უცნაური

ელიზაბეთ რამფენი: შეპყრობილი

bf60dce93f86

გამარჯობათ! ბევრი თხოვნის შესაბამისად ვდებ მოკლე პოსტს,ელიზაბეთ რამფენზე…დანარჩენი გაგრძელებაში

მაშ ასე,

XVI-XVII საუკუნეებში უფრო არა ჯადოქრობების,არამედ დემონებით შეპყრობილებზე აღძრავდნენ.ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა დაფიქსირებულია 1620 წელს, ქალაქ ნანსში.

მსხვერპლი- ადგილობრივი აზრაუნის ქვრივი,ელიზაბეთ რამფენი,რომელმაც გადაწყვიტა ქმრის სიკვდილის შემდეგ მონასტერში წასულიყო.ხელი დემონმა შეუშალა,რომელმაც ქალის სხეულში იპოვა ბინა.

ექიმებმა,რომელიც ელიზაბეთის გამოკვლევებით იყვნენ დაკავებულები,მიხვდნენ,რომ საქმე არა ავადმყოფთან,არამედ შეპყრობილთან აქვთ და ასპარეზი ამ საქმის მცოდნეებს დაუთმეს.მაგრამ,ეს უკანასკნელებიც ვერაფერს აკეთებდნენ.აშკარა იყო,მასში ჩასახლებული უწმუნდური საკმაოდ გამოცდილი იყო და ადვილად არ ნებდებოდა.

პირველი ბერი,რომელმაც ამ საქმეს ხელი მოკიდა,ე.წ.”ღებინების” ხერხს მიმართა.ცნობილი იყო,თუ შეპყრობილს აღებინებინებ,ის ძალიან ხშირად ისეთ ნივთებს აღებინებს,რომელშიც შეპყრობის აზრი დევს: ეს ის ჯადოქრული ნივთებია,რომლის გადაყლაპვისას,შეპყრობილი ამ ნივთებთან ერთად დემონს ყლაპავს.ელიზაბეთმა არა ერთი ნივთი აღებინა,მაგრამ ამან არ უშველა.საქმე იმაში არ იყო,რა აღებინა,არამედ იმაში რა დარჩა შიგნით.პირველი ბერი,მეორემ შეცვალა.ამან მხოლოდ იმას მიაღწია,რომ დემონმა თავისი სახელი თქვა,მას პერსინი ერქვა.

c0dcbe5e0536

დაინახა რა,ამ ხალხის უმოქმედობა,ეპისკოპოსმა ტულსკიმ,ახალი ოსტატები მოიწვია.ეგზორციზმები სხვადასხვა ენაზე ტარდებოდა: ლათინურად,ბერძნულად და ებრაულადაც კი.ეს საქმე ხმაურიანი აღმოჩნდა ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.ეგზორციზმის დეტალური აღწერა ერთი ჰერცოგის მოსამსახურემ მოახერხა: ” ეს ქალი,ვერ არჩევდა თავის სალოცავ წიგნში ლათინურ ენას,მაგრამ ეგზორციზმის დროს თავისუფლად პასუხობდა ლათინურად,ებრაულად და ბერძნულადაც კი,ასევე ამბობდა ფრაზებს გერმანულად,იტალიურად და ინგლისურად.ერთხელ,როდესაც ერთმა ეგზორცისტმა,არასწორ ბრუნვაში ჩააყენა ლათინური სიტყვა,დემონმა მას მაშინვე შეუსწორა.” ასევე ამ ადამიანის სიტყვებით,ელიზაბეთი ისე ფილოსოფიურად იწყებდა ხანდახან ლაპარაკს,რომ პირღიას ტოვებდა მის გარშემო მყოფ კაცებს.

ფიზიოლოგიური კუთხით,ელიზაბეთ რამფენი არაფრით განსხვავდებოდა სხვა შეპყრობილებისგან,აჩენდა რა თავის გონებრივ განვითარებულობას,სიეშმაკეს და ა.შ. ის,მაგალითად ხიდან ხეზე ისე დახტოდა,როგორც ციყვი.ხანდახან,გარკვეულ სიმაღლეზე აიტაცებოდა ხოლმე და მას ვერ იჭერდნენ.მედიკოსი დეტალურად აღწერს შეპყრობილი ქალის სახეს,მის ყველა ქცევას,თმებს,რომელიც ყალყზე დგებოდნენ.მისმა ყელმა საოცარი ფონეტიკური სრულყოფილება მიიღო,რის შედეგადაც ყველა ცხოველის ხმის გამოცემა შეეძლო.ხანდახან ის ისე გაიბერებოდა,რომ გეგონება ახლა გასკდებაო,მაგრამ შემდეგ,ეგზორცისტის ნათქვამით,ის ისევ უბრუნდებოდა თავის მდგომარეობას.ხანდახან,ის ისეთი შავი ხდებოდა და მისი თვალები ისე ანათებდა,რომ შიშს ჰგვრიდა ყველა გარშემო მყოფს.ზოგიერთი ქცევის დროს,8 კაციც კი არ ყოფნიდა,რომ შეეკავებინათ.ცხოვრებაში,ის ღვთის მოშიში ქალი იყო,მაგრამ შეპყრობილი ყველაზე უშვერ სიტყვებს ხმარობდა.

დეტალური გამოძიების დროს,მოსამართლეები შეპყრობის მიზეზიც კი იპოვეს.საქმე ისაა,რომ როდესაც ელიზაბეთი დაქვრივდა,მას ეფლირტავებოდა ერთი ექიმი,სახელად პუარო.ელიზაბეთმა უარით გაისტუმრა და ექიმმაც შურისძიებას მიმართა,ეშმაკის დახმარებით.რა თქმა უნდა,როდესაც ეს ყველაფერი დაამტკიცეს,პუარო,როგორც ჯადოქარი,ცეცხლზე დაწვეს.

დღეისთვის სულ ეს იყო …..ყველას დიდი მადლობა :)

BY ნაწკა

ნაწკა თარაშვილი | შექმენი შენი ემბლემა
100001248111493.976.1401718075

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button