უცნაური

პარანორმალური მოვლენები – მითი და რეალობა

23a85c33a832

მოსკოვის გარეუბანში,ერთ-ერთი სააგარაკო დასახლების დამსვენებლები არასდროს უშვებენ ბავშვებს შორს,ხოლო მოხუცები მისტიურ ”შავ მოჩვენებაზე” ყვებიან.მონაყოლის მიხედვით მასთან შეჩეხება არა მარტო ტყეში,მდინარესთან ან ტბასთან შეიძლება,არამედ სახლებშიც,ვინაიდან მათ დახურულ სახლებში შეღწევა შეუძლიათ.”შავი მოჩვენება” უსაზღვრო ძალას ფლობს – შეაღწევს რა სააგარაკო სახლში,იგი ისვრის ნივთებს აქეთ-იქით და ამოძრავებს ავეჯს,ამას თან ერთვის მხეცური ღრენაც.

დასახლების ერთ-ერთი მკვიდრი,ირინა პროხოროვა ყვება ერთ-ერთი სავსემთვარეობისას მომხდარ საშიშ ამბავს:”თავიდან თეფშები დაფრინავდა.ნივთები აქეთ-იქით იპნეოდა უხილავი ხელით.ჩემს ქმარს ეძინა,ხოლო მე ტელევიზორს ვუყურებდი.გავიგონე როგორ დაიგრუხუნა ჭურჭელმა სამზარეულოში,წამოვხტი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.თავიდან ვიფიქრე,რომ ჭურჭლის კარადა ჩამოვარდა,მაგრამ როდესაც შევედი ვნახე,რომ კარადა ადგილზე იყო,ხოლო იქიდან ჭურჭელი მოფრინავდა და ხმაურით ეხეთქებოდა კედლებსა და იატაკს.მოულოდნელად გიტარა აფრინდა და ჩემს შვილს თავი გაუტეხა.შემდეგ მაცივარიც მოვიდა მოძრაობაში – მას შიგნიდან რაღაც აყანყალებდა.ეს საზარელი სანახაობა წუთზე მეტს არ გაგრძელებულა და ისევე უეცრად შეწყდა,როგორც დაიწყო.როდესაც მაცივარი გავაღე,დავინახე,რომ ყველა პროდუქტი გადატრიალებული იყო,კვერცხები დამტვრეული,ხოლო ძეხვი მხეცის დაგლეჯილს ჰგავდა.”

1e0ae7a60f11

7a4851780c66

უძველესი ხალხი დარწმუნებული იყო,რომ ყველაფერი მათ გარშემო ცოცხალი იყო,ხოლო ყველაფერ ცოცხალს ძალა გააჩნდა.

ტრადიციულ კულტურაში სამი ძალაა – ნათელი ძალა – ხატები,ანგელოზები,წმინდანები; უცნობი ძალა – ის,რაც შეუძლებელია გაიგო და შეიცნო; ბნელი ძალა – სრული ბოროტება,ის რაზეც ზოგს ლაპარაკისაც კი ეშინია.

დღევანდელი მეცნიერება ამტკიცებს,რომ არასუფთა ძალა,მოჩვენებები,პოლტერგეისტი, – ყველაფერი არაჯანმრთელი ხალხის მონაგონია.მაგრამ ამ დროს დამოუკიდებელი მკვლევარები დარწმუნებულები არიან,რომ თანამედროვე მეცნიერებას არ შესწევს ძალა ანომალიური მოვლენების ბუნების შეცნობისა.სხვადასხვა დროს მოაზროვნენი,რომლებიც ფიქრობნენ,რომ სამყარო მრავალფეროვანია,გარიყულები იყვნენ საზოგადოებისაგან.მეთექვსმეტე საუკუნეში კათოლიკურმა ეკლესიამ ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვა მიუსაჯა იმის მტკიცების გამო,რომ მსოფლიო უზარმაზარია და არსებობს სხვა მრავალი სამყარო.ბრუნომ იმის იდეაც დატოვა,რომ სულს შეუძლია გადასახლდეს ერთი სხეულიდან მეორეში და პარალელურ სამყაროებში იმოგზაუროს.

მხედველობითი სურათი

საბჭოთა კავშირის ფსიქიატრი გენადი კროხალევი ერთ-ერთი მათგანია,ვინც გადააბიჯა ზღვარს,ყველასთვის აკრძალულ ზღვარს – მოჩვენების გადაღებით მან შეძლო მრავალსაუკუნიანი საიდუმლოსთვის ფარდის ახდა.ჯერ კიდევ სამოცდაათიანი წლების დასაწყისში პერმელმა ფსიქიატრმა,კროხალევმა შეძლო ფირზე აღებეჭდა ჰალუცინაციებისგან გაწამებული ავადმყოფი ხალხის მოლანდებები.ის თვლიდა,რომ მის მიერ მიღებულ სურათებზე სხვა არაფერია,თუ არა დასუსტებული ენერგეტიკული აურის მქონდე ხალხის ტვინში შეღწეული სხვაქვეყნიური არსება თუ სული.იგი სურათებს წყლის საცურაო ნიღბით იღებდა.სსრკ-ში და მოგვიანებით რუსეთში ექიმი გიჟად გამოაცხადეს,ხოლო საზღვარგარეთ შეიქმნა მრავალი საიდუმლო ლაბორატორია,რომელიც მისი მეთოდისამებრ მუშაობდა.კროხალევს ეპატიჟებოდნენ საერთაშორისო კონგრესებზე და ეუბნებოდნენ რომ მისი აღმოჩენა არც მეტი,არც ნაკლები- ნობელის პრემიის ღირსია.

