მისტიკასაკითხავიუცნაური

გასასვლელი პარალელურ სამყაროში

რამდენიმე წლის წინ ბრიტანელმა მედიუმმა,დამა ფორსაიტმა თქვა,რომ იპოვა პარალელურ სამყაროში გასასვლელი.მისი აღმოჩენილი რეალობა ჩვენი სამყაროს კოპიო აღმოჩნდა,მაგრამ ყოველგვარი პრობლემებისა,დაავადებისა თუ აგრესიის ნატამალის გარეშე.

მრუდე სარკეები

ფორსაიტის აღმოჩენას წინ უძღოდა ქალაქ კენტში,საბაზრობე სიცილის სახლში რამდენიმე მოზარდის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება.1998 წელს იქიდან ერთმანეთის მიყოლებით შესული ოთხი ახალგაზრდა არ გამოსულა.სამი წლის შემდეგ კიდევ ორი ბავშვი გაუჩინარდა,მერე კიდევ რამდენიმე.პოლიციამ რა არ იღონა,მაგრამ ბავშვების გატაცების ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო.

-ამ ისტორიაში ბევრი უცნაურობაა – ამბობს დეტექტივი შონ მერფი,კენტიდან – მაგალითად,ყველა გაუჩინარებული ერთმანეთის ნაცნობი იყო და ისინი თვის ბოლო მეოთხედში ქრებოდნენ.ყველაზე მეტად სავარაუდოა,რომ იქ სერიული მანიაკი ”ნადირობს”.

მერფის ვერსიით,დამნაშავე სიცილის სახლში რომელიღაც საიდუმლო შესასვლელით აღწევდა,რომელიც ოპერატიული მუშაკების მიერ აღმოჩენილი არ იყო.გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა – თითქოს ბავშვები ჰაერში აორთქლდნენ.საიდუმლოთი მოცული დაწესებულების დახურვის შემდეგ გაუჩინარებები შეწყდა.

-იმ სამყაროში გასასვლელი ერთ-ერთ სარკეში იყო, – ამტკიცებს დამა ფორსაიტი. – როგორც ჩანს,სარკის ამოქმედება მხოლოდ მეორე მხრიდან იყო შესაძლებელი.ალბათ,ვიღაცამ შემთხვევით გააღო გასასვლელი ზუსტად მაშინ,როდესაც ბავშვები პირველად გაუჩინარდნენ,ხოლო გაუჩინარებულ ბავშვებს იქ თავისი მეგობრები შეჰყავდათ.

მრუდე სარკეებს აკვირდებოდა ასევე პროფესორი ერნესტ მულდაშევი,ტიბეტური პირამიდების გამოკვლევის დროს.მისი აზრით,ბევრი ასეთი გიგანტური კონსტრუკცია სხვადასხვა ზომის გამოზნექილი,ნახევრად მრგვალი და ბრტყელი ქვის კონსტრუკციის შერწყმითაა მიღებული,რომელთაც მეცნიერებმა ”სარკეები” უწოდეს გლუვი ზედაპირის გამო.მოცემული მოქმედების ზონაში მულდაშევის ექსპედიციის წევრები თავს მაინცდამაინც კარგად ვერ გრძნობდნენ – ზოგი თითქოს ბავშვობაში დაბრუნდაო,ზოგი კი გრძნობდა,რომ სხვა ადგილას იყო,თითქოს უცნობ გარემოში მოხვდა.პროფესორი თვლის,რომ პირამიდებთან ახლოს მყოფი ”სარკეების” მეშვეობით შეიძლება დროის სვლის შენელება და სივრცის მართვა.უძველესი თქმულებების თანახმად,ასეთი კომპლექსები პარალელურ სამყაროებში გადასასვლელად გამოიყენებოდა და მულდაშევის აზრით ეს სრულ ფანტაზიად არ შეიძლება მივიჩნიოთ.

შეზნექილი სარკეების თავისებურებები მეცნიერულად დამტკიცებულია.მათზე პირველ ექსპერიმენტებს ფლორენტიის აკადემიკოსები მეჩვიდმეტე საუკუნეში ატარებდნენ.მეოცე საუკუნეში,შეზნექილ სარკეებზე ბევრ ექსპერიმენტს ატარებდა პულკოვოს პროფესორი ნიკოლაი კოზირევი.ალუმინის შეზნექილი სარკეების სპეციალურმა სისტემამ მიიღო ”კოზირევის სარკეების” სახელწოდება.პროფესორის მიერ წარმოთქმული ჰიპოთეზის თანახმად,ამ სარკეებს სხვადასხვა სახის გამოსხივების ფოკუსირება შეუძლიათ,მათ შორის ბიოლოგიური ობიექტებისაც.

