არქივი

საქორწილო ტრადიციები

3ce7b4d0f532

ამ პოსტში მოგითხრობთ (უცნაურ) საქორწილო ტრადიციებზე…

– ინგლისური და ამერიკული ტრადიციების თანახმად, ქორწილში პატარძალმა ერთი ახალი, ერთი ნათხოვარი, ერთი ძველი და ერთი ცისფერი ნივთი უნდა ჩაიცვას.

– ინდიელთა ტომის, ნავახოს პატარძალმა ჩაცმულობაში ოთხი ფერი უნდა გამოიყენოს.

– კენიელმა ახალგათხოვილმა ქალმა მთელი წლის განმავლობაში ხელები შავ-წითელი ორნამენტებით უნდა მოიხატოს. მთელი ტომის მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ ქალი პატარძალია და პატივი უნდა სცენ. გარდა ამისა, არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ქალის მძიმე ტვირთის გასაზიარებლად, ახალდაქორწინებულმა მამაკაცმა მთელი თვე ცოლის კაბაში უნდა გაატაროს.

– ბედნიერების დასაბედებლად, იტალიელმა სასიძომ ქორწილის დილას სახლში მწვანე პერანგი უნდა ჩაიცვას. იტალიელ ახალდაქორწინებულებს ვარდის ფურცლებს, ბრინჯსა და შაქარში ამოავლებულ ნუშს აყრიან. ამ უკანასკნელს ისინი იჭერენ და ერთმანეთს აჭმევენ.

– აფრიკის ზოგიერთი ტომის ჩვეულების თანახმად, პირველ ღამეს ქმარმა ცოლს წინა ორი კბილი უნდა ჩაუმტვრიოს. ტომში ასეთი ანდაზაც კი აქვთ :”გათხოვილი, კბილებჩამტვრეული ქალი ამაყად იცინის, გასათხოვარი,
კბილებიანი ქალი კი მორცხვად იღიმის.”

– მაკედონიაში პირველ ღამეს ახლადდაქორწინებულები მთავარი განძის, ქუდისა და ჩექმის დასაუფლებლად იბრძვიან. ვინც ორივე ნივთს მოიპოვებს, ოჯახის უფროსიც ისაა.

– ბახუტის ტომის (ცენტრალური აფრიკა) ახალდაქორწინებულებმა პირველი კვირის განმავლობაში ყოველი დილა ერთმანეთის ცემით უნდა დაიწყონ. წყვილი საღამოს დასაძინებლად მშობლებთან მიდის, დილით ისევ სახლში ბრუნდება და ერთიმეორეს ურტყამს. კვირის ბოლოს წყვილი ხვდება, რომ ერთმანეთზე წყენა აღარ აქვს და მშვიდობიანი ცხოვრებას იწყებს.

– სუდანში სასიძომ საპატარძლოს ოჯახის ერთგვარი გამოსასყიდი უნდა გადაუხადოს, რადგან ქალიშვილის სახით, ოჯახი “მუშახელს” კარგავს. საფასური შესაძლოა, იყოს ფულადი,ცხვარი ან ძროხა.

– სომალში მშობლები ბავშვებს ჩვილობაშივე ნიშნავენ. მამაკაცს შეუძლია, ოთხი ცოლი ჰყავდეს, თუ მათი შენახვა შეუძლია.

– ინგლისელ წყვილს ეკლესიაში პატარა გოგონა უნდა შეუძღვეს, რომელიც ნეფე-პატარძალს გზაზე ვარდის ფურცლებს უყრის.

– ბალზე ახალდაქორწინებული ნარკოზის გარეშე კბილებს იქლიბავენ. ამით იმის დამტკიცება უნდათ, რომ მათში ბოროტი სული არ ბუდობს. სადღესასწაულო სუფრასთან მხოლოდ ქალები სხედან. მამაკაცები მთელი ღამე კერძებს ამზადებენ და დილით ისვენებენ.

– ინდოელები საქორწინო ბეჭედს არათითზე კი არა, ცერა თითზე იკეთებენ.

– სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ტომში პატარძალმა ქორწილის მეორე დილით მთელი ეზო უნდა დახვეტოს და ოჯახის წევრ სხვა ქალებს საოჯახო საქმეების კეთებაში მიეხმაროს.

წყარო: ჟურნალი “გზა”

P.s. დამატყდა ხელები :D


100000860086738.1732.1631588392

მსგავსი ამბები

Back to top button