ახალი ამბებირეკორდები

პრეზიდენტის ვაჟი ედუარდი გინესის რეკორდსმენი გახდა

7f9a45e8752b

საქართველოს პრეზიდენტის უფროსი ვაჟი გინესის რეკორდსმენი გახდა.

15 წლის ედუარდ სააკაშვილი გინესის რეკორდსმენი I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში გახდა. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დაჭირდა.
პრეზიდენტის ვაჟმა წინამორბედი რეკორდსმენის, ბრიტანელი თინეიჯერის, ჩარლი ჯოზეფ მაკდონელის შედეგი 1,5 წამით გააუმჯობესა.
ბათუმში, იუსტიციის სახლში გამართულ პროცესს უშუალოდ აკვირდებოდა და მსაჯობდა გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯი შეიდა სუბასი გენიჯი, რომელმაც რეკორდის დამყარების შემდეგ ედუარდ სააკაშვილს წარმატება მიულოცა და მას შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა.
რეკორდის დამყარების პროცესს იუსტიციის სახლში საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც ესწრებოდნენ.

წყარო-http://sana.ge

 

P.S.   უცენზურო კომენტარის შემთხვევაში დაგედებათ ბანი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close