დღეს-დღეობით ”კოზირევის სარკეების” და ”კოზირევის სივრცეების” თავისებურებების გამოკვლევით დაკავებულნი არიან ნოვოსიბირკის მკვლევარები.”კოზირევის სარკეებზე” ჩატარებული ექსპერიმენტების მიმდინარეობის დროს გამოჩნდა რამდენიმე საოცარი ეფექტი.მაგალითად,ამ სარკეების ფოკუსში ხშირად ხვდება პლაზმოიდები – ამო-ს ან სფეროსებური ელვის მსგავსი ობიექტები…სხვა,არანაკლებ დამაინტრიგებელი ფენომენი დაკავშირებულია დროის ანომალიებთან…

სპონტანური გადასვლა

ერთ-ერთი თვალსაზრისით,პარალელურ სამყაროში გადასასვლელი პორტალი შეიძლება ენერგიის მასიური გამოტყორცნისას გაიღოს,მაგალითად ჭექა-ქუხილის დროს.

რუსეთში,კერძოდ კი სანკტ-პეტერბურგის გარეუბანში ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული:სამი მეგობარი მანქანით სათევზაოდ წავიდა და ქარიშხალში მოყვა.როგორც ალექსანდრ ვოლჟანინი იხსენებს(საჭესთნ იჯდა),ელვის მორიგმა განათებამ მას თვალები აუჭრელა,მანქანამ მიმართულება შეიცვალა,გზიდან გადავიდა და უკანა კარით ფიჭვს დაეჯახა.ამ კართან მჯდომ სემენ ელბმანს ხელი გაეჭრა შუშის ნამტვრევებით,ხოლო ვოლჟანინი და მესამე მეგობარი უვნებელი გადარჩა.რა ექნათ,არ იცოდნენ,ხოლო ამ დროს დაინახეს პატარა სოფლის სახლი,რომელიც აქამდე არასდროს ენახათ.

მეგობრები ამ სახლისკენ გაეშურნენ.კარი ერთმა პატარა ჩამომხმარმა ქალმა გააღო,რომელმაც უკითხავად შემოუშვა სტუმრები სახლში.მოხუცმა მშივრები სუპით გააძღო,დაშავებულს ჭრილობა დაუმუშავა და იატაკზე საწოლები გაუშალა.დაღლილებს დაწოლისთანავე დაეძინათ,ხოლო როდესაც დილას გაიღვიძეს,ნახეს,რომ ბალახზე გაშოტილიყვნენ ფიჭვისგან და მის ქვეშ მდგომი დამტვრეული მანქანისგან ცოტათი მოშორებით და სახლი და მოხუცი ქალი გამქრალიყვნენ.

ერთხელ,ერთი ქალი ტყეში სოკოს კრეფდა,როდესაც გულის არეში მსუბუქი ჩხვლეტა იგრძნო.ქალმა ტაბლეტი დალია,მიმოიხედა და მიტოვებულ ეკლესიასთან აღმოჩნდა,სახლიდან ხუთ კილომეტრში.საათზე დაიხედა – მისი გასეირნება 15 წუთზე მეტს არ გაგრძელებულა,სამაგიეროდ უკან დაბრუნებას მოანდომა ორი საათი.

უფრო საოცარი ისტორია საშა ბელიკოვთანაა დაკავშირებული.მოზარდი,ყინვის მიუხედავად სასეირნოდ წავიდა ტყეში და სამი დღე-ღამე არ დაბრუნებულა,მეოთხეზე კი გამოჩნდა.

-არ ვიცი რა მოხდა.უბრალოდ აღმოვაჩინე,რომ ვიწექი თოვლზე და მივხვდი,რომ რამდენიმე საათის წინ დავკარგე გონება,რადგან უკვე შებინდებულიყო და სახლში გამოვიქეცი.

როდესაც ბიჭი სახლში შემოვიდა,დედას კინაღამ გული წაუვიდა – ის მთლიანად სისხლში იყო მოთხვრილი,მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს სისხლი სხვისი იყო,მას მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი ჰქონდა.

