არქივი

ახალი კალედონიის ბარიერული რიფი


დიდი მარჯნის რიფი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა

დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე, მარჯნის ზღვაში. იგი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და მნიშნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში.

ახალი კალედონიის ბარიერული რიფი

ახალი კალედონიის ბარიერული რიფი, მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ახალ კალედონიაში. წარმოადგენს მსოფლიოში სიგრძით მეორე, ორმაგ ბარიერულ, მარჯნის რიფს ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის შემდეგ.
ბარიერული რიფი გარს ერტყმის ჯგუფის უდიდეს კუნძულს, გრან-ტერს, ისევე როგორც პენს და სხვა რამდენიმე პატარა კუნძულს, რის შედეგადაც მისის საერთო სიგრძე 1,500 კმ-ია. რიფს თან ახლავს 24 000 კმ² ფართობის მქონე ლაგუნა, რომლის საშუალო სიღრმეც 25 მეტრია. რიფები გაწოლილია სანაპიროდან 30 კმ-ის მოშორებით, მაგრამ ჩრდილო-დასავლეთით განფენილია 200 კმ-ზე. ამ განფენილობაში მდებარეობს კუნძული ბელეფი და და სხვა პატარა ქვიშიანი კუნძულები.

რიფი ცოცხალი სამყაროს სახეობების განსაკუთრებული მრავალფეროვნებითა და ენდემიზმის მღალი დონით გამოირჩევა. აქ ბინადრობენ საფრთხის ქვეშ მყოფი დუგონები, ასევე დიდი რაოდენობით ზღვის მწვანე კუები.
რიფების უმრავლესობა, სიჯანსაღის მხრივ, კარგ მდგომარეობაშია. მხოლოდ მის ზოგიერთი აღმოსავლეთი ნაწილია დაზიანებული კუნძულ გრან-ტერზე ნიკელის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად.

მაღაროებიდან, სასოფლო სამეურნეო მიწებიდან და მდელოებიდან ჩატანილმა სედიმენტებმა მნიშვნელოვნად დააზიანა მდინარის შესართავებთან მდებარე რიფები. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა მანგროს ტყეების გაჩეხვის შემდეგ, რომელიც სედიმენტების კუნძულზე შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ყოველივე ამის შემდეგ, ზოგიერთი რიფი რამდენიმე მეტრის სისქის შლამით დაიფარა.

ახალი კალედონიის ლაგუნებში გავრცელებულია მრავალი სახეობის პლანქტონი, დიდი ზომის თევზები და ზვიგენები.
2002 წელს, საფრანგეთის მთავრობამ იუნესკოს შესთავაზა ახალი კალედონიის რიფები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეეტანა. ორგანიზაციამ თხოვნა 2008 წელს დააკმაყოფილა და ობიექტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა სახელით: ახალი კალედონიის ლაგუნები:რიფების მრავალფეროვნება და მათთან დაკავშირებული ეკოსისტემები.

მარჯნის რიფი

მარჯნის რიფი — წყალქვეშა ან ნაწილობრივ წყალქვეშა კირქვული გეოლოგიური სტრუქტურა. წარმოადგენს მარჯნის პოლიპებისა და წყალმცენარეების კოლონიურ გაერთიანებას, რომელსაც ზღვის წყლიდან კირქვის გამოყოფის უნარი აქვს. იქმნებიან ტროპიკულ ზღვების წყალმარჩხ ადგილებში.
მსოფლიოში მარჯნის რიფების საერთო ფართობი 600 ათ. კმ²-ს აღემატება.

რიფების ძირითადი მასივები თავმოყრილია აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზღვებში; შედარებით მცირე ნაწილი თავმოყრილია ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში და ასევე წითელ ზღვაში.
მარჯნის რიფების უდიდესი ნაწილი მოდის ბარიერულ და გაქვავებულ რიფებზე, რომლებიც განლაგებული არიან შელფებსა და მსხვილ კუნძულებთან.

უდიდეს მარჯნის რიფს წარმოადგენს დიდი ბარიერული რიფი (ავსტრალია), დასავლეთ ატლანტიკის ბელიზის ბარიერული რიფების სიტემა, მადაგასკართან ახლოს მდებარე რიფი, ასევე მსხვილი რიფები ფიჯისა და ახალი კალედონიის კუნძულებთან.
ზოგიერთი მათგანი გადაჭიმულია 1000 კმ და მეტ სიგრძეზე, ხოლო დიდი ბარიერული რიფი სიგრძეში 2000 კმ-ს აღწევს. ბარიერულ რიფსა და ნაპირს შორის ლაგუნაა.

მარჯნის პოლიპები

მარჯნის პოლიპები ოკეანის დონის ზევით კუნძულებივით გამოჩნდება ხოლმე მიქცევის დროს.
მარჯნის პოლიპები დიდ გროვებად ცხოვრობენ 50 მ-მდე სიღრმეზე. ისინი ემაგრებიან ზღვის მყარ ფსკერს და იზრდებიან ზევითკენ, ვრცელდებიან სიგანეში, ქმნიან წაგრძელებულ რიფებს, პატარა დაბალ რგოლისებრი ფორმის კუნძულებს – ატოლებს. მარჯნის პოლიპებს ოკეანის წყალში ცხოვრება შეუძლიათ არა ნაკლებ + 20 ტემპერატურის დროს, ამიტომ მარჯნის კუნძულები გვხვდება მხოლოდ ცხელი სარტყლის ზღვებში.

მარჯნის ნაგებობანი დამაჯერებლად ადასტურებენ, რომ ოკეანის ფსკერის ზოგიერთი ნაწილი ზევით იწევს, ზოგი კი იძირება.
მარჯნის რიფების ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა მათი ფერის ცვლა. დაზიანებულ რიფებს ცვლიან სიმბიოზური წყალმცენარეები, რომლებიც ღია ფერით ღებავენ ამ უკანასკნელს. შედეგად კოლონიებში იქმნება ღია მოთეთრო მონაკვეთები. თუმცა ეს მონაკვეთები წყალმცენარეებს მთლიანად არ არიან მოკვეთილები.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სიმბიოზური წყალმცენარეების ნაწილობრივი აღდგენა ან მათი ახალი სახეობების გაჩენა.
მარჯნის რიფები ქმნიან მსოფლიო ოკეანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემას. მათი მთავარი განსაკუთრებულობა მდგომარეობს უჩვეულოდ მაღალ პროდუქტიულობაში.

P.S დიდ ბოდიშს გიხდით სურათების არ ქონის გამო.

მსგავსი ამბები

Back to top button