უცნაური

ფაუსტის სახლი

b78dba32b988

გამარჯობათ :) არც ისე დიდი ხნის წინ,პრაღაში არსებობდა სახლი, რომელსაც “ფაუსტის სახლს” უწოდებდნენ…დიდი ხნის განმავლობაში იქ არავინ ცხოვრობდა.ლაპარაკობდნენ,რომ ოდესღაც ზუსტად აქ ცხოვრობდა სახელგანთქმული ექიმი იოჰან ფაუსტი.მაგრამ ერთხელაც იქ ღარიბი სტუდენტი დასახლდა…ნეტავი ეს არ ექნა…

როგორც ცნობილია,გოეთეს ბოროტი გმირი- ნამდვილი პიროვნებაა.ეს ადამიანი ცხოვრობდა XVI საუკუნეში და გამოკვლევებს ატარებდა ფილოსოფიასა და მაგიაში.ამბობენ,რომ მაგიის ხელოვნებასაც დაეუფლა.ლეგენდების თანახმად,ერთხელ ბაზარში მან კვერცხებს უბრძანა და წიწილები მაშინვე გამოიჩეკნენ.მეორე შემთხვევისას ის ნავიდან წყალში გადავარდა,მაგრამ მისი ტანსაცმელი მშრალი დარჩა.ფაუსტის თანამედროვეები ამას ეშმაკთან კავშირს აბრალებდნენ.

სინამდვილეში,ფაუსტი არა ეშმაკთან,არამედ დემონებთან იყო კავშირში,რომლებიც გამოიძახა მაგიური წიგნის მეშვეობით.ერთ-ერთი მათგანი მეფისტოფელი იყო,რომელსაც ექიმი საკუთარ სულს შეჰპირდა,ბევრი სიამოვნების სანაცვლოდ.როდესაც დრო მოვიდა და მეფისტოფელი ესტუმრა ფაუსტს მისი სულის ჯოჯოხეთში წასაღებად,ფაუსტი არ დაიბნა და სხვადასხვა ჯადოების წარმოთქმა დაიწყო.მაგრამ,ამან არ უშველა.ეშმაკმა მას ხელი სტაცა და ორივე ჭერიდან გაძვრნენ.იმ ადგილას კი დიდი ხვრელი გაჩნდა.მის გარემონტებას ცდილობდნენ,მაგრამ ღამით ახლად გარემონტებული,თავის უწინდებურ მდგომარეობას უბრუნდებოდა.

2584b049e74a

მალე ხმები გავარდა,რომ სახლში ფაუსტის სული დაძრწის.შეშინებულმა მცხოვრებლებმა ეს სახლი დატოვეს.ამ დროის შემდეგ,იქ აღარავინ ცხოვრობდა.გამვლელები ცდილობდნენ სახლისთვის გვერდი აევლოთ,განსაკუთრებით საღამოს.

ერთხელ სახლთან ღარიბმა სტუდენტმა ჩაიარა.წინა დღეს იგი გამოაგდეს ბინიდან,გადაუხდელობის გამო და ახლა ეძებდა ახალ საცხოვრებელს,მაგრამ პრაღაში არავის უნდოდა ნისიად ბინის გაქირავება.ფაუსტის სახლის დანახვისას,ახალგაზრდამ მაშინვე გაიხსენა მასზე მოყოლილი ყველა ლეგენდა,მაგრამ მაინც გადაწყვიტა შიგნით შესვლა: სახლს პატრონი არ ჰყავდა და მის გაგდებას ვერავინ შესძლებდა.

კიბეზე ასვლისას ახალგაზრდა დიდ კორიდორში აღმოჩნდა და ერთ-ერთი ოთახი შეაღო.ოთახი ნახევრად ჩაბნელებული იყო და შიგნით შავი ხის ავეჯი იდგა.სტუდენტი დივანზე დაჯდა და თვითონაც ვერ მიხვდა,როგორ ჩაეძინა.ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა.დილით,ახალგაზრდა მიხვდა,რომ ფაუსტის სულზე ლეგენდები უსაფუძვლო ჭორები იყო და სახლის თვალიერებას შეუდგა.რამოდენიმე ოთახის დათვალიერების შემდეგ,ის შევიდა საძინებელში,ჭერში დიდი ხვრელი იყო და მიხვდა,რომ ფაუსტის ოთახში იმყოფებოდა.

მან ვერ გაბედა ვერაფრისთვის ხელის ხლება და ამიტომ სხვა ოთახში გადაინაცვლა.იქ ჭერზე ხის კიბე ეკიდა.ამ კიბეზე ასვლის შემდეგ,სტუდენტმა სხვა ოთახში ამოჰყო თავი და უცებ აღმოაჩინა,რომ კიბე გაქრა.შეშინებული ოთახის ზღურბლზე გაჩერდა.ის ფართო იყო და ჭერზე ცის მნათობები და ზოდიაქოს ნიშნები ეხატა.ეს ფაუსტის სამუშაო ოთახი იყო.