აი სანკტ-პეტერბურგელი ნიკოლაი ივანოვის მონაყოლი:”მე ცურვით ვიყავი დაკავებული და ფლოტის სპორტულ კლუბში ვცურავდი.1972 წელს,სექტემბრის ერთ დღეს,როდესაც აუზიდან გამოვედი,მეტროსკენ წავედი,მაგრამ ისეთი კარგი ამინდი იყო,ვიფიქრე ამ დატვირთული დღის შემდეგ სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ-მეთქი.შევედი ერთ მაღაზიაში და წვენი ვიყიდე.
გამოვედი – არაფერი განსაკუთრებული,ხალხს საქმეზე ეჩქარება,მანქანები დადიან…

ისევ მეტროსკენ გავუხვიე და შეჯიბრებებზე ვფიქრობდი,რომელიც წინ მელოდა,მაგრამ უცებ გავშრი – გარშემო არაფერი იყო – არც ხალხი,არც ტრანსპორტი.მზე ბუნდოვნად ანათებდა,მბჟუტავი ლამპასავით.ისეთი უცნაური შეგრძნება დამეუფლა,მთელს ტანში სიცივემ დამიარა.მარტოდმარტო აღმოვჩნდი რაღაც უსიცოცხლო უდაბნოში:ვერავის მიმართავ,არ იცი სად წახვიდე,არ იცი რა ქნა…საათზე დავიხედე – 17.42.ყურთან მივიტანე – არ წიკწიკებს. რა ჯანდაბა ხდება?

უცებ რაღც აზრმა გამიელვა და მივხვდი,რომ სხვა სამყაროში ვიყავი და აქედან ვერ გავაღწევდი!ვერ ავხსნი რატომ,მაგრამ ვიცოდი,რომ პარალელურ სამყაროში ვიმყოფებოდი.თვალები დავხუჭე,ხელახლა მივიტანე საათი ყურთან და სმენად ვიქეცი.უცებ თავბრუსხვევა და გულისრევა ვიგრძენი- საათის წიკწიკი გავიგე.რომ არ დამძინებოდა,თვალები გავახილე.გარშემო გამვლელებბს ეჩქარებოდათ,მანქანები და ტრამვაები მიდიოდნენ – ყველაფერი თავის ადგილზე მოვიდა!კიდევ კარგი,კოშმარი დასრულდა.

მოგვიანებით გავიგე,რომ ამ გამზირზე დადგმული სახლები ძველი სასაფლაოს ადგილზეა აშენებული და ამ ადგილას ხალხს უცნაური რაღაცები ემართებათ.ჩემმა მეგობარმა მომიყვა,რომ ორჯერ დაიკარგა სახლში წასვლისას.რაღაც მომენტში მას ავიწყდებოდა სად ცხოვრობდა და ვერ იგებდა სად იყო,თუმცა ამნეზიას არასდროს შეუწუხებია.ეს მდგომარეობა ნახევარ წუთზე მეტს არ გრძელდებოდა.

ერთხელ,1996-ში ჩემს მეგობარს უნდა შევხვედროდი.დავილაპარაკეთ და დავშორდით.საათი 17:30-ს უჩვენებდა.”რითი არ ხუმრობს ეშმაკი” – გავიფიქრე მე და მიწისქვეშა გადასასვლელით იმ ადგილისკენ წავედი,სადაც ადრე კინაღამ დავიკარგე.

17:41.გავედი იგივე გამზირზე და გავოგნდი:ყველაფერი ისე იყო,როგორც წინა ჯერზე.ვიცოდი,რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო,მაგრამ იმან,რომ ნამდვილად მოხდა,გამაოცა.ახლა უფრო ძალიან ვნერვიულობდი,მეშინოდა აქ სამუდამოდ არ დავრჩენილიყავი.გული ამომივარდა,მიწა ფეხვქვეშ მეცლებოდა,დასაწყნარებლად თვალები დავხუჭე და თვლა დავიწყე.ხუთამდე რომ მივედი ვიღაცის ხმა გავიგონე:”ახალგაზრდავ,ცუდად ხომ არ ხართ?“

მოხუცი კაცი ყურადღებით მაკვირდებოდა.”ყველაფერი რიგზეა” – მოვუხადე მადლობა,თუმცა მუხლები მეკვეთებოდა და პირი გამიშრა.სახლში ძლივს მივედი,ძილის წამალი დავლიე და დავიძინე.ჩემს თავს ვუთხარი:აღარანაირი ექსპერიმენტები.”

