ახალი ამბებისასარგებლო

შტრიხ კოდის შემოწმება

საერთაშორისო ასოციაცია EAN ნებისმიერი სახის ნაწარმს ანიჭებს 13 ციფრიან ნომერს, ეს ყველასთვის ნაცნობი ციფრებია რომლებიც გვხვდება ეტიკეტზე. არ დაგბადებიათ სხვადასხვა კითხვები თუ რას გვიჩვენებს ანდა საერთოდ სწორია თუ არა მოცემული შტრიხ კოდი? ამისთვის გააგრძელეთ კითხვა და მიხვდებით რა ნიშნავს ეტიკეტზე მოცემული თითოეული ციფრი და როგორ შევამოწმოთ იგი.

შტრიხ-კოდის პირველი ორი ან სამი ციფრი განსაზღვრავს პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის კოდს;
შემდეგი ხუთი ციფრი – საწარმოს კოდს;
შემდეგი ხუთი ციფრი – საქონლის კოდს, მის სამომხმარებლო თვისებებს, ზომას, წონას, ფერს;
ბოლო ერთი ციფრი – საკონტროლო კოდს;
მცირე ზომის ნაწარმზე გამოიყენება 8 ციფრიანი შტრიხ-კოდი.

როგორ შევამოწმოთ შტრიხ კოდი?

1. შეაჯამეთ ლუწ ადგილებზე მდგომი ციფრები           3+2+4+6+8+0=23

2. მიღებული ჯამი გაამრავლეთ 3-ზე             23*3=69

3. შეაჯამეთ კენტ ადგილებზე მდგომი ციფრები ოღონდ არ დაუმატოთ ბოლო ციფრი         9+1+3+5+7+9=34

4. შეაჯამეთ 2-ე და 3-ე პუნქტებში მიღებული რიცხვები       69+34=103

5. დატოვეთ ერთეული         103 – ერთეულია 3

6. რიცხვ 10-ს გამოვაკლოთ 5-ე პუნქტში მიღებული რიცხვი    10-3=7

საკონტროლო ციფრი 7 უნდა ემთხვეოდეს შტრიხ-კოდის ბოლო ციფრს

ქვეყნების ჩამონათვალი:

პ.ს  შტრიხ კოდის პირველი სამი ან ორი ციფრით განისაზღვრება პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის კოდი :

ა.შ.შ. და კანადა00-13
შიდა ნუმერაცია20-29
საფრანგეთი30-37
ბულგარეთი380
სლოვენია383S
ხორვატია385
ბოსნია-ჰერცოგოვინა387
გერმანია400-440
იაპონია45-49
რუსეთი460-469
ესტონეთი474
ლატვია475
ლიტვა477
შრი-ლანკა479
ფილიპინები480
უკრაინა482
მოლდოვა484
სომხეთი485
საქართველო486
ყაზახეთი487
დიდი ბრიტანეთი50
საბერძნეთი520
ლიბანი528
კვიპროსი529
მაკედონია531
მალტა535
ირლანდია539
ბელგია, ლუქსემბურგი54
პორტუგალია560
ისლანდია569
დანია57
პოლონეთი590
რუმინეთი594
უნგრეთი599
სამხრეთ აფრიკა600-601
მავრიკია609
მაროკო611
ალჟირი613
ტუნისი619
ეგვიპტე622
იორდანია625
ირანი626
ფინეთი64
ჩინეთი690-692
ნორვეგია70
ისრაელი729
შვედეთი73
გვატემალა, სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა, კოსტარიკა, პანამა740-745
დომინიკის რესპუბლიკა746
მექსიკა750
ვენესუელა759
შვეიცარია76
კოლუმბია770
ურუგვაი773
პერუ775
ბოლივია777
არგენტინა779
ჩილი780
პარაგვაი784
ეკვადორი786
ბრაზილია789
იტალია80-83
ესპანეთი84
კუბა850
სლოვაკეთი858
ჩეხეთი859
იუგოსლავია860
თურქეთი869
ნიდერლანდები87
სამხრეთ კორეა880
ტაილანდი885
სინგაპური888
ინდოეთი890
ვიეტნამი893
ინდონეზია899
ავსტრია90-91
ავსტრალია93
ახალი ზელანდია94
მალაიზია955
პერიოდული გამოცემები, პრესა977
წიგნები978-979

წყარო:   www.wizzardsk.wordpress.com

თეგები
Back to top button
Close
Close