გართობა

მაგარი მანქანა ქართულ ვარიანტში

5ymg0
XXI საუკუნეში კარგი მანქანა არავის უკვირს. დღესდღეობით შეიძლება ითქვას , რომ საქართველოში რაც კი კარგი მანქანა არსებობს ყველა დადის. ნუ არის გარკვეული გამონაკლისები. საქმე იმაშია, რომ ყოველი მეორე მაინც ახერხებს კარგი მანქანის ყიდვას. ზოგი ერთი ადამიანი რეალურად ხვდება, თუ რა დანიშნულება აქვს მანქანას. რეალურად მანქანა უნდა მოგემსახუროს შენ და გასიამოვნოს და არა პირიქით. თბილისში დადის ერთი ცნობილი ფრაზა ” შეჩემა გაყიდე ოპელი და იყიდე მანქანაო” ნამდვილად სასაცილო ფრაზაა, მაგრამ როდესაც ამას იძახის ისეთი ადამიანი, რომელსაც ყავს ეგრედ წოდებული ” ძერსკი ” მანქანა და შიგნით საწვავი არ უსხია, ძალიან მეცინება ბევრჯერ დამიფიქსირებია ასეთი ფაქტი, რომ უბანში სასტავი ფულს აგროვებს, რომ საწვავი ჩაასხან და გაისეირნონ. ნაშობა ააგდონ ან რავიცი . ზოგიერთს რატომ აქვს საერთოდ გოგოს დათრევის პრეტენზია. კი გასაგებია, რომ კარგი მანქანა გყავს, მაგრამ შენც ჰომ უნდა იყო ნორმალური? საწყენად არ მიიღოთ არავინ. როგორც ყოველთვის ჩემი პოსტი ყველას არ ეხება და სოციუმის კონკრეტულ ნაწილს. ვერ ვხვდები რა საჭიროა, რომ გყავდეს თუნდაც ის დიდი მანქანა, რომელიც ბევრ საწვავს მოიხმარს, მაგრამ რეალურად მანქანა არ გყავდეს. მანქანა ჰომ უნდა გამოიყენო.

გამოდგება და 06 ის ტიპის მანქანაც. ევროპა დიდი ხანია მიხვდა იმას, რომა მერიკის მიერ გამოშვებული მანქანები მათთვის არ იყო გათვალისწინებული. რთულია როდესაც გყავს ამერიკული ძრავის ტიპის მანქანა და ფიზიკურად ვერ ” აძღობ” მის გულს. მუდმივად გიწევს ბენზინ გასამართ სადგურზე გაჩერება და მუდმივი ფულის ყრა. როდესაც შეგიძლია იყიდო იმაზე ნაკლებ ფასში ეკონომიური მანქანა და დანიშნულების მხრივ გამოიყენო. მაგრამ ეე მოიცა მერე ქართველობა სად უნდა გამოიხატოს კაცო ჰომ უნდა იმარიაჟო მასე სადაა. რომ გაივლი ყველამ ჰომ უნდა შემოგხედოს, მაგის გარეშე როგორ უნდა იყო. ჰომ უნდა გეთქმოდეს, რომ ჰეჰეე ნახე რა მაგარი მანქანა მყავს, მაგრამ ერთხელაც მიდიხარ გოგოსთან ერთად და დარჩები გზაში საწვავის გამოლევის გამო ევროპელები და ზოგადად ყველა მიხვდა, რომ ჯობია ეკონომიური მანქანა გყავდეს და მარტივად შესანახი, ვიდრე ოჯახის შემოსავლის დიდი ნაწილი მანქანას მოახმარო. ბევრი ადამიანი ვიცი ჩემ გარშემო, რომ სახლები გაყიდეს მანქანის საყიდლად. რეალურად ის მანქანა დაძველდება და იმის ნახევარ ფასშიც ვერ გაყიდი, ხოლო უძრავი ქონება დაკარგულია. ქართველებს სისხლში გვაქვს უკვე გამჯდარი მარიაჟობა . ეს მხოლოდ მანქანებს არ ეხება. ეს ყველაფერს მოიცავს ერთად, მაგრამ დიდი მანქანის ყიდვა უკვე 2011 წლის მოდურ ტენდენციას წარმოადგენს. მერე დგანან და შუა პეკინზე იგინებიან ამის დედა ვატირე სად დავაყენო მანქანა ადგილი არააო. როგორ უნდა იყოს ადგილი, როდესაც იგივე შენნაირი მანქანის მფლობელი ერთ დროულად ორი მანქანის ადგილს იკავებს მერე ჩნდება უკმაყოფილება. მერე იძახიან ოხ ეს Citypark -იო და მიდის ასე გაუთავებლად სხვაზე დაბრალება, როდესაც რეალურად სხვა სტრუქტურები არაფერ შუაში არიან. სიმართლე გითხრათ დიდი მანქანის მოყვარული მე პირადად ვარ მე პირადად ჯერჯერობით იდეაში Hummer -ის ყიდვა მინდა, მაგრამ თუ არ მექნება ამ მანქანის შესანახი თანხა და ამას დამატებული იმდენი ფული, რომ ოჯახი ნორმალურად შევინახო, რა საჭიროა ასეთი მანქანა. მოკლედ Opel 4 Ever
მანქანა უნდა იხმარო და არა აქეთ გიხმაროს

ავტორი: ლაშა შალუტაშვილი
ყარო: Notepad.Ge

მსგავსი ამბები

Back to top button