ფსიქოლოგის კომენტარი

-ჰიპოთეზა პარალელურ სამყაროზე რომ გვერდით გადავდოთ,ეს შემთხვევა ლოგიკურადაც შეიძლება ავხსნათ.ყველაზე მეტად საფიქრალია,რომ ნიკოლაი ტრანსში იყო.ფსიქოლოგიაში ამ ტერმინით აღნიშნავენ თვითნებურ ჰიპნოზურ მდგომარეობას,როდესაც თითქოს გონების გათიშვა ხდება.ეს გონების გათიშვა სპონტანურად,ჰიპნოზიორის ჩარევის გარეშე ხდება.

აზროვნების პროცესი ტრანსის განმავლობაში მიმდინარეობს ცნობიერების კონტროლის გარეშე და რეგულირდება უგონო დამოკიდებულებით,როგორც სიზმრის ნახვისას.ხილვები შეიძლება ძალიან მძიმე სიუჟეტის იყოს და ადამიანი ამასთანავე განიცდიდეს ამ რეალობას მთლიანად.ყოველდღიურად ,ალბათ ყველა ადამიანი უნებურად ვარდება ჰიპნოზურთან ყველაზე მიახლოებულ მდგომარეობაში,ზოგჯერ კი ტრანსშიც.მაგალითად თქვენ სამსახურში მიდიხართ,რაღაცაზე ფიქრობთ და სამსახურში ისე აღწევთ,რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევთ – ესეც ცნობიერების შეზღუდვის ერთ-ერთი ელემენტია.ან მაგიდაზე რაიმე ნივთს ეძებთ,ვერ პოულობთ და ბოლოს ხვდებით,რომ ხელში გიჭირავთ.ყველასთვის ჩვეული გულმავიწყობა – ”ცნობიერებიდან ამოვარდნაა”.

ტრანსში ყოფნის დროს ადამიანის გრძნობები ძალიან გამძაფრებულია:ამაში მონაწილეობას პრაქტიკულად გრძნობის ყველა ორგანო იღებს.ამ დროს აღქმა,უფრო სწორად კი – მათი ტყუილი,არაჩვეულებრივად რეალურია.ამ მდგომარეობისთვის ყველაზე დამახასიათბელია ცნობის შეგრძნება,რომელთაც დამტკიცება არ სჭირდება.ვიცი და მორჩა!რატომ,საიდან – ასეთი კითხვები ამ დროს ადამიანს არ უჩნდება.ამიტომ სავსებით ნორმალურია ნიკოლაის სიტყვები:”ვერ ავხსნი რატომ,მაგრამ ვიცოდი,რომ პარალელურ სამყაროში ვიმყოფებოდი.”

გარდა ამისა,ტრანსიდან გამოსვლისას,ხშირად აღინიშნება ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაღიზიანება.ადამიანს თავბრუსხვევა აქვს,ადვილად ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია,არ ახსოვს ჰიპნოზურიდან ნამდვილ მდგომარეობაში გადმოსვლის მომენტი.ზუსტად ამაზე ლაპარაკობს აღწერილი შემთხვევების მოწმე.

ერთის მხრივ,შეიძლება ყველაფერი ლოგიკით აიხსნას?ისტორიაში ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული,რომელიც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება.ხალხი ქრებოდა გაოგნებული მოწმეების თვალწინ.თანაც ეს ყველაფერი არა მარტო წინა საუკუნეებში,არამედ ჩვენს დროშიც ხდება.და თუ თითო ოროლა ასეთი ”მოგზაურობიდან” ვინმე დაბრუნებულა,ეს იმას არ ნიშნავს,რომ ყველა ბრუნდება – დანარჩენები ”იქ” სამუდამოდ დარჩნენ.

