არქივი

როგორ შეიქმნა ცნობილი ბრენდები

bb19f676b1d6
Hilton

ივნისში 1919 წელს ამერიკულ შტატში ტეხასში მდებარე ქალაქ სისკოში ჩამოვიდა კონრად ჰილტონი, რომელსაც მაშინ შეუსრულდა 31 წელი. იმ დროისთვის იგი იყო გაკოტრებული. გაკოტრების შემდეგ მას ქონდა შერჩენილი 5000 ამერიკული დოლარი, და იგი აპირებდა ახალი ბანკის გახსნას ან ყიდვას. მაგრამ ძალიან სწრაფად მისი გეგმები შეიცვალა.
ღამის გასათენებლად კონრადი შევიდა ადგილობრივ სასტუმროში Mobley. იგი იყო გაოცებული ხალხით გადატენილი ვესტიბიულის ნახვისას, რომლებიც ჩხუბობდნენ თავისუფალი ოთახისთვის. კლიენტების ბრბო – ეს არის ნადვილი ოცნება ნებისმიერი კომერსანტისთვის, გაიფიქრა იმ დროს ჰილტონმა. ხოლო სასტუმროს მეპატრონეს სულაც არ ახარებდა ეგ ფაქტი და ის არ იყო უარზე გაეყიდა თავისი 60 ოთახიანი სასტუმრო Mobley. ეს იყო საკმარისი იმისთვის რათა ჰილტონს დავიწყებოდა ყველანაირი ბანკი. რამოდენიმე დღესი ის გახდა თავისი პირველი სასტუმროს მფლობელი, ხოლო უკვე ექვსი წლის შემდეგ გახსნა პირველი სასტუმრო თავისი სახელით დალასში – Dallas Hilton.

b9608bd7f9fa
Adidas და Puma

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1920 წლის დასაწყისში დასლერების ოჯახმა გადაწყვიტა საოჯახო საქმის წამოწყება – ფეხსაცმლის შეკერვა ბრენდით Dassler. დასლერების ოჯახის პირველი პროდუქცია იყო სახლის ჩუსტები და ორტოპედიური ფეხსაცმელი სპორცმენებისთვის ვარჯიშისთვის – ინვალიდებისთვის (ომის მერე ბევრი იყვნენ). მასალად იყენებდნენ ჩამოწერილს საომო აღჭურვილობებს, ძირებს კი ძველი ავტომობილების საბურავებისგან ამზადებდნენ.
1924 წელს იყო დაარსებული დასლერების ფაბრიკა. ორი ძმა საპირისპირო ხასიათებით ავსებდნენ ერთმანეთს – ადოლფი – წყნარი და გაწონასწორებული, რუდოლფი – აქტიური და კომუნიკაბელური გამყიდველი. ერთი წლის შემდეგ ადოლფმა გამოიგონა და შეკერა პირველი საფეხბურთო ბუცი შიპოკებით. 1928 წელს უკვე რამოდენიმე სპორტსმენი თამაშობდა დასლერების ბუცებით.
მამის გარდაცვალების შემდეგ 1948 წელს ძმებმა იჩხუბეს და გაანაწილეს ფაბრიკა, შექმნეს ახალი ფირმები Adidas და Puma. საოჯახო ბიზნესის დახურვის შემდეგ ძმები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, ხოლო Adidas და Puma გახდნენ ყველაზე დაუძინებელი კონკურენტები.

764a35b33baa
Pampers

კომპანია Procter & Gamble-ის წამყვანი ქიმიკოს-ტექნიკოსი ვიქტორ მილზი, ეხმარებოდა თავის გოგოს ბავშვების მოვლაში, რამოდენიმე ჯერ მოუწია თავისი შვილიშვილებისგან სველი საცვლების ამოღება, მათი გარეცხვა და გამშრალება. პროცესი რაღათქმა უნდა არ მოეწონა მას, მას უნდოდა რამენაირად გაადვილება ამ პროცესის. მაშინ მას თავში მოუვიდა ერთჯერადი საცვლების შექმნის აზრი – მილზის პირველი მოდელები დაიტესტა თავის შევილიშვილებზე – იგი საერთოდ ყველაფერს ამოწმებდა თავისი ოჯახის წევრებზე. იმ დროს როდესაც ყველა კბილებს იხეხავდა კბილის ფხვნილით მისი ცოლი და შვილი კბილის პასტით იხეხავდნენ კბილებს, რომელიც თვითონ მილზმა მოიგონა.
რამოდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ სხვადასხვა მასალის გამოცლის შემდეგ მილზმა შექმნა P&G-ვის ახალი პროდუქრი, რომლის გამოშვებაც დაიწყეს როდესაც მილზი იყო 80 წლის. ვიქტორ მალზი გარდაიცვალა 100 წლის ასაკში 1997 წელს.

b1677f41e372
Nike

ფილ ნაიტი იყო მორბენი საშუალო მანძილზე ორეგონის უნივერსიტეტის გუნდში. იგი არ იყო ნამდვილი სპორტსმენი. მაგრამ სამაგიეროდ იცოდა თუ რა საშინელია ამერიკული ფეხსაცმელი. იმ დროისთვის გერმანული Adidas-ი 60-ან წლებში იყო ფუფუნების ტოლფასი, რადგან ღირდა ადგილობრივ ბრენდებზე ბევრად ძვირი. ნაიტმა გადაწყვიტა სიტუაციის გამოსწორება და შეექმნა Blue Ribbon Sports კომპანია, რომელიც გააწარმოებდა ამერიკულ ფეხსაცმელს, და ხარისხით არ დაუთმობდა Adidas-ს და Puma-ს.
ნაიტი მიხვდა რომ იაფი და ხარისხიანი ნაწარმს შექმნა შესაძლებელი იყო მხოლოდ აზიაში. 1965 წელს მან 500 დოლარი ჩადო საქმეში, ნაიტმა და მისმა მწვრთნელმა ბაუერმანმა შეუკვეთეს 300 წყვილი ფეხსაცმელი იაპონურ კომპანიას ონიცუკა ტაიგერს (ამჟამად ASICS). ფილმა დაიწყო ფეხსაცმლის გაყიდვა პირდაპირ თავისი ფურგონიდან. გაყიდვა გაიზარდამ და ბიზნესი გადაიზარდა უცხო ნაწარმის გაყიდვით საკუთარი ნაწარმის გაყიდვაში და შეიქმნა ბრენდი Nike.

წყარო: www.file.ge

მსგავსი ამბები

Back to top button