არქივი

ფიქრის ხელოვნება…

e0205b543ddc

ფიქრები ადამიანის ნაწილია, თვით ადამიანიც… ფიქრები სულიერებაცაა, ასევე ხორციელების განსახიერებაც… ფიქრებს ვერ უბრძანებ… შორეულ წარსულში გადაგაგდებენ, რომც არ გინდოდეს, მომავალშიც გადაგაფრენენ…
ფიქრები გაიძულებენ აწყენინო საუკეთესო მეგობარს, საყვარელ ადამიანს… ხანდახან ფიქრები მოგაკვლევინებენ ცოცხალ არსებას…

ოჰ, ეს ფიქრები!.. როგორი სასტიკი არიან და როგორი ლმობიერი…

თავისით მოდიან და თავისით მიდიან…
350d39824d71
ფიქრიც ხელოვნებაა..
მაგალითისთვის: რემარკის-ღრმა, ნათელი მოაზროვნის, ანალიზის ოსტატის და მერძოლი ჰუმანისტის შესანიშნავი ნაწარმოების- “ტრიუმფალური თაღის” რავიკის ფიქრები მინდა გაგაცნოთ, რომელიც ნამდვილ ხელოვნებად წარმომესახა…

რავიკი პროფესიით, ქირურგი გახლავთ და მას სრულიად განსხვავებული ხედვები ააქვს..

მაშ ასე ნაწყვეტი:

“ახლა ვებერი (რავიკის მეგობარი, რომელიც სრულიად მარტივად უყურებს იმას, რომ რავიკს დანის ქვეშ ადამიანი შემოაკვდა,ეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს მისთვის,რადგან მისი პროფესიისთვის ნორმალურია, თუმცა რავიკი სულ სხვაგვარად ფიქრობს…) ჩაჯდება მანქანაში და მშვიდად გასწევს ქალაქისკენ, თავის კოხტა სახლისკენ, სადაც ელოდებიან სუფთა, გაბრწყინებული ცოლი და ორი სუფთა, შვილიკო-სუფთა,ბრწყინვალე არსებობა! განა გაიგებს ის სუნთქვის შემხუთველ დაძაბულობას, როცა დანა სადაცაა შეეხება სხეულს, როცა პირველ მსუბუქ ჭრილობას მოჰყვება სისხლის ვიწრო ზოლი, როცა ნემსებსა და მოსაჭერებს შორის სხეული იხსნება, ვარდის მსგავსად იშლება ის, რასაც არასოდეს უხილავს მზის ნათელი, როცა კვალს მიჰყვები, როგორც მონადირეს ჯუნგლებში და უეცრად-დარღვეულ ქსოვილებში, სიმსივნეებში, კვანძებსა და გამსკდარ ადგილებში პირისპირ ეჩეხები ძალუმ მტაცებელს-სიკვდილს და ებმები ბრძოლაში, შეიარაღებული ნემსით, წვრილი დანითა და საოცრად მტკიცე ხელით… განა გაიგებს, რას განიცდი, როცა შენი სხეული უკიდურესობამდეა მომართული, თვალთ გიბნელდება და უეცრად ავადმყოფის სისხლში ჩნდება რაღაც გამოუცნობი, შავი, დიდებული ბოროტი დაცინვა-და დანა თითქოს ჩლუნგდება, ნემსი ტყდება, ხელი არ გემორჩილება…როცა უჩინარი, იდუმალი, მფუთავი სიცოცხლე მოულოდნელად მოწყდება უძლურ ხელებს და დაირღვევა, გაჰყვება მოჩვენებას, ბნელ გრიგალს, რომელსაც ვერ დაეწევი, ვერც გარეკავ… როცა სახე, სულ ახლახან რომ ჯერ კიდევ ცოცხლობდა, წარმოადგენდა რაღაც “მეს”, ატარებდა სახელს, გადაიქცევა უსახელო, გაყინულ ნიღბად…რა გაშმაგებული, რარიგ უაზრო და შფოთიანი უძლურება ეუფლება შენს არსებობას…განა გაიგებს ყოველივე ამას… ან რას აუხსნი? (რავიკმა ისევ მოსწია)

923747699f29
ადამიანის შემოქმედებითი გენიის ტრიუმფი, სახეებში ხორცშესხმული ოცნება,
ფიქრი და სილამაზე. ხელოვნება ისევე მრავალფეროვანია, როგორიც თვით ცხოვრება, ის სინამდვილის ან იდეების ანარეკლია.
d0f1aad767c2

სამწუხაროდ, ფიქრებმა სასტიკი თამაში იციან შენთან. მეგობარმა რამე ცუდი ჩაიდინა, ფიქრები კი შენ აგაღებინებენ პასუხისმგებლობას, და მერე თავს დამნაშავედ გაგრძნობინებენ…
ფიქრიდან მოქმედებამდე სულაც ერთი ნაბიჯია-მოიქცე შესაბამისად ან სულაც “გაატარო” მოსწიო “სიგარეტი” და მიჰყვე ცხოვრებისეულ დინებას..
ფიქრებით ყოვლად შეუძლებელიც კი შესაძლებელია…

d731e85a2ee2

ოჰ, ეს ფიქრები!.. როგორი სასტიკი არიან და როგორი ლმობიერი…
თავისით მოდიან და თავისით მიდიან…


Moon light sonata by ohmiho

სულ ეს იყო…

ჩემი პოსტები

Iakø Marshava | Create Your Badge
100000665593213.2043.394980195

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button