სიშიშვლის გაგონებისთანავე ბევრის თავში მაშინვე ბილწი აზრები იწყებს ძრწოლას. მაგრამ დაფიქრდით, რა ღონისძიება/ივენთი ან უბრალოდ ადგილი გინახავთ, სადაც შიშველი ადამიანები დადიოდნენ? პლაჟი, აბანო.. ჩემი ჩამონათვალიც ისეთივე მწირია, როგორიც ალბათ თქვენი. ამიტომაც მოდით თვალი მაინც გადავავლოთ იმ მრავალფეროვან და სახალისო ამბებს, რაც მსოფლიოში ხდება და არა აქ : )
შოპინგი
რას გამოვჭიმავდი პირველ ადგილას სხვას, თუ არა შოპინგს. შოპინგი- იგივე მაღაზიებში საყიდლებზე სიარული, განსაკუთრებით იზიდავს ქალებს, ამ უკანასკნელთ მაშინვე ეხსნებათ დეპრესია და სხვა ათასგვარი უხასიათობა. თუმცა მაღაზიებში ქალის ყოველი ლაშქრობის შემდეგ საგრძნობლად ცარიელდება მამაკაცის ჯიბე = ) ესექსის ერთ-ერთმა ცნობილმა სავაჭრო ცენტრმა გადაწყვიტა შოპაჰოლიკებისთვის მშვენიერი სიურპრიზი მოეწყო და ცოტა არ იყოს თამამი ინიციატივით გამოვიდნენ. ქალბატონებს მოეთხოვებოდათ მაღაზიაში მხოლოდ ბიუსტჰალტერისა და ტრუსის ამარა, მაღალ ქუსლებზე ჩაცმულნი მიბრძანებულიყვნენ, ამის სანაცვლოდ კი პირველი 100 სტუმარი 100£-იან სასაჩუქრე ბარათს მიიღებდა და ამით ტანსაცმელს შეიძენდა.
რა თქმა უნდა გოგონები აქტიურად აყვნენ სახალისო წამოწყებას და არ მოერიდნენ თავიანთი სხეულის გამოჩენას. ამას ალბათ ფოტოებშიც კარგად ხედავთ : )
ციგაობა
ციგაობა სულაც არ ასოცირდება სიშიშვლესთან.. პირიქით, მაშინვე თოვლი და ჩაფუთნული ადამიანი დაგვიდგება ხოლმე თვალწინ, მაგრა არა, როგორც ჩანს გერმანიაში მითებს ამსხვრევენ, რადგანაც სწორედ იქ გაიმართა ციგაობაში შეჯიბრი, ოღონდ მონაწილეები შიშვლები გამოტანტალდნენ. 13 მამაკაცსა და 13 ქალს მხოლოდ ტრუსები და ჩაფხუტები ამშვენებდათ, შეჯიბრს კი 17 000 სტუმარი ესწრებოდა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ, მოიგო 3 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა და მათ პრიზად 1000£ დაიმსახურეს.
უკვე მესამე წელია, რაც აღნიშნული ჩემპიონატი ტარდება, მონაწილეების ნაკლებობასაც არ უჩივიან, წელს მაგალითად 400 განაცხადი შეუვიდათ, მაგრამ მათგან 30 აარჩიეს.
რაგბი
ამ სპორტის სახეობის მთავარი პლიუსი ისაა, რომ მოედანზე მეტად სიმპატიური მამაკაცები დანარნარობენ = ) ამას რა თქმა უნდა ქალის გადმოსახედიდან ვამბობ. რა სჯობს დაკუნთული, თვალებანთებული, სიმპათიური მამაკაცის თამაშის ყურებას, თანაც თუ ეს თამაში უხეში სპორტის სახეობებში გადის. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, თუ თამაშში შიშველი მამაკაცები მონაწილეობენ : )) არა, არა მე სულაც არ მინდოდა ასე ამეღელვებინეთ მანდილოსნებო, თუმცა სწორედ ასეთი მატჩი გაიმართა ახალ ზელანდიაში.
