არქივი

მეცნიერებმა ხელოვნური მოგონებების შექმნა ისწავლეს

5cfc0ea0decf

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ ცოცხალი ორგანიზმის ტვინში მოგონებების ჩანერგვა შეძლეს, ტვინი კი მათ როგორც ნამდვილს ისე აღიქვამს.

ოქსფორდისა და ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტების მკვლევართა ერთობლივი ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ მეხსიერებაში ინფორმაციის პირდაპირი ჩაწერის ახალი ტექნიკა შეიმუშავეს, იტყობინება ”MigNews”-ი.
მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი ტექნიკა ტვინზე კონტროლის მოპოვების საშუალებას იძლევა, რათა არარეალური ხელოვნური მოგონებები შეიქმნას.ტექნოლოგია პირდაპირი მნიშვნელობით საოცარია, თუმცა ის ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება, ცდებიც შესაბამისად პრიმიტიულ მწერებს, კერძოდ ბუზებს უტარდებათ. მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ ხელოვნური მეხსიერების ტექნოლოგიის გამოყენებას მალე უფრო რთულ ცოცხალ ორგანიზმებზეც შეძლებენ.
სპეციალისტების თქმით, იმისათვის, რომ ამ ტექნოლოგიამ იმუშაოს, აუცილებელია, ტვინის რუკის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა განგვესაზღვრა, ტვინის რომელი ნაწილი ინახავს ამა თუ იმ ინფორმაციას. ადამიანის შემთხვევაში ამის გაკეთება წარმოუდგენლად რთული, თუმცა თეორიულად შესაძლებელია.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button