მიცუბიში “I-MIEV”
პოსტში განხილულია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი…
მიცუბიში “აიმიევი” გახლავთ ხუთკარიანი ელექტრომობილი, რომელიც 2006 წლიდან გამოდის. თავიდან ძალიან მცირე რაოდენობა გამოუშვეს. 2009წ-2000 ცალი, 2010წ-9000ცალი, წელს 25000ც გამოუშვებენ, ხოლო მომავალ წელს 42000-ზე მეტს. ყველაზე მეტი შეიძინა ნორვეგიამ და ეს ქვეყანა ლიდერობს მსოფლიოში ერთ ადამიანზე ელექტრომობილების რიცხვით.
როგორც ჩანს ამ მანქანამ ნორვეგიული კლიმატი კარგად აიტანა (-37გრადუსი ყინვა) და ეს ფაქტი ერთ-ერთი მიზეზი გახდა რომ ის რუსეთში სერიულად გაიყიდოს, თან რუსეთი მიცუბიშის ყველაზე დიდი დამკვეთია მსოფლიოში. სადილერო კომპანია “როლფი” მას მიაწვდის რუსეთის 73 ქალაქს, მათ შორის მოსკოვს და პეტერბურგს…რუსები დარწმუნდნენ (ნორვეგიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით) რომ ამ მანქანას დასახვეწი არაფერი აქვს და აქტიური რეკლამა დაიწყეს ამ მიმართულებით:” ელექტრომობილი არ გახლავთ “საშინელება და გაუგებრობა” ვიდრე ჩვეულებივი ბენზინზე მომუშავე მანქანა, არამედ უფრო მარტივია, გამძლე და მოსახერხებელია”…
(სურათზე ხედავთ ხელსაწყოთა კონტროლის დაფას “სპიდომეტრი”),”ეკო” მწვანე ზოლი, მაჩვენებელია ენერგიის მყისიერი ხარჯვისა. “ტახომეტრი” (ბენზინის ძრავიანებში) იგივე დაახლ.
იაპონური ვარიანტი (მარჯვენა საჭე)საბარგული, სალონი.
მიცუბიში “აიმიევი”
ამ მანქანის ყველაზე ძვირიანი ნაწილია აკუმულატორების ნაკრები. (ერთი დატენვით გადის 130-150კმ) ის შეადგენს ავტომობილის ფასის თითქმის ნახევარს. მან უნდა გაუძლოს 10 წ ექსპლოატაციას და უნდა შეინარჩუნოს 80% ტევადობა.(რაშიც მე ეჭვი მეპარება. ავტ.)მაგრამ ამერიკელებმა შექმნეს ლითიუმ-იონის ახალი ტექნოლოგიის აკუმულატორი, თუ ჩვეულებრივს ჩაანაცვლებენ შედეგი შთამბეჭდავი იქნება.(იხ.პოსტი “ათჯერ ძლიერი”)
მიცუბიშის მუზეუმიამ ახალი ტექნოლოგიის შემოტანა რა თქმა ძველი აკუმულატორების ფასს დაწევს და ეს მანქანის გაიაფებაზეც იმოქმედებს…
რაც შეეხება ავტო-გასამართ საშუალებებს: ყველაზე იაფიანი არის სახლში ჩვეულებრივი 220 ვოლტიანი “როზეტიდან” დატენვა, მაგრამ ის 8-10 საათი გაგრძელდება(რადგან სახლი მარაგდება სუსტი სადენებით)5კილოვატი ჩვეულებრივ შემთხვევაში.
ავტო გასამართი სადგურები აღჭურვილი იქნება 3 ფაზიანი ძლიერი დენით და 50კილოვატით რომელიც მანქანას სრულად დატენის ნახევარ საათში. იარსებებს აგრეთვე საშუალო სიძლიერის დამტენი სადგურები, რომელნიც 4-5 საათში დატენიან მთლიანად.რუსეთში ჩაატარეს მოდელური გამოთვლები;
შედარება შთამბეჭდავია “აიმიევი” შეადარეს ჩვეულებრივ ეკონომიურ ავტომობილს ბენზინის ძრავზე (5-6 ლიტ. 100 კმ-ზე). ელექტრომობილი ყველა დანარიცხების ჩათვლით 11 ჯერ ეკონომიური აღმოჩნდა. ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ; თუ თქვენ ხარჯავთ თვეში სულ ცოტა 100 ლარს ბენზინში, ელექტროს დანახარჯი 10 ლარზე ნაკლები იქნება.აღსანიშნავია რომ ზოგიერთ ქვეყანაში ელექტრომობილებს აქვს სახელმწიფო მხარდაჭერა; ასეთი მანქანები თავისუფალია გადასახადისაგან ფასიან გზებზე და ქუჩაში მდებარე ავტოსადგომებზე (ტროტუარებთან), აგრეთვე ქალაქის ფასიან შესასვლელებზეც.(ჩემი აზრით ეს დროებითია. ავტ.)
ამ ელექტრომობილის ფასი გერმანიაში არის 35 000 ევრო. წყარო; “დრივე.რუ” (ბოდიშით ინგლ. ვერ გადადის რატომღაც)