გასართობისაკითხავისასარგებლო

გამქრალი რელიგიები:ეგვიპტის რელიგია (ნაწილი I)


ნილოსის მთელ სიგრძეზე დღემდე აღმართულია ტაძრები, რომლებიც ძველმა ეგვიპტელებმა ააგეს თავიანთი ღმერთებისათვის თაყვანის საცემად.მათ ააშენეს პირამიდებიც, რომლებშიც ფარაონთა მუმიები განისვენებენ.

3000 წელზე მეტ ხანს (ძვ. წ. 3200-30 წლებში) ყვაოდა ეგვიპტური ცივილიზაცია უდაბნო,მზისგან გადახრუკულ მხარეში.ვიწრო ხეობაში, რომელსაც ნილოსის წყალდიდობები ანოყივრებს,მრავალი ძლევამოსილი ქალაქი გაერთიანდა ერთი მეფის -ფარაონის ძალაუფლების ქვეშ.იმ ღვთაებათა შორის, რომლებსაც ეგვიკტელები მიაგებდნენ პატივს, ცოცხალ ღმერთებად აღიარებული ფარაონიც იყო.მის სამსახურში მდგარი ქურუმი ყველა ტაძარში საქმიანობდნენ.ისინი მიცვალებულთათვის გამართულ ცერემონიებს უძხვებოდნენ.მიცვალებულებს კი რელიგიაში დიდი ადგილი ეჭირათ.

ნილოსი და პირამიდები (ეგვიპტე).
თითოეული რეგიონი, თითოეული ქალაქი სხვადასხვა ღმერთს სცემდა თაყვანს.თუმცა მთავარი ღმერთები საყოველთაოდ იყვნენ აღიარებულნი.
ამონ-რა, მზის ღვთაება ერთერთი უმნიშვნელოვანელი იყო.მზის დისკოთი დამშვენებული,იგი ყოველ დილას იბადებოდა და ყოველ საღამოს უჩინარდებოდა.თავის ოქროს ნავში მჯდარი მთელი დღის განმავლობაში დაცურავდა ცის ოკეანეზე. თქმულების მიხედვით ეგვიპტის პირველი მეფე ოსირისი იყო.მისმა ძმამ -სეთმა იგი მოკლა და მისი სხეული თოთხმეტ ნაწილად აკუწა, ნაწილები კი მთელ ეგვიპტეში მიმოაბნია. ოსირისის ცოლმა ისისმა ყველა ეს ნაწილი იპოვა,სხეული ააწყო,საფენებში შეახვია და ქმარი მკვდრეთით აღადგინა.ამგვარად,ოსირისი მუმია იყო და მიცვალებულთა ღვთაებად გადაიქცა.ისისი კი ჯადოქრად,სიცოცხლის ღმერთად და იდეალურ დედად აღიარეს.ჰორი ოსირისისა და ისის ვაჟიშვილი იყო.მან შური იძია მამისთვის და სეთს ეგვიპტის ტახტი წაართვა. იგი ღვთაება-შევარდენი და ფარაონთა მფარველი გახდა. ძვ. წ. 1360 წელს ფარაონმა ამენჰოტეფ IV-ემ ერთღმერთიანობის დანერგვა სცადა.ეს ერთი ღმერთი ატონი, მზის ღვთაება იყო.თავადაც გადაირქვა სახელი და ეხნატონად (მზის ტაყვანისმცემლად) იწოდებოდა.მისი სიკვდილის შემდეგ ძველი ტრადიციები აღსდგა.

მარცხნიდან მარჯვნივ: ჰორი ოსირისი და ისისი (ძვ. წ. VIII ს.)

ოსირისი და ისისი.
ეგვიპტის მეფე -ფარაონი უზენაის ქურუმად და ადამიანთა შორის მოსიარულე ცოცხალ ღმერთად მიიჩნეოდა.ამ მიზეზით მისთვის პირდაპირ სახეში შეხედვა იკრძალებოდა.ეგვიპტელები ფიქრობდნენ, რომ ფარაონი ეგვიპტის პირველი ლეგენდარული მეფის -ოსირისის შთამომავალი და დედამიწაზე ჰორის განსხეულება იყო.სიკვდილის შემდეგ იგი ღმერთების სამყაროში ბრუნდებოდა.მისი წყალობით ნილოსის ადიდებისა და მოსავლიანობლის ციკლი ყოველწლიური იყო.იგი მარტო აღავლენდა ლოცვას ღმერთებისადმი ტაძარში ვინაიდან ეგვიპტელები მას რელიგიურ წინამძღოლადაც მიიჩნევდნენ.ფარაონს ყავდა უფლებებით აღჭურვილი ქურუმები,რადგან ყოველდღე თავისი სამფლობელოს ყველა ტაძარში ყოფნას ვერ შეძლებდა.

ქურუმი.

ღმერთების სიმბოლოები.
ტაძრები ღმერთების სახლი იყო.ისინი ნილოსის ნაპირზე იყო აშენებული და მათი ფასადები ყოველთვის მდინარისკენ იყურებოდა.სფინქსებით გარშემორტყმულ ხეივანს მონუმენტირ შესასვლელებამდე მივყავდით.შიგნით იშლებოდა ეზო,სადაც შესვლის ნება ხალხს დიდი დღესასწაულების დროს ეძლეოდა.ეზოს სიღრმეში სვეტებიანი დარბაზი მდებარეობდა,სადაც ცერემონიების დროს მსხვერპლშეწირვა მიმდინარეობდა.მეორე დარბაზში ინახებოდა ნავი,რომელზეც ღმერთის ქანდაკებას დგამდნენ ნილოსზე გამართული პროცესიებისას.ტაძრის სიღრმეში დიდებულად მოხატულ პატარა დარბაზში ღმერთის საცხოვრებელი -ნაოსი იყო,სადაც ღვთაების ქანდაკება ინახებოდა.იქ შესვლა მხოლოდ ფარაონებსა და ქურუმებს შეეძლოთ.

ამონ-რას აკლდამა.

სფინქსი.

მსხვერპლშეწირვა.
ყოველ ტაძარში მრავალი ქურუმი იყო,რომელთა თავში “დიდი ქურუმი” იდგა.ქურუმებს წერა-კითხვა უნდა სცოდნოდათ.ეს თანამდებობა მამიდან შვილს გადაეცემოდა.ამან გააჩინა მდიდარი და ძლიერი სოციალური ფენა,რადგან ღმერთებისთვის შეწირულ გადასახადებს ქურუმები კრეფდნენ.ისინი გაპარსულები უნდა ყოფილიყვნენ და გრძელი “კაბები” უნდა სცმოდათ.ქურუმები მზრუნველობას კისრულობდნენ იმ ღვთაებაზე ვისდამიც ტაძარი იყო მიძღვნილი.რაკი ითვლებოდა რომ ღვთაება მის გამომსახვე ქანდაკებაში ცხოვრობდა,ქურუმები მას ყოველ დილას “აღვიძებდნენ”,”ბანდნენ”,”აცმევდნენ”,”აჭმევდნენ” და მის ფერხთით სხვადასხვა ძღვენს აწყობდნენ.

ჰორი.

ამონ-რა.

პირველი ნაწილის დასასრული.

თეგები

Madcow-

.... () ....

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close