საკითხავისასარგებლო

ეკლექტიზმი-იდეოლოგია!

მონოფორმული იდეოლოგიების კრიტიკა, ეკლექტიზმი როგორც იდეოლოგიურ-პოლიტიკურ საზოგადოებრივი წყობა, სისტემა შეიძლება განხილულ იქნას როგორც ახალი სისტემა რომელიც მომავალში გააერთიანებს სხვადასხვა იდეოლოგიების ან მონათესავე იდეოლოგიების ძირითად კომპონენტებს.ეკლექტიზმი ითვალისწინებს ადამიანური აზროვნების ყველა ძირითად კომპონენტს, აერთიანებს მათ არა მარტო როგორც თეორიულ და კონცეფციურ საკითხს არამედ როგორც პრაქტიკულს.

ეკლექტიზმი წარმატებით განხორციელდა არქიტექტურაში 19-საუკუნის ევროპაში და დომინირებული იყო მთელი საუკუნის მანძილზე და ახლაც აგრძელებს წარმატებით თავის არსებობას რაც საფიქრებელია რომ ასევე წარმატებით შეიძლება განხორციელდეს მომავალში და ჩამოყალიბდეს როგორც სახელმწიფო მართველობის სისტემა რომელიც ყველა აზრსა და იდეოლოგიას გააერთიანებს.სწორედ პრაქტიკაში ამტკიცებს ადამიანი და იდეოლოგია პროდუქტიულობას.დავა იდეოლოგიის შესახებ პრაქტიკაში განხორციელებაზე, არის ცალმხრივი, სქოლასტიკური, იზოლირებული მიდგომა თეორიისადმი და ნებისმიერი საკითხისადმი.

ეკლექტიზმი არ უპირისპირდება არცერთ იდეოლოგიას და სისტემას თავისი შინაგანი იმანენტური კანონებითა და სტრუქტურით პირიქით აერთიანებს მათ.მაგრამ აერთიანებს არა სინკრეტულ ასპექტში, ირეალურად უაზროდ არამედ რაციონალურ ასპექტში.

ეკლექტიზმი განსხვავებულია ამერიკული კონცეფციის ეგრეთწოდებული “Melting pot”-ის შინაგანი სტრუქტურისაგან რომელიც სიმრავლისაგან ერთის ჩამოსხმას გულისხმობს სინკრეტულად.ეკლექტიზმი და ეკლექტიკური გაგება ითვალისწინებს სიმრავლიდან ძირითადი კომპონენტების გაერთიანებას და არა აღრევას რომელიც უტოპისტურად და ირეალისტურად გამოიყურება.

.

ეკლექტიზმი როგორც სისტემა,შინაგანად იმანენტურად ორიენტირებულია სხვადასხვა ძველ თუ ახალ გარშემო მყოფ თეორიებზე,აზრებზე რომელიც ახლა იბადება ან დაიბადება მომავალში და აკუმულირებას ახდენს ამ ნააზრევიდან გამომავალ ძირითად კომპონენტებზე, კონცენტრირებას უკეთებს მათ.

ეკლექტიზმი სიმეტრიულად ეხება პლანეტარული მასშტაბით არსებულ ყველა სფეროს, პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება ყველა ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის ინტერესს, რაც a priori პრაკტიკულად გამორიცხავს ანტაგონისტურ დამოკიდებულებას ინტერესთა კონფლიქტს.

ეკლექტიზმი გულისხმობს სხვადასხვა ძირითადი ნაწილებისაგან ერთი მთლიანი მექანიზმის აწყობას რომელიც საგნობრივად გამოხატულია,ფიქსირებულია როგორც თეორიულ-პრაკტიკული ფორმა.მას არ ესმის სხვა თეორიებისა და პრაკტიკის ცალ-ცალკე არამედ მხოლოდ გაერთიანებული ძირითადი ელემენტების პრაქტიკა.მხოლოდ გაერთიანებული აზრების მეშვეობით მიიღწევა იდეალური პროდუქტი და საზოგადოება.ეს არის ერთგვარი deus ex machina რომელიც ცვლის აბსოლუტურად და აერთიანებს სინთეზურად საზოგადოებას და არ წარმოშობს კონფლიქტს ანტაგონიზმს.

იდეოლოგიები გადატვირთულია სრულიად უსარგებლო caput mortuum ფალსიფიცირებული ელემენტებით,ფიქტიური აზრებით,რომლებიც ახდენენ მხოლოდ და მხოლოდ მშრალი გონების რეგისტრაციას.

ყოველგვარ არარაციონალურს რაციონალურად გარდაქმნიან, რომელთა პრეზენტაცია სრულიად უსარგებლო ბალასტია და მეტი არაფერი.

