საკითხავისასარგებლოსაქართველო

საით მიექანება საქართველო?!


ამ ბოლო დროს შევატყვე, რომ ძალიან შეგაწუხათ ამ თემამ. მაშინ შემოიხედეთ თუ გაინტერესებთ და განახებთ რეალობას სად ვართ ახლა და შემდეგ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ საით მივექანებით და სად არა, და თუ მივექანებით საერთოდ.

ამდენი ხანს ჩუმად ვიყავი და არასდროს არ დამიწყია პანიკა სად მივექანებით ან სად ვართ. უბრალოდ ვაკვირდებოდი ყველაფერს და ახლა თქვენც გადმოგცემთ რასაც დავაკვირდი.

P.S. რათქმაუნდა აქ იგულისხმება ქართველთა ხალხის ნაწილი და არა ყველა ერთად.

ჯერ საუბარს დავიწყებ ერთმანეთის ქრონიკულ ზიზღზე, უპატივისცემლობაზე და შურზე. ალბათ ამ ომებმა (90-იანი წლებიდან მოყოლებულზეა საუბარი) ხალხი დაღალა, და სამოქალაქო ომებმა კი ერთმანეთი შეაძულაო იტყვით, მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, რომლითაც ასე ვამაყობთ, ერთმანეთი არც არასდროს გვეხატებოდა გულზე, თუ ვინმე საერთო მტერი არ გამოგვიჩნდებოდა. აი მაშინ კი, შევიკვრებოდით ერთ მუშტად, მაგრამ რა ხეირი, აღარ გვეყოლებოდა საერთო მტერი და ისევ ერთმანეთის გლეჯვას ვიწყებდით. ქუჩაში რომ გაივლი ისეთი სახით გიყურებენ თითქოს სისხლის აღება უნდათო. არადა შეიძლება სულაც ისეთ კარგ ხასიათზე იყო რომ გაუღიმო კიდეც, მაგრამ მისი სახის შემხედვარეს გაღიმება დიდი ხნით დაგავიწყდება რა არის.

რაღა თქმა უნდა ეთიკაც და მოქცევის წესებიც ისე გვაქვს აზელილი, როგორც კარგად ამოზელილი რაჭული ლობიო, თუნდაც ის კარგ კაცობად ითვლება ნაგავს თუ ქუჩაში დაყრი ან საკუთარი სახლის წინ, ამით იმდენს ვერ ვხვდებით რომ ჩვენვე ვაბინძურებთ ჩვენივე გაკეთებულს, რადგან ნაგვის ურნა 10 მეტრშია და ჩვენ ხო გვეზარება იქ მისვლა. მერე რა შენ დაყრი სხვა მოხვეტავს, ამით ადამიანსაც მოიმადლიერებ და სამუშაო ადგილებსაც გააჩენ. რაღა მხვეტავის სამუშაო ადგილს აჩენ კი მარა, რამე უკეთესი რომ გააკეთო და ისე გააჩინო არ შეიძლება?

გართობა გინდა? მოვა დაცვა და დაგიშლის, ან მოვა მმკ-ს ნაირები, ჯერ ჯვარს გირტყამენ თავში და მერე მათი მრევლი გცემს. ჯერ ერთი რომ ამით ეკლესიასაც აყენებენ შეურაცხყოფას და თავიანთ ანაფორებსაც, რატომ? განა თვითონ ღმერთმა არ თქვა ადამიანი თავისუფალიაო? ნუ განიკითხავ და არ განიკითხებიო? პატივი ეცი სხვასო? მე ჩემს ცოდვებზე ღმერთი თვითონ მომთხოვს პასუხს და არ არის საჭირო მამაომ მოირგოს ღმერთის როლი. ისიც კი თქვა ქრისტემ დამემსგავსეთო, მაგრამ ქრისტესაც კი არ უცემია ცოდვილნი. თვითგვემა ძალიან გვიყვარს და რადიკალიზმიც გვიყვარს ქართველებს და ამაშიც გამოვირჩევით.

რათქმაუნდა კარგი ტრადიციებიც გვაქვს და მენტალიტეტიც, მაგრამ ცუდიც რომ გვაქვს ვერ გავექცევით. სინამდვილეში ვინც გვავიწროვებს მაგაზე თვალს ვხუჭავთ, არ აქვს მნიშვნელობა სულელური 60 წლის წინანდელი კანონი იქნება ეს თუ ის მენტალიტეტი რომელიც იგივე დროით არის დათარიღებული, უკვე დიდი ხანია მოძველდა, თქვენ წარმოიდგინეთ და ადამიანს რომ არ ქონდეს იმის საშუალება რომ “მოძველებული მენტალიტეტი” მოიშოროს, ისევ ქვის ხანაში ვიქნებოდით და ქვებით ვინადირებდით ცხოველებზე. ეგეც ხომ მათი “ტრადიცია” და “მენტალიტეტი” იყო, მაგრამ ქართველებს ცოტა გვიჭირს “მოძველებულთან” განშორება და რამე კარგ სიახლესთან შეხვედრა. მართალია ბავშვობიდან იმას გვასწავლიან მარცხენაში თუ გაგარტყეს მარჯვენა მიუშვირეო, მაგრამ ის კი ნამდვილად არ მახსოვს ეთქვათ მარჯვენაშიც რომ გაგარტყავენ, მარცხენა ისევ მიუშვირეო.

ერთმანეთის საქმეებში ისე გვიყვარს ცხვირის ჩაყოფა, რომ თუ არ ჩავყავით გულყრა გვემართება. არადა აცადე ადამიანს, იქნებ რამე გამოუვიდეს რჩევებს და დარიგებებს რომ აძლევ. თუ მაგდენის შესაძლებლობა გაქვს საკუთარ ცხოვრებაში გამოიყენე ეგ რჩევები, ამ თემაზე ერთი გამოთქმა მახსენდება : სხვა სხვის საქმეში ყველა ბრძენიაო.