იმის შემდეგ,რაც კაბინეტი დაათვალიერა და წასვლა დააპირა,მის წინ უცებ ხის კიბე გაჩნდა და ის ქვევით ჩავიდა.ვესტიბიულში სტუდენტმა ახალგაზრდა ბიჭის ქანდაკება ნახა,რომელსაც დოლი ეჭირა.როგორც კი შეეხო,ბიჭმა დოლზე დაკვრა დაიწყო.შეშინებული,სტუდენტი სახლიდან გამოვარდა.

როდესაც უკან დაბრუნდა,ქანდაკებას დაკვრა შეეწყვეტილი ჰქონდა.ისევ ავიდა კაბინეტში და ქაღალდების დათვალიერება დაიწყო.შემთხვევით თვალი მოჰკრა შავი მარმარილოს ჭიქას- იქ ახალთახალი ვერცხლის ტალერი(ფულის მონეტა) იდო!

00526e4c64e6

როგორ მოხვდა ეს მონეტა აქ ,ამ სახლში,სადაც დიდი ხანია აღარავის უცხოვრია?დიდი ხანი ფიქრობდა ამაზე სტუდენტი.ის ხომ მშიერი იყო- ჯიბეში კი გროშიც არ ჰქონდა.ყოყმანის შემდეგ,ტალერი აიღო და ქალაქში გაემგზავრა.იქ საჭმელი და ყველა საჭირო ნივთი იყიდა,საღამოს კი უკან დაბრუნდა.კვლავ დივანზე ჩაეძინა და არც სული და არც ეშმაკი არ გამოსცხადებია.

მეორე დილას იმავე ჭიქაში ისევ იპოვა ტალერი,გუშინ იქ მხოლოდ ერთი იყო,მეორე საიდანღა გაჩნდა?”ალბათ ექიმი ფაუსტი ან ვინმე სხვა მფარველობს” – იფიქრა სტუდენტმა.დღისით ისევ წავიდა,დახარჯა ფული და საღამოს ხურდითაც კი დაბრუნდა.მესამე ღამემაც მშვიდობიანად ჩაიარა.იმ დღიდან სტუდენტმა ამ სახლში დაიწყო ცხოვრება და ყოველდღე ტალერი ხვდებოდა ერთი და იგივე ადგილას.ხურდას გადადებდა ხოლმე და მალევე შეძლო ახალი კარგი ტანსაცმლის ყიდვა.მთელი დღეები იჯდა ფაუსტის კაბინეტში და წიგნებს კითხულობდა მაგიაზე.

ერთხელ მან თავისი მეგობრები დაპატიჟა.მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი მოვიდა.შემდეგ კიდევ დიდი ხანი უკვირდათ ის უცნაურობები,რაც იმ სახლში ხდებოდა: დოლზე დამკვრელი,მომღერალი ქანდაკებები,ჯადოსნური კარის სახელური,რომელიც ცეცხლს ისვრიდა და ა.შ.

მეგობრები აფრთხილებდნენ,რომ სახიფათოა ასეთი ცუდი აურის მქონე სახლში ცხოვრება.მაგრამ ის მხოლოდ იცინოდა პასუხად.

თანდათან სტუდენტი ძუნწი ხდებოდა.მისთვის უკვე ცოტა იყო 1 ტალერი დღეში- მას უნდოდა ბევრი,ბევრი ოქრო…თავისი მიზნის მისაღწევად მან გადაწყვიტა წიგნების მეშვეობით სულების გამოძახება.

ერთ მშვენიერ დღეს,როდესაც მეგობრებთან ერთად ქეიფობდა,დაიკვეხნა,რომ მალე ბევრი ფული ექნებოდა.იმ დღეს მეგობრებმა სახლამდე მიაცილეს,მაგრამ მან ისინი შიგნით არ შეუშვა.განაცხადა,რომ ამ ღამეს მნიშვნელოვანი საქმე აქვს.ამ დღის შემდეგ ის აღარასოდეს უნახავთ…

როდესაც რამოდენიმე სტუდენტი თავისი მეგობრის მოსაძებნად სახლში შევიდა,ის იქ არ აღმოჩნდა.ყველაფერი მიტოვებული იყო.საძინებელი ძალიან არეული,ეტყობა აქ ბრძოლა გამართულიყო.შეშინებულმა ახალგაზრდებმა ფაუსტის სახლი დატოვეს.არავის ეპარებოდა ეჭვი: საწყალი სტუდენტი ბოროტ ძალებს შეეკრა და იგივე ბედი ეწია რაც ფაუსტს.

:) აი ასეთი საინტერესო ისტორია :) ყველას დიდი მადლობა

BY ნაწკა

ნაწკა თარაშვილი | შექმენი შენი ემბლემა
100001248111493.976.1401718075

მსგავსი ამბები

Back to top button