ეკლექტიზმი როგორც მომავლის სისტემა ითვალისწინებს ასევე ტექნიკურ იდეოლოგიას: ელექტრო დემოკრატიას,ელექტრო ხელისუფლებას ელექტრო კონტროლს ელექტრო არჩევნებს ელექტრო ეკონომიკურ გაერთიანებულ ინტელექტზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნას.

ამ გაგებით, ეკლექტიზმი ტრანსფორმირდება როგორც ნეოეკლექტიზმი, რომელიც ათავისუფლებს ინდივიდებს,

მონოფორმული იდეოლოგიებისგან ახდენს ინტელექტუალური ელემენტების იმპლემენტაციას მულტისოციუმის გამოცდილების კონცენტრაციას და კონსოლიდაციას.

არარაციონალურად მიუდგნენ ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის საკითხებში არსებულ საკითხებს, ფილოსოფოსები და მოაზროვნეები.ცუდად და ასევე აბსტრაკტულად ესმოდათ მწერლებსაც არა მარტო სახელმწიფო,არამედ ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობებიც. რომლებიც ასე კატეგორიული იმპერატივის სახით აყენებდნენ რომელთა ნაწერებისგანაც, მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების მიღება შეიძლება და ისიც მცირე დოზით.რადგან ლიტერატურა იდეოლოგიაა პოსტფაქტუმ და მხოლოდ ამის მერეა ესთეტიკა.რადგან სისტემაში ყალიბდება ესთეტიკა და არა ესთეტიკაში სისტემა. სისტემაში რომელიც არის სინთეზირებული და არა ისეთ მონოჟანრებში როგორიც არის აფსოლუტური უმრავლესობა მსოფლიო ლიტერატურისა.

ფუნდამენტურად ფილოსოფიური და ეკონომიკური გაგება იდეალური საზოგადოების,იდეოლოგიის,საზოგადოებრივი წყობის,ეკონომიკის გარდაუალი კრახით მთავრდება.

(დეივიდ რიკარდო,მარქსი,პრუდონი,ადამ სმიტი.) სისტემის ეკლეკტიკური გაგებით, სისტემა უნდა ყალიბდებოდეს და იცვლებოდეს დროის და გაერთიანებული აზრების საფუძველზე.

ასევე “რეფლექსიური” კრახი განიცადა “პოლიტიკურმა ფილოსოფიამ”რომელმაც ვერ გაიგო, რომ არა სუბიექტი,პარტია და ოჯახი არამედ, იდეოლოგია არეგულირებს ყველაფერს და ეს უნდა იყოს შესწავლის ობიექტი.პოლიტიკურ ფილოსოფიას არასოდეს არაფრად მიაჩნდა ლოგიკა, რომელსაც ვერიფიცირებული პროპოზიციისაკენ უნდა წაეყვანა და თავისმა რადიკალურმა მონოფორმულობამ დეთეორიზაციისაკენ წაიყვანა,ისევე როგორც ყველა ცალკე აღებული იდეოლოგია.ასევე “თეორიები სახელმწიფოს წარმოშობაზე”მათ მიზეზებზე ეკლეკტიკური გაგებით მცდარია, რადგანაც არ არის ეკლეკტიკურ პოსტამენტზე დაფუძნებული და ისმის კითხვა: წარმოიშვა თუ არა სახელმწიფო რაფინირებული ეკლექტიკური გაგებით? ეკონომიკა თავისი იმანენტური ლოგიკით, ინტუიტიურად განვითარდა თანამედროვე დროშიც ამის დასტურია მისი მონოფორმულობა და არა მარტო მეთვრამეტე საუკუნემდე როგორც ეს იოსებ შუმპეტერს ეგონა.”იდეალიზებული პარადიგმების”განვითარება, ეკლექტისტური ფორმირებით უნდა მომხდარიყო. იმიტომ რომ ეკონომიკა პირველ რიგში, სუბიექტის და ობიექტის სინთეზირებული ვარიანტია, სოციალური მოდელია.ამიტომ ცნობილი მონკრეტიენის “პოლიტიკური ეკონომია”წყალში ჩავარდა და შემდეგ მარქსისტულიც.ახალ ფორმაციაში “ინფორმაციული კაპიტალი”ეკლექტისტური ხდება “ინტელექტუალურ კაპიტალთან ერთად და გენერირება მიკრო მეზო და მაკრო დონეზე რომელიც ფორმულირდება როგორც “ეკლექტიზმი”გაერთიანებული ინტელექტუალური კაპიტალის საფუძველზე.რაც თავისთავად საფუძველს უკარგავს “პარეტოს ეფექტურობას”რადგან სრული განვითარება და ჰარმონია მიიღწევა არა აუცილებელი დანაკარგით არამედ ჯაჭვური რეაქციით ყველა ელემენტის ერთიანობით.ძალიან ახლოს არის ეკლექტიზმთან “ნეშის წონასწორობა”მაგრამ ნეშის ფორმულას,უნდა დაემატოს ის რომ “სტრატეგიის გაერთიანების”შემთხვევაში წონასწორობა აღდგება არა მარტო ერთ მოთამაშეში არამედ ყველაში ყველა შემთხვევაში.ნეშის წონასწორობა აბსოლუტური სიზუსტით ამბობს ეკლექტიზმის მთავარ ფორმულას, რომ მოგება დამოკიდებულია არა ერთის სტრატეგიაზე არამედ სხვების სტრატეგიებზეც.

