არქივი

უმაღლესი სასულიერო პირები

romis papi

ამ პოსტში მინდა გესაუბროთ სხვადასხვა უმაღლეს სასულიერო პირებზე.

რომის პაპი

რომის პაპი არის კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური. რელიგიური ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ითვლება პირველი რომაელი ეპისკოპოსის მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ.
2005 წლის აპრილში არჩეული ამჟამინდელი რომის პაპი ბენედიქტ XVI არის პეტრე მოციქულის 265-ე მემკვიდრე.
რომის პაპის რეზიდენცია ვატიკანშია. იგი ვატიკანის შეუზღუდავი გამგებელია, ატარებს საკუთარ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, იწვევს მსიფლიო საეკლესიო კრებებს, ამტკიცებს მათ დადგენილებებს, ანიჭებს კარდინალის წოდებას. რომის პაპის არჩევა ხდება სიცოცხლის ბოლომდე კარდინალთა კრებებზე, რომელსაც იწვევენ წინამორბედი პაპის გარდაცვალების ან მისი გადადგომის შემთხვევაში, რაც ძალიან იშვიათად ხდება. თეორიულად რომის პაპად არჩეული შეიძლება იქნას ნებისმიერი უცოლო კათოლიკე მამაკაცი, რომელსაც არჩევის შემთხვევაში სასწრაფოდ ენიჭება ეპისკოპოსის წოდება. პრაქტიკულად უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის მანძილზე რომის პაპები მხოლოდ კარდინალები ხდებიან.
რომის პაპი წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის ერთიანობის გარანტიას. მისი ერთპიროვნული მმართველობა აუცილებელია კანონიერების დაცვისა და ეკლესიის შიგნით წესრიგის უზრუნველყოფისთვის.
პაპის გარეშე დაუშვებელია მსოფლიო საეკლესიო კრების ჩატარება. კრების მიმდინარეობისას პაპის გარდაცვალების შემთხვევაში, კრების მსვლელობა წყდება ახალი პაპის არჩევამდე.

romis papi

რაბინი

რაბინი – რაც ებრაულ ენაზე „დიადს“, „მნიშვნელოვანს“, „მასწავლებელს“ ნიშნავს – წარმოადგენს ებრაული თემის სულიერ მოძღვარს, რომელიც აღჭურვილია იუდეველთა ღვთისმეტყველების და ებრაული კანონების საფუძვლიანად ცოდნით. ეს ტიტული სამეცნიერო ხასიათისაა და სათავეს ევროპაში იღებს, კერძოდ მის სამშობლოდ ესპანეთი ითვლება.
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, როგორიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და სხვა, იუდაიზმის ორთოდოქსული მიმდინარეობის ებრაელებს აქვთ მთავარი რაბინის ტიტული, რომელსაც არავითარი საერთო არ გააჩნია იუდეველთა კანონებთან.
თანამედროვე ისრაელში რაბინი წარმოადგენს აგრეთვე სახელმწიფო მოხელეს, რომელიც მსახურობს ქვეყნის ან ქალაქის რაბინატში და პასუხს აგებს მოსახლეობის რელიგიური მომსახურების უზრუნველყოფაზე.
გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ რაბინი იუდაიზმის არც ერთ მიმდინარეობაში არ ითვლება წმინდანად. ეს როგორც ავღნიშნეთ მხოლოდ სამეცნიერო ტიტულის აღმნიშვნელია. უფრო მეტიც, თანამედროვე იუდაიზმის მრავალ მიმდინარეობაში წმინდანობის ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობს. ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ იერუსალიმის ტაძრები წარმოადგენს.

იმამი

იმამი ისლამურ რელიგიაში სასულიერო პირს წარმოადგენს, რომელიც ხელმძღვანელობს მეჩეთს, ატარებს ლოცვებს. მას მოეთხოვება ყურანის საფუძვლიანი ცოდნა. იგი თავისი მოქმედებით მისაბაძ მაგალითს უნდა წარმოადგენდეს რიგითი მუსულმანებისათვის.
ისლამის ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობის შიიზმის თანახმად იმამები არიან წინასწარმეტყველი მუჰამედის პირდაპირი სულიერი მემკვიდრეები, ამ მიდინარეობის წარმომადგენლები იზიარებენ 12 ისლამის თეორიას. პირველი იმამი იყო მუჰამედის სიძე ალი, რომელიც მოკლულ იქნა რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე. მისი სიკვდილის შემდეგ მუსულმანები ფაქტობრივად ორად გაიყვნენ: ალის მომხრეებად და ალის მოწინააღმდეგეებად. მის მომხრეებს მოგვიანებით შიიტები ეწოდათ. მათ საკუთარ სულიერ ლიდერად აღიარეს ალის შვილი ჰასანი, რომელიც მეორე იმამი გახდა. ბოლო მეთორმეტე იმამი მუჰამედ-იბნ ალ-ჰასანი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მისი მოწინააღმდეგეებისგან წამოსული მუდმივი საფრთხის გამო, იგი გაუჩინარდა და პარალელურ სამყაროში დაემალა მათ, სადაც დღემდე იმყოფება და გამოცხადდება დანიშნულ დროს ღმერთის ბრძანებით იესო ქრისტესთან ერთად დედამიწაზე სარწმუნოების აღდგენის მისიით. ამ დროიდან გაჩნდა მესიანიზმი შიიტურ მიმდინარეობაში. აღსანიშნავია, რომ მახდის გაუჩინარების შესახებ მიუთითებდა თავის დროზე წინასწარმეტყველი მუჰამედი, საკუთარ მრავალრიცხოვან „გამოცხადებაში“.

db db imam ali11

ბუდა

სიტყვა „ბუდა“ გამოღვიძებულს ნიშნავს. ბუდიზმის რელიგიური წარმოდგენის თანახმად იგი წარმოადგენს არა ღმერთს ან მხსნელს, არამედ მასწავლებელს, რომელმაც შეიცნო ჭეშმარიტება და მრავალწლიანი სწავლების შედეგად მიაღწია უმაღლეს მდგომარეობას – ნირვანას.
პირველი ბუდა იყო სიტხარტხა გაუტამა, რომელიც ჩვენს ერამდე 536 წელს დაიბადა. თუმცა ბუდიზმის მიმდევრები თვლიან, რომ კაცობრიობის არსებობის მაანძილზე მრავალი მსგავსი ბუდა არსებობდა. გაუტამა წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალ უდიდეს ბუდათა უსასრულო მწკრივში, რომელიც მომდინარეობს უხსოვარი დროიდან და შორეულ მომავალში გრძელდება. მის უშუალო წინამორბედად ითვლება ბუდა – დაპინკარა, ხოლო მის მომდევნო ბუდად – მაიტერია. ბუდიზმის თანახმად იმისთვის, რომ მიაღწიო ნირვანას და გახდე ბუდა, აუცილებელია მხოლოდ ადამიანად დაბადება. ყველაზე სრული ჩანაწერები ბუდების ცხოვრების შესახებ, შესულია ნარკვევში „დუატკა“, რომელიც ჩვენს ერამდე II საუკუნეშია შედგენილი.

buddha.head

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button