თურმე ამ დღეს ახალ ზელანდიაში სიშიშვლის ნაციონალური დღე ყოფილა, ამიტომაც იზეიმეს ასე ღირსშესანიშნავად..
ატრაქციონი
ბავშვების და დიდების საუკეთესო გასართობი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს ატრაქციონი დროებით მხოლოდ უფროსებმა (სრულწლოვნებმა) იგდეს ხელთ, ტანსაცმელიც უცებ შემოიცარცვეს და თავიანთი ადგილები დაიკავეს. ადრენალინიც მიიღეს და კარგი დროც გაატარეს. თუმცა რამდენიმე მონაწილე ამბობდა, რომ არც ისე ადვილი იყო ამდენი ადამიანისა და მთელი მედიის წინაშე გაშიშვლება.
ეს ღონისძიება ბრიტანეთში ჩატარდა და იგი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. 102-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა და სულ 22 000 £ შემოვიდა. თანხა მკერდის კიბოს სამკურნალო საავადმყოფოს გადაერიცხება.
ტალახი
ეს ისეთი რამეა, რისთვისაც ბავშვობაში გვერდის ავლა გულგრილად ნამდვილად არ შემეძლო. პირდაპირ ცენტრში ვხტებოდი და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, როცა ჭუჭყიანი შხეფები ჩემს სახეზე მოიკალათებდა. ბევრი თქვენგანიც ასე იყო დარწმუნებული ვარ, მაგრამ აბა გამოიცანით ვინ გვიშხამებდა ასეთ სიამოვნებას? რა თქმა უნდა უფროსები.. ისინი ხომ ყველგან მაშინვე უნდა გაჩნდნენ, სადაც არ ეპატიჟებიან?! მაგრამ იაპონიაში თურმე ჭკუამხიარული უფროსებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც კარგად იციან ტალახში ჭყუმპალაობის გემო = ) ეს ერთგვარი ფესტივალია, რომელიც საკმაოდ ცივ თვეში, თებერვალში იმართება. მონაწილეები მამაკაცები არიან, ქალებს გვჩაგრავენ. რა თქმა უნდა, მამაკაცებს ხომ ყველაფერი საუკეთესო თავიანთთვის უნდათ = )
თურმე იქ ეს რიტუალი ბედნიერების მომტანად ითვლება, ჰყავთ დამსწრეებიც. ჭყუმპალაობისა და გართობის შემდგომ ჩამოუვლიან ხოლმე ერთიანად ტალახში ამოვლებული მონაწილეები ხალხს და სახეზე, თმაზე, ტანზე, მოკლედ ყველგან ტალახს უსვამენ. ესეც ბედნიერების მომტან სიმბოლოდაა მიჩნეული.
ველოსპორტი
ფილადელფიაში კი ასეთი სახალისო ღონისძიება მოიფიქრეს, ერთი დღით ყველამ გვერდზე გადადო ტანსაცმელი და ველოსიპედებზე ამხედრდნენ, შემდგომ კი ასე მოიარეს ქალაქის ქუჩები. მათ რა თქმა უნდა გულშემატკივრებიც საკმაოდ ბევრი ჰყავდათ და ძნელი იყო ამდენი მოხალისის დანახვაზე სახეზე ღიმილი არ გადაგკვროდა.
ზოგი მთლიანად შიშველი გამოვიდა, ზოგიც ტრუსის ამარა, ზოგმა კი სხეულის ინტიმური ადგილების საღებავით დაფარვა არჩია.
თვალიც გავახარეთ.. გულიც.. ასეთ რამეს საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხილავთ, ამიტომაც ისღა დაგვრჩენია ამ სიცხე-პაპანაქებაში სახლში მაინც ვიტანტალოთ შიშვლებმა = ))
…………………………………………………………………………………………………………………..