როგორ ტარდებოდა გენადი კროხალევის ცნობილი ცდები

ჩვეულებრივი საავადმყოფოს პალატა.პაციენტი ხედავს კოშმარულ ჰალუცინაციებს.მისი წყვეტილი წამოყვირებები იმის საშუალებას იძლევა,რომ მიხვდე რა ხდება მის ტვინში.აი,მისკენ სწრაფად მოჰქრის ხარ-ირემი.მოახლოებული სიკვდილის პანიკა იცვლება უფრო ამაზრზენი ხილვით.ამ დროს ექიმს აპარატი პაციენტის თვალებთან ახლოს მიაქვს და იღებს რამდენიმე სურათს.ფირის გამჟღავნების შემდეგ ექიმი კადრების ნახევარზე წვრილმანებში ხედავს მორბენალი ხარ-ირმის მკვეთრ სილუეტს,ხოლო დანარჩენ კადრებზე – გველს.ავადმყოფი,რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ შემოტევამ გაუარა,ადასტურებს გამჟღავნებული ფოტოებისა და გადატანილი კოშმარის ზუსტ მსგავსებას.

1470dff087b8

1974 წლიდან 1996 წლამდე კროხალევმა ვიზუალური ჰალუცინაციების გადაღება 117 პაციენტთან შეძლო.ექსპერიმენტებში წყლის ნიღაბი იმისთვის გამოიყენებოდა,რომ პაციენტის თვალებსა და ფოტოკამერის ობიექტივს შორის სრული სიბნელე ყოფილიყო.

დამთხვევები საოცარი იყო.ფოტოსურათებზე გარკვევით და უმცირეს დეტალებში ჩანდა ის რასაც ავადმყოფი იმ წამს ბუტბუტებდა:“ჩექმებიანი კატა“,“თევზი“,“ხარ-ირემი“,“კატა“,“ადამიანი“,“ეშმაკი“…

c129fdcac5fe

ავადმყოფი ხედავს კაცის მოჩვენებას

გენადი კროხალევმა შეძლო და დაამტკიცა,რომ უხილავი „სულების“ მხედველობითი გამოსახულება,რომელიც ანთებულ ტვინშია,თვალებს გადაეცემა,საიდანაც გამოსხივდება გარშემო სივრცეში.მანვე წამოაყენა წინადადება,რომ ყველა ავადმყოფური მოვლენა ეკრანირებულ გარემოში მოხვედრისთანავე წყდება,ხოლო იქიდან გამოსვლის დროს – თავიდან ჩნდება.

ე.წ ეკრანიზების ეფექტმა დაამტკიცა უხილავი ასტრალური სამყაროს არსებობა,რომელსაც ნეგატიური ენერგეტიკა აქვს და შესაბამისად მოქმედებს ავადმყოფზე.

კროხალევის აღმოჩენები და ექსპერიმენტები აღიარებულია მრავალ ქვეყანაში,ხოლო რუსეთში – მაინც აკრძალულია,ექიმის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგაც კი.კროხალევის ქალიშვილი დარწმუნებულია,რომ იგი თავისი წარმატებული მეცნიერული მოღვაწეობის გამო მოკლეს.

დღეს-დღეობით მოჩვენებების მცნება უფრო მრავალფეროვანია.არიან თვითმფრინავების,გემების და ქალაქების მოჩვენებების თვითმხილველებიც კი.ხშირად სურათებზე მოჩვენებების გამოსახულებები ჩანს მკვეთრ წერტილებად ან ბუნდოვან ლაქებად,რომლებსაც გადაღებების დროს ვერ ამჩნევდნენ.

პირველი წერილობითი მტკიცებულება ადამიანის მოჩვენებასთან კონტაქტისა,ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი ათას წელს არის დაწერილი – ბაბილონურ თიხის ფირფიტებზე.ცნობილია ფაქტი,რომ რომაელ ჯარისკაცებს,რომლებმაც ნახევარი მსოფლიო დაიპყრეს,ეშინოდათ მოჩვენებების.მათ წინააღმდეგ თავის დასაცავად,ისინი მსხვერპლს სწირავდნენ და ეთაყვანებოდნენ უცნობ ღმერთებს.

სახლის სული

სულებს სლავებიც ეთაყვანებოდნენ.მათ ჩვევად ჰქონდათ რძიანი ჯამის დადგმა სახლის სულისთვის,ფუძის ანგელოზისთვის,რადგან მას შეეძლო გაბრაზებულიყო დაუდევარ მამასახლისზე და გაენადგურებინა მთელი სახლი.

