არქივი

ილუზიონიზმი

7016e147c9e3

ილუზიონიზმის სამშობლოდ ითვლება ძველი ეგვიპტე, სადაც “მაგია” ხელოვნებად იყო აღიარებული. პირველი რეცენზია მაგების სეანსზე,რომელიც დაწერილია პაპირუსზე, ინახება ბრიტანეთის სახელმწიფო მუზეუმში. იქ აღწერილია პირველი გამოსვლა შატშა-ემ-ანკის, ჯადოქრის მიერ შესრულებული ფარაონ ჰუ-ფუსთვის. ეს იყო დაახლოებით 5 000 წლის წინ. უფრო ადრე კი მსახურრბი იყენებდნენ ფოკუსებს, რათა მოეპარათ საკვები ფარაონისთვის.

ეგვიპტის, ბაბილონისა და რომის მიწისქვეშა სამალავებში ინახებოდა “მაგიის” საიდუმლოებანი. ის ვინც ილუზიონიზმის ხრლოვნებას ეუფლებოდა ცდილობდა გაესახებინა ის მაგიად და გატოლებოდა ღმერთს.
რელიგიური ტრადიციების აღსრულებისას ძვრლი ხალხები იყრნებდნენ ძალიან რთულ მექანიზმებს, რომლებმაც თანამედროვე ილუზიონიზმს დაუდო საფუძველი.
მაგალითად ბაბილონში შექმნეს ღმერთის ქანდაკება, რომელზეც მსხვერპლის შეწირვა ხდებოდა მისი დაწვით. რაც უფრო დიდი იყო შესაწირი ქანდაკება ხელებს მაღლა წევდა. უცნაურია არა მოძრავი ქანდაკება. ასეთი ინციდენტის ხილვა ყველას აღაფრთოვანებდა და რწმენაც უძლიერდებოდათ. ახლა დავაჯვირდეთ შემდეგ ფოტოს სადაც ნაჩვენებია აღნიშნული მექანიზმი.
დარწმუნებული ვარ ყველანი მიხვდებით ეს რთული ორთქლის მექანიზნია. აი ვის სჭირდებოდა ამ მოჩვენებითი სასწაულის მოხდენა ეს უკვე ცალკე ისტორიაა.

b4e2bf5f1246

ეხლა შეიძლება პრიმიტიულად მოგვეჩვენოს ეს გამოგონება, მაგრამ მაშინ ეს ურთულესი რამ იყო.
ასეთი მექანიზმები კიდევ უამრავი იყო განსაკუთრებით კი ეგვიპტეში. ღმერთები სასწაულებისამებრ ციცხლდებოდნენ ხალხის წინაშე. ზოგს რწმენა უღვივდებოდა, ზოგისთვის კი შიშის ფაქტორის განმავითარებელი იყო.
ილუზიონიზმი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მექანიზმებითა და ფოკუსებით. აქ უკვე ფსიქოლოგიის ცნობიერების ამაღლებასთან გვაქვს საქმე. ფიზიოგნომიკა, ჰიპნოზი ესენიც უდიდეს როლს თამაშობენ.
უძველესი დროიდან ფსიქოლოგიას სწავლობდნენ და იმდენად კარგად შეისწავლიდნენ ფიზიოგნომიკას (სხეულის ენას), რომ შეეძლოთ მთელი წარსული წაეკითხათ ადამიანზე დაკვირვებით, რაც გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევდა და იწვევს. დღეს ამ შარლოტანებს ექსტრასენსები ჰქვიათ. რას ნიშნავს ექსტრა სენსი – დამატებითი მგრძნობრლობა.მე უფრო დამატებით ცოდნას დავარქმევდი.
ბევრს გინახავთ სერიალი მენტალისტი, და თუ არ გინახავთ გირჩევთ უყუროთ, თავად დარწმუნდებით რომ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები უსაზღვროა. ვიმეორებ გონებრივი შესაძლებლობები, მოხერხებულობა და არა ეს გამოგონილი ზებუნებრივი ძალები. უძველესი დროიდან შუა საუკუნეების ბოლომდე ასეთი ცოდნით აღჭურვილი ადამიანები თავს მაგებად ექსტრასენსებად ასაღებდნენ. ზოგი მდიდრდებოდა და ცნობილი ხდებოდა, ზოგსაც ჯადოქრობისთვის სიკვდილის განაჩენი ეწერა ბედად. მოკლედ და კონკრეტულად ილუზიონიზმი მხოლოდ უაღრესად ჭკვიანი ადამიანებისთვის მისაღები პროდუქტია და მშურს ადამიანების, რომლებსაც ეს ცოდნა გააჩნიათ.
დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი მექანჯზმები, ჰოლოგრამული ილუზიების შექმნა მასიური ჰიპნოზი და სხვა ათასი გამოგონებაა პოპულარული.
თუმცა მასიურმა ჰიპნოზმა არაერთ დანაშაულებრივ ქმედებამდე მიგვიყვანა.
ძველად ამ საკითხში მონოპოლიის დამკვიდრებას ცდილობდნენ,სურდათ ბრბოს აღექვათ ის როგორც ღმერთთან გათანაბრებულ პირად, შიშს ჰბადებდნენ ადამიანებში დღეს კი ის იფრო აქტუალურია ვინ უფრო პოპულარული იქნება და ვის შოუზე უფრო მეტი ადამიანი მოვა.
ადამიანების რაღაც ნაწილი კი , პირიქით ამ ფოკუსების ჩატარების საიდუმლოების გამჟღავნებით ღებულობს დიდ ჰონორარებს.
დედუქციის უნარი, ცოტაოდენი ფანტაზია ძლიერი ქვეცნობიერი და უსაზღვრო ცოდნა – ილუზიონიზმის მოკრძალებული რეცეპტი

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button