გასართობისაქართველო

ზომიერების ფარგლები ჩვენში


სათაურიდან გამომდინარე მიხვდებით, რომ პოსტი კონკრეტულად ჩვენ ანუ ქართველებს გვეხება. მაშ ასე რას ნიშნავს ზომიერების ფარგლები ჩვენში? ეს იმას ნიშნავს, თუ რამდენად ზომიერად ვეკიდებით ყველანაირ საქმიანობას ჩვენს ცხოვრებაში. სამწუხაროდ ქართველები ზომიერებასთან ცოტა ცუდ დამოკიდებულებაში ვართ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ზომიერების შეგრძნება არ გაგვაჩნია. ამას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ, როგორც ჩვენ თავზე, ასევე სხვებზეც.
ამ პოსტის დაწერის სურვილი გამიჩნდა მას შემდეგ რაც გუშინ აივნიდან ვიყურებოდი და დავინახე 4 ნასვამი ქართველი კაცი, რომლებიც ჩხუბობდნენ ერთმანეთში. დაუწერელი კანონია, რომ დალევის შემდეგ ათიდან ცხრა შემთხვევაში უნდა იჩხუბო. აბა ისე როგორ გამოვა ზომიერება რომ არ ვიცით პირველ რიგში აი ამაში იკვეთება. არ გაგვაჩნია იმის შეგრძნება, რომ მეტი აღარ უნდა მიირთვა სასმელი და მშვიდობიანად შეირგო იგი. თუმცა ეს ფენომენი ბოლო რამდენიმე წელს არ უკავშირდება. ქართველებს ეს ოდითგანვე მოგვდევს. როგორც წესი ჩვენ ჩხუბის თავებად ვითვლებოდით. ახლაც სუფრაზე ყოველთვის ხდება ორ პირს შორის ჩხუბი ან უბრალო შეკამათება.

კამათით ჩხუბით და არეულობით საქართველოში და კერძოდ თბილისში ერთი ქუჩა ყველაზე მეტად გამოირჩევა. არ იფიქროთ, რომ მე ამით ამ ქუჩას და მის ბინადრებს ვითომდა ანტი პიარს ვუკეთებ ანდაც შეურაწყოფას ვაყენებ, მაგრამ ვისაც ქალაქში გაგივლიათ და კერძოდ ღამე გაგივლიათ პეროვსკაიაზე, გეცოდინებათ მანდ დატრიალებული ამბები. შანსი არააა, რომ ღამე მინიმუმ 4-5 ჩხუბი მაინც არ მოხდეს, იცით ალბათ ეს ჩხუბი საიდანაც არის გამოწვეული ბარებს მიაქვს მანდაურობა
საერთოდ როგორც წესი ასე ხდება ხოლმე: დალევის შემდეგ რაღაც უაზრობაზე შელაპარაკდებიან, მერე იწყებენ ბანცალს წინ და უკან, ყველა მაგ დროს ხდება გრენდაიზერი და მამაცი გული, ხოლო ბოლოს სამწუხაროდ ხანდახან დასასრული ძალიან ცუდი აქვს ძალიან ცუდში დაჭრა-მკვლელობას ვგულისხმობ.