საუკუნის დასაწყისში,1901 წელს,ორი საშუალო ასაკის ინგლისელი სკოლის მასწავლებელი,ანი მობერლი და ელეონორ ჯორდანი პარიზში გაემგზავრა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.ექსკურსიის დროს,ვერსალიში ქალები სასახლის ტერიტორიაზე დაიკარგნენ და შეხვდნენ წინა საუკუნეების ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს.თვიდან ეგონათ,რომ ისინი უბრალოდ გადაცმული მომსახურეები იყვნენ,მაგრამ ”გადაცმული მომსახურეების” რეაქციამ მათ ტანსაცმელსა და გამოჩენაზე ქალებს მიახვედრა,რომ ისინი როგორღაც წარსულში მოხვდნენ.

მის მობერლი იხსენებდა,რომ ყველაფერი გარშემო არაბუნებრივი იყო:ხეები – ბრტყელი და უსიცოცხლო,არ იყო ჩრდილი,ჰაერიც არ იძვროდა.ერთ მომენტში ყველაფერი გარშემო შეირხა და ისინი ხელახლა გაჩნდნენ მათ თანამედროვე პარკში.

1926 წლის ოქტომბერში,ინგლისში,სუფოლკში ბრედფილდ-ჯორჯთან ახლოს,ორი ქალი სეირნობის დროს შევიდა დიდ წიწვოვან ვილაში.ამ ადგილზე,შენობები წინა საუკუნეში იყო დანგრეული და როდესაც ქალები მივიდნენ თვიანთ სასეირნო ადგილზე,უდაბნოს გარდა ვერაფერი ნახეს.

მსგავსი შემთხვევა დაკავშირებულია კენტის საგრაფოს ექიმთან,ედვარდ გიბსონ მუნთან.1930 წელს,როდესაც ექიმი გამოდიოდა დიდგვაროვანის,კლივკუტრას სახლიდან,მან დაინახა,რომ ჩვეული პეიზაჟი უცნაურად შეცვლილიყო.რამდენიმე შენობა გამქრალიყო,ხოლო გზა გადაიქცა ვიწრო ბინძურ ბილიკად,როდელზეც ბოლთას სცემდა მუშკეტიანი ადამიანი,რომელსაც ამასთანავე კარგა ხნის მოდიდან გასული ტანსაცმელი ეცვა.შეშინებულმა ექიმმა სახლისკენ მიაბრუნა თავი,რომელიც ოდნავადაც არ შეცვლილიყო,ხოლო როდესაც უკან მოაბრუნა- ნაცნობი ლანდშაფტი დახვდა,მუშკეტიანი კაცის გარეშე.

მოგზაურობა ”უკუღმა” – წარსულიდან აწმყოში

1950 წელს მანქანამ ადამიანი წინა საუკუნის ტანსაცმლით გაიტანა,ტაიმ-სკვერში,ლონდონში.სკოტლენდ-იარდის დეტექტივებმა აღმოაჩინეს,რომ ეს ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1879 წელს.

1960 წელს ონტარიოში რამდენიმე დღით ბიჭი გაქრა.იგი იმავე ადგილას იპოვე.მას ყველაფერი ახსოვდა,გარდა გაქრობისა.

1968 წელი,არგენტინა,მაისი.ექიმი ვიდალი,ცოლთან და მეგობრებთან ერთად ორი მანქანით,ჩასკომუსის ქუჩიდან დიდ ზეიმზე მიემართებოდა.მეგობრები წინ იყვნენ,ვიდალის ოჯახი – უკან.თუმცა,საზეიმო ადგილამდე მათ ვერ მიაღწიეს,რამაც მათი მეგობრები შეაწუხა.ორგანიზებულმა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო:ვერც მანქანები იპოვეს,ვერც ხალხი.

ორი დღის შემდეგ ექიმმა ვიდალმა ახლობლებს დაურეკა მეხიკოდან,არგენტინის საელჩოდან.აღმოჩნდა,რომ იმ ღამეს ისინი უეცრად სქელ,გამოუვალ ”ნისლში” მოხვდნენ.როდესაც ცოლ-ქმარი გონზე მოვიდა,მათი მანქანა გზაზე იდგა,უცხო ადგილას.გამვლელებისგან გაარკვიეს,რომ ჩასკომუსიდან,არგენტინიდან 6000კილომეტრში იმყოფებოდნენ.ვიდალებმა წვრილმანები ვერ გაიხსენეს,რადგანაც გათიშულები იყვნენ.მომხდარის ახსნა ვერა და ვერ მოხერხდა.

Grigol Amanatashvili | შექმენი შენი ემბლემა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close