არქივი

მოახლე,პრინცესა,დედოფალი…

2e9ab31d6f8e
განაგრძეთ…

მოახლეები ოცნებობენ კეთილ ფერიებზე,პრინცესები-მშვენიერ პრინცზე,დედოფლები არ ოცნებობენ,ისინი მოქმედებენ.

მოახლეებს სჯერათ სასწაულების,პრინცესებს -ხშირად მოსდით,დედოფლები კი თვითონვე ქმნიან.

მოახლე-სუსტია ,მაგრამ ძლიერად გვეჩვენება,პრინცესა-ძლიერია,მაგრამ ყველას სუსტი ჰგონია,დედოფლები ნიღბებს არ ატარებენ.

მოახლეები მოდიან დანიშნულ დროზე ადრე,პრინცესები-ყოველთვის იგვიანებენ,დედოფლები მოდიან ზუსტად დანიშნულ დროზე.

მოახლე ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს,პრინცესა-სხვებს,დედოფალი-აკეთებს დასკვნებს.

მოახლეებს არ ჩვევიათ გამარჯვება,პრინცესებმა არ იციან დამარცხება, დედოფლებს მოწინააღმდეგე უბრალოდ არ ჰყავთ.

მოახლეებს დრაკონები არ აინტერესებთ,პრინცესებს მათი ეშინიათ,დედოფლები კი დრაკონებთან მეგობრობენ.

ჭკვიანი მოახლეც კი თავს სულელად თვლის,მახინჯი პრინცესა-ყველაზე ლამაზად,დედოფლებს კი დრო არ რჩებათ,საკუთარი თავის სარკეში დასანახად.

მოახლე შეიძლება არ შეამჩნიო,პრინცესა არ შეიძლება არ შეამჩნიო,,დედოფალი შეიძლება ვერ შეამჩნიო,როცა მას ასე აწყობს.

მოახლე-დამორჩილებულია,პრინცესა-თავაშვებული,დედოფალი-დისციპლინირებული.

მოახლეს სურს მიიღოს შექება,პრინცესას-ყურადღება,დედოფალს-გამოცდილება.

მოახლეებს ყველაფერი ესმით და ითმენენ,პრინცესებს ესმით მხოლოდ ის ,რაც სურთ,დედოფლებს ყველაფერი ესმით და მიდიან.

მოახლეს- უყვარს,პრინცესა უფლებას რთავს უყვარდეთ,დედოფლები არ უფიქრდებიან-ვინ ვის…

მოახლეებს არ ჩვევიათ რაიმეს მოთხოვნა,პრინცესებს არ შეუძლიათ ლოდინი,დედოფლებმა იციან რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

მოახლე ხედავს სამყაროს შავ-თეთრ ფერებში,პრინცესა- ვარდისფრად,დედოფალი-ვარდისფრად,შავ-თეთრად და ყველა დანარჩენი ფერითაც.

მოახლეს არ სურს გაზრდა,პრინცესას არ სურს დაბერება,დედოფლებმა იციან რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

მოახლეებთან -ადვილია,პრინცესებთან-რთული,დედოფლებთან- საინტერესო.

იყო მოახლე-რთულია,იყო პრინცესა-მარტივი,იყო დედოფალი-ღირს.

მსგავსი ამბები

Back to top button