ლიდერობაც ძალიან გვიყვარს ქართველებს, იმდენადაც კი, რომ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს კარგ საქმეში ვიქნებით ლიდერები თუ ცუდში. თუნდაც ლიდერები ვართ უწიგნურობაში, მაგას მე კი არა ტელევიზიებიც კი ამტკიცებენ, მაგრამ ჩვენ არ გვსიამოვნებს როცა სიმართლეს გვეუბნებიან და ყოველთვის თავს ვიცავთ ან შეტევაზე გადავდივართ. მართალია ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმა არისო ნათქვამია, მაგრამ ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თავი უნდა დაიცვა. ლიდერობის ასეთი დიდი წყურვილი და თუნდაც უწიგნურობა, იმის ბრალია რომ ზარმაცები ვართ! დიახ ზარმაცები, ყველაფერი თავისით გვინდა მოგვივიდეს და ველოდებით კიდეც. ვითომ ვვითარდებით, თითქოსდა სამსახურები ამუშავდა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თუ დაგინახეს რომ შენ იცი შენი საქმე და კარგად მუშაობ, თავის საქმესაც შენ შემოგტენიან, თვითონ კი კარგად იღებენ ხელფასს. უფროსობას ხომ ერთ დღეში უნდა გამდიდრება და რაღათქმაუნდა რისი უფროსია თუ არ “იუფროსა” ანუ ყველა თავისი ხელქვეითი უნდა “დააჩმოროს”, ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და 3 თვე ჩემს უფროსს ვეომებოდი, რატომ? იმიტომ რომ თავზე უნდოდა წამომჯდომოდა და როგორც ყველა ჰყავდა “მიჩმორებული” ისე უნდოდა მეც ვყოფილიყავი. ყოველთვის ვეუბნებოდი მე ჩემი საქმე ვიცი და თვითონვე ხედავთ, რომ ხარისხიანად ვაკეთებ და დანარჩენი რაც მე არ მეხება იმას არ გავაკეთებთქო. 3 თვის შემდეგ გამოიღო შედეგი ჩემმა საქციელმა და რომ ვერა და ვერ წამომაჯდა თავზე, დამიმეგობრდა.

სამუშაოზე ვლაპარაკობდი და უმუშევრობაც რომ არ ვახსენო არ შეიძლება, მე პირადად 20 წლის ვარ და 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს. ეს 1 წელი არ მიმუშავია და 3 დღის წინ ისევ დავიწყე მუშაობა, მიუხედავათ იმისა რომ სტუდენტი ვარ. რატომ უჭირთ სხვებს მუშაობა? ალბათ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში სხვანაირი რეჟიმი იყო და სხვა მოთხოვნილებები. მაგრამ უმეტესობა ვინც ადრე იყო დასაქმებული ისევ დასაქმდა, ვინც ვერ დასაქმდა იმათ ვურჩევ გადახედონ რა სიახლეებია მათ პროფესიებში და ისწავლონ ცვლილებები და მოთხოვნილებები რაც ეხლა არის. რატომ? იმიტომ რომ, 20-30 წლის წინ რაც იყო ეხლა უკვე რადიკალურად შეიცვალა, ახლა ვართ ისეთ ერაში, რომ ყოველ დღე ცვლილებებია და აღარ მიედინება ისე მშვიდად ცხოვრება როგორც ადრე იყო, თუ 3-3 დიპლომი გაქვთ და ეხლა 100 ლარიან ანაზღაურებაზე მუშაობთ, მაშინ გეტყვით რომ თქვენი 3-3 დიპლომი ვადაგასულია, რატომ? აინშტაინამდე არავინ იცოდა ფარდობითობის თეორია და ახლა უკვე სკოლაში ასწავლიან მას. ანუ დრო გადის და ადამიანიც ვითარდება. ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ მოძველდით, პირიქით თქვენც უნდა ააყოლოთ ცხოვრებას ტემპი, და თქვენს პროფესიაში რა სიახლეებიც არის დროდადრო გადაავლოთ თვალი, რადგან გენიოსსაც სჭირდება თავისი გამოგონების განვითარება.

კიდევ 1 დიდი პრობლემა რაც გვაქვს ის არის რომ, ვერ გადავწყვიტეთ რა გვინდა, არ გვაქვს სამომავლო გეგმები და მგონი ის ოცნებაც აღარ გვაქვს უკვე ბავშვობაში რომ გვქონდა: რომ გავიზრდები კოსმონავტი გამოვალო და დიდი სახლი და მანქანა მინდაო. ანუ არ გვაქვს ის მიზანი რისი მიღწევაც გვინდა.

არ შემიძლია არ შევეხო იმ “პატრიოტებს” რომლებიც სუფრაზე გულს აგიჩუყებენ და გარეთ საკუთარ დედებს ისე აგინებენ, შენ რომ უთხრა მეც შემოგიერთდები მაგ საქმეშიო, ცოცხალს აღარ დაგტოვებენ. ეგოისტები ვართ ეს ქართველები.

მოგწონთ თუ არა, ეს არის რეალობა, ბევრი რამ ჯერ კიდევ არ მითქვამს, რადგან მართალია მოყვარეს პირში უძახე და მტერს პირს უკანაო, მაგრამ ჯობია ნელ-ნელა უთხრა ის სიმართლეც მოყვარეს, რადგან სიმართლე მწარეაო ამბობენ.

კომენტარებში დაიცავით ცენზურა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგედებათ ბანი!

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close