საკითხავისასარგებლო

რომ არ გავმელოტდეთ…


არც ისე დიდი ხნის წინ, გამელოტების თავიდან ასაცილებელ ხალხურ მეთოდებს გადავაწყდი და ეგოისტური საქციელი იქნება, თუ თქვენც არ გაგიზიარებთ.

აქ გაეცნობით ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობის მეთოდებს, რომლებსაც ჟურნალ “მკურნალის” სხვადასხვა ნომრებში შემთხვევით წავაწყდი რამდენიმე თვის წინ.

პირველ მათგანს გვთავაზობს ადამიანი, რომლის არც ასაკია მითითებული და არც სქესი, თუმცა უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ის კაცია. მოდი, მის სტატიას პირდაპირ შემოგთავაზებთ.

წიწაკამ და ნიორმა თმის ცვენა შემიჩერა

შტატების შემცირებაში მოვყევი, რის გამოც ძალიან ვინერვიულე. ნერვიულობით საქმეს ვერ უშველიო, მეუბნებოდა მეუღლე, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო, ხომ გაგიგონიათ – ერთ დღეს გავიღვიძე, თმის ვარცხნა დავიწყე და კინაღამ გავგიჟდი, თავზე ორი პატარა გამელოტებული ადგილი რომ შევამჩნიე. ექიმმა მითხრა, ნერვიულობამ თმის ბუდობრივი ცვენა გამოიწვიაო, რაღაც დამინიშნა და მალე გაგივლისო, დამამშვიდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თავზე ახალი გამელოტებული ბუდეები გამიჩნდა. აფთიაქში წამლის საყიდლად შესულმა ჩემი გასაჭირი აფთიაქარს შევჩივლე. მან წამლის დამზადება მასწავლა და მითხრა, უებარი საშუალებაა, ვისაც კი მივეცი რეცეპტი, ყველას მოუხდაო. მართლაც, მიშველა და ძალიან მინდა, თქვენც გასწავლოთ.წვრილად დაჭერით ერთი ცალი წითელი წიწაკა, დაასხით 100 გრამი არაყი, გააჩერეთ გრილ, ბნელ ადგილას თავდახურული მინის ჭურჭლით ერთი კვირა. შემდეგ საღამოობით (სამი დღე ზედიზედ) შეიზილეთ ნაყენი სუფთა მშრალ თმაში. თავის შეხვევა არ არის საჭირო. სამი დღის შემდეგ თავი დაიბანეთ, გაიმშრალეთ და სამი დღე ზედიზედ კვლავ შეიზილეთ ეს ნაყენი. შემდეგ ისევ დაიბანეთ თავი, გაიშრეთ და ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს შეიზილეთ ნიორი. არ შეგეშინდეთ, კანს არ დაგწვავთ. მე ვიღებდი ნივრის კბილს, ვჭრიდი და გადანაჭერი მხრით ვიზელდი თავი კანს.

ორი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ გამელოტებულმა ბუდეებმა შევსება დაიწყეს, მაგრამ მკურნალობა კიდევ სამი თქვე გავაგრძელე. ყველა გამელოტებული ბუდე შეივსო, აღარც თმის ცვენა მაწუხებს და მგონი ადრინდელზე ხშირი თმაც მაქვს.

კიდევ ერთ სტატიას ამავე ჟურნალიდან 20 წლის სტუდენტი გვთავაზობს. ჩემი აზრით, ეს შემთხევა უფრო ახლოსაა გენეტიკასთან.

თმის ცვენას ჭინჭარი და ქაცვი აჩერებს.

შარშან უნივერსიტეტში ჩავაბარე. შესაძლოა, გონებრივი შრომისა და დაძაბულობის გამო, რომელიც აბიტურიენტობის პერიოდის განუყოფელი ნაწილია – თმამ ცვენა დამიწყო, თანაც ისე, რომ დანაკლისი რამდნიმე თვეში შესამჩნევი გახდა. დამეთანხმებით, 20 წლის ასაკში გამელოტების პერსპექტივა არავის ხიბლავს, ამიტომ თმის ცვენა ჩემს უმთავრეს პრობლემად იქცა. რამდენიმე ფარმაკოლოგიური საშუალების შემდეგ მრავალ ნაცად ხალხურ მეთოდს მივადექი. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ თმამ ცვენა შეწყვიტა და შვებით ამოვისუნთქე. გთავაზობთ შემდეგ რეცეპტებს:აიღეთ 1 სადილის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიღებული ნახარში კვირაში ერთხელ თმაში შეიზილეთ.

ეს ნაყენი ჭარბ ცხიმიანობასაც უხდება – დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ცხიმიანობა საგრძნობლად დაიკლებს.

2 სადილის კოვზ ქაცვის ფოთოლსა და ნაყოფს დააასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 2-4 საათით დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ დილა-საღამოს 150 გრამი ჭამამდე. პარალელურად ძილის წინ თმაშიც უნდა შეიზილოთ.

აი, ეს იყო ის ნაცადი ხალხური მეთოდები, რომლებიც ჟურნალ “მკურნალში” აღმოვაჩინე.

 

აქვე მინდა კიდევ ერთ ცნობილ პრეპარატზეც გამცნოთ, რომელზეც რამდენიმე თვის წინ დავწერე პოსტში ალოპეციაზე. ეს გახლავთ “პროსერინი”. მას ბევრი კმაყოფილი და ბევრიც უკმაყოფილო მომხმარებელი ჰყავს. ამ პრეპარატზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მის ოფიციალურ საიტზე .

მას შემდეგ, რაც დააზუსტებთ მისი მიღების წესებს, “პროსერინის” შეძენა შეგიძლიათ ამაზონზე.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close