გასართობისაკითხავი

შეშლილი,შეშლილი,შეშლილი მსოფლიო (ნაწილი 3)

f927ca4e5df4
დიდი ხნის დასვენებისა და საკონკურსო პოსტების წერის შემდეგ გადავწყვიტე შეშლილი,შეშლილი,შეშლილი მსოფლიოს გაგრძელება . მესამე ნაწილში უკვე შემოგთავაზებთ მსოფლიოს ყველაზე საშიშ ხიდებს .

მაშ ასე :

უკვდავი ხიდი ჩინეთში
f927ca4e5df4
მთა “ტაის” დიდი კულტურული და რელიგიური მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის . ეს ხუთიდან ერთ-ერთი წმინდა მთაა . მისი მთავარი ღირშესანიშნაობა კი უკვდავი ხიდია , რომელიც 3 უზარმაზარი ლოდისგან შედგება . ხიდის ქვეშ გადაჭიმულია ძალიან დიდი ველი . არავინ იცის როგორ დალაგდა ეს ლოდები ასე , მაგრამ ცნობილია , რომ მათ გამყინვარებიდან მოყოლებული ფორმა არ შეუცვლიათ .

კონიცას ძველი ხიდი საბერძნეთში
85cc5cd8ba63
ეს ხიდი გადაჭიმულია მდინარე “აოოს” თავზე . თუ კარგად დააკვირდებით ამ ხიდს , შუაშუ დაინახავთ ძალიან პატარა ზარს . ადგილობრივები ამბობენ , რომ როცა ისეთი ქარია ეს ზარი რეკავს , მაშინ ხიდზე გადასვლა ძალიან საშიშია .
8774f75377a4
“როიალ ჯორჯის” ხიდი კოლორადოში
373ef216fc08
ეს არის ტურისტების საყვარელი ადგილი . იგი მდებარეობს ქალაქ “კანიონის” ახლოს . როიალ ჯორჯის ხიდი კიდია 291 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან . ამ მაჩვენებლით იგი გინესის წიგნში იყო შეყვანილი 1929 წლიდან 2003 წლამდე . ხიდი არის 385 მეტრი სიგრძის და 5.5 მეტრი სიგანის . ხიდი შედგება ორი 46 მეტრი სიმაღლის სვეტისგან .

ბრაის კანიონის ხიდი აშშ-ში
f4aedb7300ad
ade64ae8c783
ხიდი მდინარე ვიტიმზე ციმბირში
31a73536e941
ხიდი შედგება ხის ფიცრებისგან , რომლებიც ნამდვილად ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან . ხიდი საკმარისად განიერია მანქანისთვის . მისი სიგრძე შეადგენს 570 მეტრს . მანქანით გადასვლისას შეიძლება ჩავარდეთ 15 მეტრი სიღრმის მდინარეში . მაგრამ ეს არაფერია . ხიდი მდებარეობს ციმბირში , რომელიც ძალიან მკაცრი ზამთრით გამოირჩევა . ზამთრობით როგორც ეს ხიდი , ყველაფერი იყინება .

იხილეთ ვიდეო

“პუენტე დე ოხუელა” მექსიკაში
f3bd0ad8c189
ოხუელა იყო პატარა დასახლება ქალაქ “დურანგოდან” ჩრდილო-დასავლეთით . ქალაქი ცნობილია როგორც აჩრდილი ქალაქი . ერთადერთი გადარჩენილი ნაგებობაა ოხუელას ხიდი . ხიდი აგებულია ლეგენდარული ძმები რობლინგების მიერ , რომლებსაც ეკუთვნით ბრუკლინის ხიდი აშშ-ში .

იმედია მოგეწონებათ … გაგრძელება იქნება …

LuKa KiLa | Create your badge
1848017636.2749.826349880

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button