ეკლეკტიზმი არის ყველაზე კოლოსალური ლოგიკა, რომელიც ასევე ვერ გაიგო”კეინსიანულმა რევოლუციამ” სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეკონომიკა გაერთიანებულ ინტელექტუალურ საფუძველზე. რადგან არა მარტო ლოგიკურია ალბათობა,არამედ ეკლექტური და სწორედ ამიტომ არის ლოგიკური რომ იგი ეკლექტურია.კეინსმა ლაპლასის,ფონ მიზესის,კოლმოგოროვის “ალბათობის თეორიის”აქსიომატიკისაგან განსხვავებით შექმნა თავისი “ალბათობის თეორია” მათი გაერთიანების გარეშე რაც ასევე არა ეკლექტურია

ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა ასევე ქსენოფონტემ, ერთ-ერთ პირველ ნაშრომში კაცობრიობის ისტორიაში რომელიც ეძღვნება ეკონომიკას “დომოსტროი”-ში სადაც ეგონა რომ ცოლი უნდა იქნას აღზრდილი, საქმის და სამეურნეო საქმეების წარმოებისათვის და ეს ათქმევინა სოკრატეს რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა სამეურნეო საქმიანობაზე და თავისი მეუღლე ქსანტიპაც არ იყო მოწოდებული ასეთი საქმიანობისათვის.ეკლექტიზმი წინააღმდეგობაში მოდის, ასევე მაქს ვებერის “მიზანრაციონალურობასთან”.ტომას გობსის “შეთანხმება”გაუგებარია აბსოლუტურ-რაციონალისტური კატეგორიებით რადგან”ბრძოლა ყველასი ყველას წინააღმდეგ”გრძელდება, ცხოვრების ყველა დონეზე და სახელმწიფოც ამის შედეგია რადგან სწორედ ბრძოლით და დარვინის”ბუნებრივი გადარჩევის” კანონებით იქმნებოდა სახელმწიფოები.ეკლექტიზმი რაციონალისტურად აფასებს “მაკიაველიზმს” და ასევე”უფლებრივ პოზიტივიზმს”რომელიც აუცილებელ კომპონენტებად შეიძლება გაერთიანებულ იქნას ეკლექტიზმში. ამ მხრივ ბლეზ პასკალის სირინოზის შეგონებები, იეზუიტების ორდენისადმი და იგნასიო ლოიოლასადმი თავის “წერილები პროვინციელისადმი”არარაციონალისტურად უნდა ჩაითვალოს ეკლექტური გაგებით.ეკლექტიზმი ასევე რაციონალისტურად მიიჩნევს, კარლ მარქსის”კლასობრივ ბრძოლას”რადგან ეს ანტაგონიზმი და როგორც ბალანსი, აუცილებელი კომპონენტია საზოგადოების განვითარების და რომელიც დოგმისებურად გრძელდება.არარაციონალურია ასევე ბისმარკის “რეალური პოლიტიკა”რომელიც, ყოველგვარი იდეოლოგიას გამორიცხავს სახელმწიფო მართვის დროს.ამას ბისმარკი ხსნის პრაკტიკული და მორალური მოსაზრებებით, მაგრამ რომელი იდეოლოგია ითვალისწინებს მორალს?სწორედ ბისმარკის “რეალური პოლიტიკაა”არაპრაკტიკული მოსაზრების.

“შრომითი ღირებულების თეორია”ასევე “ზღვრული სარგებლიანობის თეორია”პრაკტიკული პარამეტრების გათვალისწინებით რატომ არ შეიძლება შეიცვალოს “ჯგუფური ზღვრული სარგებლიანობის თეორიით?

ბრუნო ბაუერის იდეალისტურად ფორმულირებული “ებრაული საკითხი”-სანატომია ან მარკოს,მარქსის ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკა მემარცხენე ჰეგელიანელების პოზიციებიდან გაუგებარია.რევიზიონისტების ოპორტუნისტული რევიზიის ფორმირება ,აპელირება პროლეტარიატზე არარაციონალურია.”ოქროს შუალედის”ფილოსოფოსების გაუაზრებელი სინკრეტული გააზრება გერმანიაში ლიტერატურული ჯგუფი” ახალგაზრდა გერმანია”ერთი და იგივე ვოლუნტარიზმის ფორმაა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close