ძველ,აღმოსავლეთ სლავებში სახლის სული,ოჯახის კერის და ერთიანობის მფარველი,წინა თაობების კულტთან დაკავშირებული სულია.სლავურ სოფლებში ლეგენდები მათ შესახებ დღესაცაა შემონახული.ითვლება,რომ ყოველ სახლში,მნიშვნელობა არ აქვს,ცარიელია თუ დასახლებული,არის სახლის სული – სახლის მფარველი,ოჯახის უჩინარი მფარველი,ამიტომაც მას მოწიწებითა და პატივისცემით ექცევიან და პატრონს უწოდებენ.მას გამოყოფილ ადგილებში უყვარს დაბინავება – ბუხრის ან ზღურბლის ქვეშ,სხვენში,ზარდახშის უკან ან ბუხრის მილში.

cf0caa675488

სახლის სული ეხმარება მომუშავეებს,დაუღალავად ეხმარება მათ და საქმიანობს.იგი ყველანაირ წვრილმანებს ხედავს და ამჩნევს,ურჩევნია ყველაფერი წესრიგში და მომზადებული იყოს.ვერ ითმენს უსარგებლო ხარჯებს – ერთი სიტყვით,გადახრილია ოჯახის იდილიის აწყობისკენ.თუ ოჯახი მოსწონს,ემსახურება მათ წლების განმავლობაში ნდობითა და სიყვარულით,ხოლო ვინც არ უყვარს – ხელს უშლის,ყველაფერს უფუჭებს,აქეთ-იქით ისვრის ნივთებს,ღამე არ აძინებს…

09c8b3382855

სულის ჩასახლება

ხოლო იმ სულების გარდა,რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც კეთილები,ასევე ბოროტები,არიან წმინდა სისხლის ბოროტი სულები.ისინი მოდიან სხვა სამყაროებიდან და უსახლდებიან ჩვეულებრივ ადამიანებს.ლოცვითა და ვედრებით ადამიანის სხეულიდან ბოროტი სულისა და ეშმაკის გამოსახლებას – ეგზორციზმი ჰქვია.პირველი ქრისტიანი ეგზორცისტი იყო იესო ქრისტე.ბიბლიაში წერია,რომ იესოს მიუყვანეს ეშმაკეული და მან განკურნა იგი.ადამიანი რომელსაც დემონი,სატანა ან ეშმაკი შეუსახლდება – შეპყრობილია.ადამიანს შეიძლება ერთდროულად შეუსახლდეს რამდენიმე დემონი – ისინი ყველა ორგანოსა და ენერგეტიკულ ცენტრს მოედებიან და აკონტროლებენ მას.

0fb832e658a8

ეშმაკს თავის გამოაშკარავება არ უნდა და მხოლოდ ეკლესიური მსხურებისა და სპეციალური ლოცვების კითხვის დროს აჩენს ნამდვილ სახეს.შეპყრობილები ამ დროს ჰიპნოზურ ძილში გრძნობენ თავს – ხედავენ და გრძნობენ რასაც აკეთებენ.გარშემომყოფნი ხედავენ,რომ იგი ტორტმანებს,იწყევლება და იგინება – ეშმაკებს სხეულის დატოვება არ უნდათ და თავიანთ დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ არ მალავენ.მსხვერპლი ამ დროს სისინებს,იღრინება,ყმუის,ღრუტუნებს და ისე ღრიალებს,ცხოველსაც რომ არ შეუძლია.

ლოცვების დახმარებით ეშმაკი ტოვებს უბედური მსხვერპლის სხეულს,მაგრამ ზოგჯერ დამკვირვებლები ისეთი სუსტები არიან,რომ კარგავენ თავზე კონტროლს – ეს საუკეთესო შემთხვევაა ეშმაკისთვის მორიგი მსხვერპლის ასარჩევად და შიგ შესასახლებლად.

სულები,მოჩვენებები,დემონები – ეს ყველაფერი პარანორმალური მოვლენებია – ბუნება,რომლის შესახებაც ადამიანმა არაფერი იცის.ჩვენ ელემენტარულიც კი არ ვიცით,როგორ ხდება სულის გადასვლა ერთი სამყაროდან მეორეში.ბევრ კითხვაზე პასუხი შინაურ ცხოველებზე დაკვირვებითაც შეიძლება ვიპოვოთ.პარანორმალური მოვლენების მკვლევარების მტკიცების მიხედვით,კატას შეუძლია ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა,თან ამისათვის სიკვდილიც არ სჭირდება.სხვა მტკიცებების მიხედვით,ძაღლი ცნობს პატრონს,რომელშიც ბოროტი სული ჩასახლდა.ეს ყველაფერი ფაქტებით დადასტურებული არაა,მაგრამ დააკვირდით თქვენს კატას,როგორ ქრება დროდადრო უკვალოდ,ხოლო შემდეგ თითქოს არსაიდან ჩნდება.

Grigol Amanatashvili | შექმენი შენი ემბლემა
100001979419114.1059.2017624992

Back to top button