორი და კონდენსატორი გარეთ იყო გატანილი. ანუ თავისი არსით ეს მოწყობილობა იყო ნამდვილი სპლიტ-სისტემა. მაგრამ 1931 წლიდან მოყოლებული, როდესაც სინთეზირებული იქნა ადამიანისათვის უსაფრთხო ფრეონი, კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს კონდიციონერის ყველა კვანძისა და აგრეგატის ერთ კორპუსში აწყობა. ასე გაჩნდა პირველი ფანჯრის კონდიციონერი. დიდი ხნის განმავლობაში ჰაერის ვენტილაციისა და კონდიციონირების უახლეს ნოვაციებში და შემუშავებებში ლიდერობდა ამერიკული კომპანიები, მაგრამ, 50-იანი წლების ბოლოს, და 60-იანი წლების დასწყისში ინიციატივა მყარად გადავიდა იაპონელების ხელში. შემდგომში სწორედ მათ განსაზღვრეს თანამედროვე კლიმატის ინდუსტრიის სახე.
ასე 1958 წელს იაპონურმა კომპანიამ Daikin წარმოადგინა პირველი სითბური ტუმბო, რითაც კონდეციონერით შენობაში შეიძლებოდა როგორც ცივი ისე ცხელი ჰაერის მიწოდება. ხოლო კიდევ სამი წლის შემდეგ მოხდა მოვლენა, რომელმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა საყოფაცხოვრებო და ნახევრადსამრეწველო ჰაერის კონდიციონირების სისტემების განვითარება. ეს იყო სპლიტ-სისტემების მასიური წარმოება. მოყოლებული 1961 წლიდან, როდესაც იაპონურმა კომპანიამ Toshiba-მ პირველად დაიწყო კონდიციონერების სერიული წარმოება, რომლებიც გაყოფილი იყო ორ ბლოკად, ამ ტიპის კლიმატური დანაგდარების პოპულარობა სულ უფრო მატულობდა. იმის გამო, რომ კონდიციონერის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი – კომპრესორი იქნა გატანილი გარეთ. შენობებში სადაც სპლიტ-სისტემებია დამონტაჟებული, ხმაური ბევრად დაბალია, ვიდრე შენობებში სადაც ფანჯრის კონდიციონერები მუშაობენ. ხმაურის დონე ძალიანაა შემცირებული. მეორე დიდი პლიუსი — არის ის რომ სპლიტ-სისტემის შიდა ბლოკი შეიძლება განლაგდეს ყველა ხელსაყრელ ადგილას. დღეს იწარმოება ბევრი სხვადასხვა ტიპის შიდა ბლოკები: კედლის, ჭერქვეშა, იატაკის და დაკიდულ ჭერში ჩამონტაჟებულნი — კასეტური და არხული. ეს მნიშვნელოვანია როგორც დიზაინის თვალსაზრისით — ისე იმით რომ ამ ტიპების შიდა ბლოკებით შესაძლებელია გაცივებული ჰაერის ოპტიმალური განაწილება გარკვეული ფორმისა და დანიშნულების ნაგებობებში.
ხოლო 1968 წელს ბაზარზე გამოჩნდა კონდიციონერი, რომლის ერთ გარე ბლოკზე მუშაობდა რამდენიმე შიდა ბლოკი. ასე გაჩნდა მულტისპლიტ-სისტემები. დღეს შეიძლება მუშაობდეს ოროდან ათამდე სხვადასხვა ტიპის შიდა ბლოკი. მნიშვნელოვანი ნოვაცია გახდა ინვერტორული ტიპის კონდიციონერების გამოჩენა. 1981 წელს კომპანია Toshiba წარმოადგინა პირველი სპლიტ-სისტემა, რომელსაც შეეძლო თავისი სიმძლავრის თვით რეგულირება, ხოლო უკვე 1998 წელს ინვერტორულმა კონდიციონერებმა დაიკავეს იაპონიის ბაზრის 95 %. მსოფლიოში ბოლო ყველაზე პოპულარული ტიპის კონდიციონერებია — VRV — სისტემები, რომელიც შემოთავაზებული იქნა 1982 წელს კომპანია Daikin-ის მიერ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close