სამხედროსასარგებლო

საინტერესო ფაქტები 2

9a97f641087a
1. ტბა ჰასანთან ბრძოლების დროს საბჭოელთა ტანკებს იაპონელი ჯარიკაცები უხვად ახარჯავდნენ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებს.საბჭოთა ტანკები ბრწყინავდნენ, რადგან დაფარული იყვნენ ჯავშანზე მიმდნარი ტყვიებით. უბრალოდ იაპონური პროპაგანდა თავის სამხედროებს არწმუნებდა, რომ საბჭოთა ტანკები მუყაოსგან იყო დამზადებული.


2. შტატ ნებრასკაში 25 დოლარად იყიდით ადმირალის დიპლომს რომელიც იძლევა ყველა სამხედრო ხომალდის მართვის უფლებას ნებრასკას შტატის საზღვრებში. ისე, ნებრასკას ნებისმიერი მიმართულებით ზღვისგან 2000 კმ-ზე მეტი აშორებს.

3. მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელი ჯარისკაცი ჯეკ ჩერჩილი არ იშორებდა ძველებურ მახვილს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მისი ქვედანაყოფის ყველა წევრი ან მოკლეს ან დაჭრეს. მხოლოდ მან მოახერხა ყუმბარით ამოთხრილ ორმოში დამალვა. იარაღად მხოლოდ თავისი მახვილი დარჩა. გერმანელებმა ის შეამჩნიეს და პატარა ჯგუფი გაგზავნეს მისი ტყვედ ასაყვანად. ჯეკმა ჯგუფი გაანადგურა და შეტევაზე გადავიდა. მან ტყვედ ჩაიგდო 42 გერმანელი ჯარისკაცი და ჰაუბიცის ერთი გათვლა, ისე რომ მახვილის გარდა იარაღის სხვა იარაღი არ ჰქონია.

4. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ომების სტატისტიკით, ერთ ჩამოგდებულ ამერიკულ თვთმრინავზე საბჭოთა წარმოების 165 ერაყული, ეგვიპტური, სირიული და სხვა თვითმფრინავის მოდის.

5. 1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომის დროს ბევრი რუსი ოფიცერი დაიღუპა რუსივე პარტიზანების ხელით – უბირ გლეხებს არაფერი გაეგებოდათ მრავალფეროვანი უნიფორმებისა, ამიტომ მოწინააღმდეგის ვინაობას ლაპარაკით ადგენდნენ. თუმცა რუსი ოფიცრების უმეტესობა ფრანგულად ლაპარაკობდა რაც მათ სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ.

6. ბერძენმა მსტოვარმა სინოსმა დაარწმუნა ტროელები, რომ ბერძნების მიერ დატოვებული ცხენი დიდი იმიტომ იყო რომ ტროელებს ის ვერ შეეტანათ ქალაქში. ტროელებმა ბერძნების ჯიბრზე ქალაქის კედლებიც კი
ჩამოანგრიეს რათა ცხენი ქალაქში შეეტანათ.

7. სსრკ-ფინეთის ომის დროს, ფინელმა სნაიპერმა სიმო ჰაიხამ 100 დღეში შაშხანით 542, ხოლო ავტომატით 150 მოწინააღმდეგე. დაღუპვამდე 1940 წელს, მან მოასწრო ჯამში 705 საბჭოთა მებრძოლის მოკვლა, მათ შორის მის მოსაკლავად გამოგზავნილი სნაიპერები.

8. პირველ მსოფლიო ომის დროს გერმანულმა წყალქვეშა ნავმა შეუტია დაუცველ ბრიტანულ გემს, რომელიც დატვირთული იყო სატვირთო მანქანებით და ასაფეთქაბელი ნივთიერებით. ზედაპირზე ამოსულმა წყალქვეშა ნავმა გემს ტორპედო ესროლა. შედეგად ერთ-ერთი სატვირთო მანქანა ჰაერში ავარდა და წყალქვეშა ნავს დაეცა.

9.ერთ-ერთმა სიამელმა მეფემ ბრძოლაში უკან დახევისას ბრძანა მტრისთვის ქვემეხებიდან ვერცხლის მონეტები დაეშინათ. ამან ისეთი არეულ-დარეულობა გამოიწვია მტრის ხარბ მებრძოლებში, რომ გონიერმა მეფემ ბრძოლა მოიგო.

10. ერთმა განაწყენებულმა ამერიკელმა გენერალმა პრეზიდენტ ლონკოლნს მისწერა წერილი, რომელმაც ასე მთავრდებოდა: ” როგორც ჩანს, თქვენ მე იდიოტად მიგაჩნივართ”, რაზეც პრეზიდენტმა წერილითვე უპასუხა:”არა, არ მიმაჩნიხართ, მაგრამ შეიძლება მე მწარედ ვცდები”.

წყარო:არსენალი(გირჩევთ წაიკითხოთ)

მსგავსი ამბები

Back to top button