არქივი

HaLLowEEn

    d9405d67a1ed

ჰელოუინი, სატანის თაყვანისცემა თუ უბრალო გართობა…! დღეს 31 ოქტომბერს, რამით იმართება ეს “დღესასწაული”, სამღვდელოება კატეგორიულად კრძალავს მის ჩატარებას. დააფიქსირეთ თქვენი აზრი…! ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკასა და ევროპაშიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ წარმართულ დღესასწაულს, რომელიც გარდაცვლილთა სულების „დაშინებას“ და „განდევნას“ ისახავს მიზნად, საქართველოში უკვე მერვე წელია აღნიშნავენ.

პირველ ნოემბერს ამერიკასა და ევროპაში უცნაურად ჩაცმული ბავშვები ქუჩებში დადიან, სახლის კარებზე აკაკუნებენ და ყველას, ვინც ტკბილეულით არ გაუმასპინძლდება, რაიმე ცუდის გაკეთებით ემუქრებიან. „მომეცი, თორემ ინანებ!“ – აშინებენ ჯადოქრებივით მორთული პატარები ოჯახის პატრონებს.

წარმართული ჰელოუინის დღესასწაული ძველ კელტთა ყოფიდან იღებს სათავეს. კელტები 1 ნოემბრისთვის, სავსემთვარობისას, „ზაფხულის დასასრულს“ აღნიშნავდნენ. ეს დღე კელტური ახალი წელიც იყო. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ. ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. კოცონიდან ყველა იღებდა მუგუზალს თავის ოჯახში ცეცხლის დასანთებად. ამასთან, კოცონის დანთებით კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ.

XIX ს-ში ირლანდიელმა იმიგრანტებმა ჰელოუინი ამერიკაში გაავრცელეს. ბოლო ხანს მისი აღნიშვნა ევროპის მრავალ ქვეყანაშიც დაიწყეს. გერმანიაში „სულ უფრო მეტი მოქალაქ ცდილობს, ამ შემაძრწუნებელ გართობებში მონაწილეობის მიღებას“, – წერს გაზეთი „ნორდკურიერი“ ჰელოუინის შესახებ.

ჰელოუინის ნეოწარმართული დღესასწაული შეუთავსებელია ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, – მიაჩნიათ სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანულ კონფესიებს. ნიცის ეპისკოპოსი ჟან ბონფისი თავის წერილში აღნიშნავს, რომ სიტყვა „ჰელოუინის“ ძირი კელტურია, მასში ბოროტი სულების შელოცვისა და მათი განდევნის შინაარსია ჩადებული. სულები მიცვალებულთა სახეებს იღებენ, მოჩვენებებად გვევლინებიან, რათა ჩაასახლონ ჩვენში სიკვდილის შიში, რაც ეშმაკისგან მოდის. „დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჰელოუინი არის მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაული და საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ კულტურასთან“, – გვაფრთხილებს ეპისკოპოსი.

საჰელოუინოდ ტრადიციულ სამასკარადო ტანსაცმლით შემოსილი ბავშვები თავისდაუნებურად ბოროტ ძალას ემსახურებიან. როდესაც არ გვესმის იმ „დღესასწაულის“ არსი, რომელშიც ვმონაწილეობთ, ამან შეიძლება მეტად მავნე და საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჰელოუინის ოკულტური დღესასწაულის შესახებ თავიანთი უარყოფითი პოზიცია გამოხატეს კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლობა.

უკანასკნელ წლებში საქართველოში, როგორც ყველა „უცხო ხილს“, კომერციული მიზნით ჰელოუინის აღნიშვნასაც გამოუჩნდნენ ინიციატორები. შარშან, 31 ოქტომბერს, ჰელოუინის თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში აღინიშნა. ჩაბნელებულ დარბაზში მაგიდებს გოგრისგან დამზადებული ჩირაღდნები ანათებდა. სტუმართა უმრავლესობა სამასკარადო კოსტიუმებში იყო გამოწყობილი, რასაც თან ერთვოდა ელექტრონული მუსიკაც. იმ მართლმადიდებელ ქართველებს, რომლებიც ღამის კლუბში შავი სამასკარადო შესამოსლით როკავდნენ და „სულების განდევნის რიტუალში“ მონაწილეობდნენ, როგორც ჩანს, წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ დღესასწაულის ოკულტურ ფესვებზე და უწყინარი, მხიარული გართობა ეგონათ.

საერთოდ, ბოლო ხანს საქართველოში ერთგვარ მოდად იქცა უცხოური დღესასწაულებისა თუ ტრადიციების მექანიკური გადმოტანა და საყოველთაო ზეიმებად გადაქცევა. სჯობს, სანამ ამგვარი საქმის თაოსანნი რაიმეს გადაწყვეტდნენ, კარგად გაერკვნენ „დღესასწაულების“ არსში.

( წყარო : www.orthodoxy.ge )

Gio_rock

Fuck This Life....

მსგავსი ამბები

Back to top button