გართობა

ავტორების კონკურსი 5 (დასრულდა)

da7b2f3c3b32

ახალი ავტორების მოზიდვა და ძველების წახალისება ბლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომაც გთხოვთ ხმა მისცეთ ბლოგზე განთავსებულ საუკეთესო პოსტებს, აირჩიეთ მათგან საუკეთესო და წაახალისეთ ის, ვინც თქვენთვის შრომობს

რისთვის ვაძლევთ ხმას სასურველ ავტორს?
ავტორს ხმა ეძლევა არა თავისი ნიკის პოპულარულობის, ან პირადი სიმპატიის გულისთვის. ჩვენ ვაფასებთ მხოლოდ და მხოლოდ პოსტს. აქ ჩამოთვლილი იქნება შემოსული საკონკურსო პოსტები, რომელსაც გაეცნობით და შემდეგ, საუკეთესოს მონიშნავთ, მისცემთ ხმას.

ალბათ შეამჩნევდით,რომ წესები ოდნავ შევცვალე, რადგანაც ახალი ავტორები არ დაიჩაგრონ, ამიერიდან კონკურსის დასრულებამდე არ ეცოდინება მომხმარებელს თუ ვის პოსტს აძლევს ხმას. ანუ შეფასდება მხოლოდ სტატია და არა ავტორი.

რას მიიღებს ავტორი გამარჯვების შემთხვევაში?

mj1hi

რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. იხილეთ ფეისბუქზე სვუპის გვერდი და გაიგეთ ყოველდღიური შემოთავაზებები.. http://www.facebook.com/SWOOP.ge

დღევანდელი გათამაშებისთვის სწორედ სვუპმა დააწესა პრიზი. ეს გახლავთ 50 ლარის ღირებულების GlobalCell–ის როუმინგული სიმ–ბარათი. გლობალსელი ე.წ. ვირტუალური მობილური ოპერატორია საქართველოში. მათი პროდუქტია საერთაშორისო სიმ-ბარათები, რომელიც ჩართულია მსოფლიო ქსელში ანუ აბონენტი ავტომატურად ხდება მსოფლიო ქსელის წევრი. გლობალსელის აბონენტი სარგებლობს მთელი რიგი უპირატესობით:

· ქართული კომპანია

· ევროპული ნომერი (ერთი ნომერი მსოფლოს 188 ქვეყანაში)

· როუმინგის ავტომატური, უფასო აქტივაცია

· ყველა მობილური სერვისის უფასო, ავტომატური აქტივაცია (SMS, GPRS, WAP..)

· უფასო შემომავალი ზარები – მსოფლიოს 75 ქვეყანაში

· გამავალი ზარები 29 $ ცენტიდან

· უწყვეტი მობილური კავშირი და ხარისხი მთელ მსოფლიოში

· წლების მანძილზე აქტიური სიმ-ბარათი (იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბალანსი = 0)

· რეგისტრაციის მარტივი ფორმა

ვინც არ მონაწილეობს კონკურსში და საერთოდაც ყველას შეგიძლიათ იგივე მომსახურება შეიძინოთ 27,5 ლარად, სვუპის ფასდაკლებით =)

ახლა გადავიდეთ პოსტებზე და დღევანდელ კონკურსანტებზე:

(წასაკითხად უნდა დააკლიკოთ პოსტის დასახელებას)

1) პოსტი: რატომ!?

2) პოსტი: შლიმანი

3) პოსტი: როგორ გავიგოთ ადამიანი გვატყუებს თუ არა

4) პოსტი: სამყარო მომაკვდავთა თვალით

5) პოსტი: უცხოპლანეტელები.. ხალხის გატაცება და სექსი, რა იმალება ამ ამბების უკან?

ახლა კი ხმის მიცემაზე გადავიდეთ : ) მონიშნეთ თქვენი აზრით საუკეთესო პოსტი და მიეცით მას ხმა. შედეგები დაფარული იქნება ღამის 12 საათამდე. ესეიგი ხმის მიცემისთვის რამდენიმე საათი გაქვთ .. შემდეგ კი დასახელდება გამარჯვებული პოსტიც და გამოცხადდება დანარჩენი ავტორებიც.


შედეგებს ტაბლოზე ალბათ ხედავთ, გამარჯვებული პოსტი გახდა: ,,როგორ გავიგოთ ადამიანი გვატყუებს თუ არა”. ვულოცავ ავტორს და დანარჩენებს დიდი მადლობა მონაწილეობისათვის. (რადგანაც არ გიცნობთ, იმეილი და სახელი და გვარი მომწერეთ პიემში< <გამარჯვებულის საყურადღებოდ) ყველა პოსტს დაუბრუნდება ავტორის ნიკი : )

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button