დავანებოთ თავი ბარებს და კლუბებს, ავიღოთ რეალური ცხოვრების კონკრეტული ნაწილი, მაგალითად მეგობრებთან ერთად სახლის პირობებში დაჯდომა და დალევა. ერთი შეხედვით ეს ძალიან მაგარია, ზაფხულის ცხელი დღეები, ლუდი, ჩიფსი და ასე შემდეგ. ყველაფერს ის ამშვენებს რომ მეგობრების გარემოცვაში ხარ და რაც ყველაზე მთავარია: სვამ გახეთქვამდე ლუდთან ქართველები გერმანელებს ვგავართ, იქამდე ვსვამთ, სანამ მოძრაობის საშუალება აღარ გვექნება აი რატომ ვსვათ ასე? ამ შემთხვევაში მე მხოლოდ თქვენზე არ ვსაუბრობ, მეც ქართველი ვარ და ალანოლოგიურად მეც ბევრჯერ დამილევია, თუმცა მე ვამაყობ იმით, რომ ბოლო პერიოდში დალევის ზღვარი გამოვიმუშავე და ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები ალკოჰოლი მივირთვა. მეგობრებში ხარ მაგრამ ჰომ შეიძლება მანდაც წარმოიქმნას უთანხმოება, ან სულაც რომ არ წარმოიქმნეს გოგონები იქნებიან და მათ თვალში ჰომ ცუდად ჩანხარ როდესაც ”გაღიპული” დაგორავ წინ და უკან.
იმედია ეს პრობლემა ადრე თუ გვიან ჩვენს ქვეყანაში მოგვარდება. მე მჯერა, რომ იგი მოგვარებადია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თუ დიდებმა არ ვიფიქრეთ ამაზე, პატარები რაღას იზამენ. პატარები ჰომ ჩვენ გვიყურებენ უბანში დალევ თუ სახლში დალევ შანსი არაა, რომ პატარა ბავშვი ამას არ შეესწროს, შემდეგ იგი შენგან იღებს მაგალითს და ხედავს, რომ თუ სვამ უნდა დალიო ბოლომდე ამ პოსტში დალევის გარდა კიდევ ორ საკითხზე მექნება საუბარი ესენია ჭამა და ფული.
ჭამის საკითხშიც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს მხოლოდ საქართველოში თუ წააწყდები, რომ კაცი ზედიზედ სამ შაურმას ჭამს, ან სულაც 30 ჩიზბურგერს, ან რაღა უცხოურ საკვებს ვეცით 50 ხინკალს ჭამს ღმერთმა შეგარგოს გასაგებია, მაგრამ შენ ჯანმრთელობაზე ეს როგორ მოქმედებს აბა თუ იცი ერთ-ერთ ბლოგზე ვკითხულობდი პოსტს შაურმის შესახებ და იქ ეწერა, რომ შაურმა შეიცავს ისეთი რაოდენობით ცხიმებს და ჰოლესტერინს, რომ იგი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამას რომ თავი დავანებოთ იგი არანორმალურად გასუქებს და დისკომფორტს გიქმნის. გემრიელია გასაგებია, მაგრამ რომელი უფრო ჯობია ჯანმრთელობა თუ ხორცი? ხორცეულს რომ თავი დავანებოთ დიდი რაოდენობით ყველაფერი მავნებელია ადამიანისთვის. თუნდაც ხილი ავიღოთ ან ბოსტნეული.
ევროპა არ გვინდა კარგს არაფერს მოგვიტანსო ყველა რომ გავიძახით, შევხედოთ ერთი მათ ზომიერებას, ლუდი რომ ლუდია ისიც ბატარა ბოთლებში აქვთ და საკვებს რაც შეეხება პატარა პორციებით მიირთმევენ, ნუ გამონაკლისებზე არ მაქვს საუბარი და ცხოველებზე რაც კარგი აქვთ ის ავითვისოთ კაცო ცუდს რომ ვეცით
რაც შეეხება საკითხების ბოლო ნაწილს ფულს ფული ისეთი რამეა ნებისმიერი ადამიანი სულს გაყიდის ფულის გამო აქ ქართველებზე არ მაქვს მხოლოდ საუბარი. მე მხოლოდ მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბევრი ფული ბევრი პრობლემაა ყოველდღიურად ვხვდები ისეთ შემთხვევებს, როდესაც იჭერენ ადამიანს, რომელსაც აქვს ბევრი ფული და ამ ბევრ ფულთან ერთად კიდე მეტის შოვნა მოუნდა არაკანონიერი გზით ცუდი მომენტია როდესაც გაქვს 100 მილიონი და მაინც ფულის მოპარვაზე მიდიხარ და ტილიანი 10 მილიონის გამო (მისთვის ტილიანი ) ციხეში ჯდები. რა იწვევს აბა ამას თუ მიხვდებით ერთი ცდით გაღორება მეგობრებო. სიღორე რომელიც ქართველებს ხორცში გვაქვს გამჯდარი 10 რომ გვაქვს 100 გვინდება. ათი გვყოფნის მაგრამ რაც მეტი მით უკეთესი ამ ფრაზით მივდივართ ცხოვრებაში
დავამთავრე მე ამ პოსტის წერა და ერთს გეტყვით:
ყველაფერი ზომიერების ფარგლებში!

წყარო: Notepad.Ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close