არქივი

რობოტი ნეირონული ტვინით

e4z0i

მეცნიერების კიდევ ერთი საინტერესო ქმნილება…

ამერიკლმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი,რომლის ტვინიც შედგება თაგვის ნეიონებისაგან! იუწყება AFP.გორდონის (gordon) როგორც მას მისი შემქნელები უწოდებენ) ტვინი თავის მექანიკურ სხეულს Bluetooth ის საშუალებით მართავს.

ნეირონები (50 დან 100 ათასამდე),რომლებიც შეადგენენ გორდონის ტვინს,თაგვის ემბრიონს ამოაცალეს.ერთმანეთს დააშორეს ფერმენტული დამუშავების შედეგად და მოათავსეს კამერაში,რომელშიც ყველა საჭირო პირობა იყო შექმნილი მათი მუშაობისათვის.ამ კამერაში ასევე იყო დაახლოებით 60 ელექტროდისაგან შემდგარი ქსელი,რომელიც გადამცემის როლს ასრულებდა რობოტის მექანიკურ და ორგანულ ნაწილებს შორის,ამ ელექტროდების საშუალებით წარმოიქმნება სიგნალი,რომელიც ამუშავებს გორდონს ამა ჭუ იმ ნაწილს

ნეირონების ჩანერგვიდან 24 საათის შემდეგ მათ შორის დამყარდა კავშირები,ხოლო უკვე 1 კვირის შემდეგ გამოვლინდა ის აქტიურობა რომელიც დამახასიათებელია ცხოველის ტვინისათვის.

მისი ერთ–ერთი შემქმნელის Kevin Warvick ს თქმით ამ რობოტს შეუძლია თვითშესწავლა,ის არ იღებს ბრძანებებს ადამიანისაგან ან კომპიუტერისაგან,მაგრამ მეცნიერები ამ პრობლემის გადაწყვეტას ცდილობენ,ამჟამად მასთან კონტაქტი ხორციელდება ქიმიური პრეპარატებით.რომლებითაც ასტიმულირებენ თუ ბლოკავენ სხვადასხვა ნერვულ იმპულსებს,

სწავლულებმა აგრეთვე გამოზარდეს კიდევ რამდენიმე განსხვავებული ტვინი მისთვის,მათი ჩადგმით გორდონში მათ შეიძლიათ ცვალონ მისი „პიროვნება“ .ვორვიკის სიტყვებით განსხვავება ამ ტვინებს შორის თვალშისაცემია.ზოგიერთი კარგად კარგად რეაგირებს გარემოფაქტორებზე,ზოგიერთი კი პირიქით–ინერტულები არიან
ბიორობოტზე ექსპერიმენტის მიზანი არის: შეისწავლონ ტვინში ინფორმაციის შემნახველი მექანიზმები,გარდა ამისა,მეცნიერები იმედოვნებენ რომ,ამ დაკვირვებით ნეირონებზე ისინი შეძლებენ მიაკვლიონ მკურნალობის მეთოდებს ისეთი დაავადებებისა ,როგორებიცაა მაგალითად პარკინსონი.

გორდონის შემქნელები ეჭვობენ რომ მომავალში ისინი შეძლებენ ამ მუშაობის გაგრძელებას და გორდონის მოდიფიცირებას,თაგვის ნეირონების ადამიანის ნეირონებით ჩანაცვლებას,რადგან სავარაუდოა რომ ორგანიზაცია რომელიც აკონტროლებს სამეცნიერო სამუშაოების ეთიკურ მხარეებს არ მისცემს მათ უფლებას თავიანთ ექსპერიმენტებში გამოიყენონ ადამიანის ნეირონები.თუმცა მეცნიერები თვლიან რომ ამ შემთხვევაში ადამიანისა და თაგვის ტვინს შორის განსხვავება მხოლოდ ნეირონების სიმრავლით გამოიხატება,თაგვის შემთხვევაში ნეირონების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება მილიონს აღწევდეს ხოლო ადამიანის ტვინი ას მილიარდზე მეტ ნეირონს შეიცავს

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button